Sunday, March 28, 2010

მეტალები

მეტალები - 1.png მეტალები - 3.png მეტალები - 2.png
     ელემენტების სამ-მეოთხედზე მეტი მეტალებია. ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა მეტალი მყარია, მხოლოდ ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში. მეტალთა უმრავლესობა მკვრივი და ბზინვარეა, თანაც ადვილად ყალიბდება, ამიტომ მრავალნაირად გამოიყენებენ. მეტალები ელექტროდენს და სითბოს კარგად ატარებენ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მტკიცეა. მეტალები ჭედადია, ბევრი მათგანი პლასტიკურიცაა.
     გარდა მსგავსებისა მეტალებს შორის განსხვავებაც არსებობს. ისეთები როგორებიცაა: კალა,ტყვია და ალუმინი, რკინისა და სპილენძისგან განსხვავებით, უფრო რბილი, სუსტი და შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დნობადი მეტალებია.
     ზოგიერთი მეტალები როგორიცაა:კალიუმი და ნატრიუმი, რეაქციაში კარგად შედის, ზოგი კი მაგალითად: ოქრო, და პლატინა, არააქტიურია, ოქრო ბუნებაში სუფთა სახითაა აღმოჩენილი. დანარჩენ მეტალთა უმეტესობა ქანებში მინერალების სახით მოიპოვება, სადაც ისინი არამეტალებთან ერთადაა.მაგალითად რკინის ძირითადი მინერალები, რკინისა და ჟანგბადის ნაერთებია.
მეტალების გამყარება შესაძლებელია მათი გადნობითა და შენადნობების დამზადებით.
მეტალები - 5.png მეტალები - 6.png
                         აქტივობების რიგი
      ქიმიური აქტიურობის მიხედვით დალაგებულ მეტალთა მწკრივს აქტივობის მწკრივი ეწოდება:
Li,K,Ca,Na,Mg,Al,Zn,Cr,N,Fe,Sn,Pb,[H],Cu,Ag,Hg,Pt,Au
აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივ მოთავსებული მატალები აძევებს წყალბადს მჟავას ხსნარიდან, მარჯვნივ მოთავსებული მატალები კი_ვერა.
        აქტიური მეტალების გამოყოფა მათი შემცველი მინერალებიდან ძნელია, მაშინ როცა ნაკლებად აქტიური მეტალები შეიძლება დამოუკიდებელი სახითაც არსებობდეს. ნატრიუმსა და კალიუმს ნავთში ინახავენ, რადგან ისინი ძალზე აქტიურად ურთიერთქმედებენ წყალსა და ჰაერთან. სპილენძი ნაკლებად აქტიური მეტალია. იგი მილების, ცხელი წყლის ავზებისა და ელექტროსადენების დასამზადებლად გამოიყენება.
მეტალები - 4.png
მეტალთა საერთო ქიმიური თვისებები
მეტალთა ქიმიური თვისებებიდან ყველაზე მეტი საერთო თვისება მდგომარეობს იმაში, რომ მათი ატომები შედარებით ადვილად გასცემენ ელექტრონებს და გარდაიქმნებიან დადებითად დამუხტულ იონებად. ქიმიურად უფრო აქტიურია ის ლითონი, რომლის ატომები უფრო ადვილად გასცემს ელექტრონებს. მეტალები ძლიერი აღმდგენელებია. მეტალები რეაქციაში შედიან არამეტალებთან: ჟანგბადთან, გოგირდთან, ჰალოგენებთან, აზოტთან, ფოსფორთან. რეაქციაში შედიან მჟავებთან და წყალთან.


მეტალები - ოქრო.jpg
ალის სინჯები
       ზოგიერთი მეტალი წვის დროს, ალს განსაკუთრებულ შეფერილობას    აძლევს. ნივთიერებათა წვა შეიძლება ამა თუ იმ ლითონის არსებობის  შესამოწმებლად გამოვიყენოთ. ნივთიერებები ალში პლატინის მავთულით შეაქვთ, რომელიც ინერტულობით გამოირჩევა.
ნატრიუმი_ყვითელი ალი.
სპილენძი_მოცისფრო_მომ�
��ვანო ალი.

კალციუმი_წითელი ალი.
ბარიუმი_მწვანე ალი.
კალიუმი_იისფერი ალი.
მეტალები - фдш.gif
მეტალთა ჯგუფები
  ქიმიური თვისებების მიხედვით მეტალები შეიძლება ჯგუფებად დაიყოს. არსებობს ხუთი ძირითადი ჯგუფი:
  1-კეთილშობილი
  2-ტუტე
  3-ტუტემიწა
  4-გარდამავალი მეტალები
  5-იშვიათი მეტალები
მეტალები - лллл.jpeg მეტალები - паппп.jpeg მეტალები - золото.jpeg
კეთილშობილი მეტალები
     კეთილშობილი მეტალები დედამიწის ქერქში შეიძლება არანაერთების არამედ დამოუკიდებელი სახით არსებობდეს. ეს მეტალებია:სპილენძი,პა�
��ადიუმი,ვერცხლი,პლატინ
და ოქრო.
      ყველა კეთილშობილი მეტალი არააქტიურია. ისინი ძნელად უერთდებიან სხვა ელემენტებს ამიტომ ნაერთებსაც ძნელად წარმოქმნიან, არააქტიურობის გამო კეთილშობილი მეტალები ძნელად იჟანგება, მათ საოქრომჭედლო საქმეში და მონეტების დასამზადებლად იყენებენ. ოქრო ძალზე არააქტიურია და უძველესი ოქროს ნივთები ახალივით ამიტომ ბრწყინავს.
მეტალები - ллллл.jpeg მეტალები - калсий.jpeg მეტალები - бариум.jpeg
ტუტემიწა მეტალები
    ტუტემიწა მეტალებს ექვსი მეტალი მიეკუთვნება. მათ შორის მაგნიუმი, კალციუმი, ბარიუმი. ეს მეტალები დედამიწის ქერქში მრავალიუ სხვადასხვა მინერალის შემადგენლობაში გვხვდება კალციტში, ნიჟარა დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს, რომელიც მასში კალციუმის კარბონატის ფორმითაა.
   მაგნიუმს მწვანე პიგმენტი ქლოროფილი შეიცავს, რომელიც მცენარეებს ფოტოსინთეზისათვის სჭირდებათ.

მეტალები - никели.jpeg მეტალები - серебро.jpeg
გარდამავალი მეტალები
         გარდამავალი მეტალები მტკიცე, მკვრივი და ბზინვარეა, ლღობის მაღალი ტემპერატურით ხასიათდებიან და ნაკლებად აქტიურები არიან ვიდრე ტუტე და ტუტემიწა მეტალები.
გარდამავალი მეტალები: რკინა,ოქრო,ვერცხლი,ქრო
მი,ნიკელი,სპილენძი
. მათთვის ფორმის მიცემა ადვილია, მათ იყენებენ, როგორც თავისუფალი ასევე, შენადნობის სახით.
მეტალები - ппппппппппп.jpeg მეტალები - щщщщщщщщщщ.jpeg მეტალები - иииииииииииииииииииииииииии.jpeg
იშვიათი მეტალები
           იშვიათი მატალების ჯგუფში ცხრა მეტალი შედის: ალუმინი, გალიუმი, ინდიუმი, კალა, სტიბიუმი, თალიუმი, ტყვია, ბისმუტი და პოლონიუმი. პერიოდულ სისტემაში ისინი გარდამავალი მეტალების მარჯვნივ არიან განლაგებული.
    სუფთა მეტალები ძალზედ რბილია და სუფთა სახით იშვიათად გამოიყენება.
    ალუმინი ყველაზე მსუბუქი მეტალია, საავადმყოფოებში მას რადიაციისა და რენდგენის სხივებისაგან დამცავ ბარიერებად იყენებენ. 
მეტალები - smallTP12a.jpg მეტალები - გვგჰვც.jpg
შენადნობები
         შენადნობი ორი ან მეტი მეტალის ან სხვა მეტალისა და ნივთიერების ნარევს წარმოადგენს. შენადნობს იმიტომ ამზადებენ, რომ იგი მისი შემადგენელი მეტალების თვისებებს მაგალითად: სიმსუბუქესა და სიმტკიცეს აერთიანებს.
         უჟანგავი ფოლადი, რომელსაც დანა-ჩანგლისათვის იყენებენ, ფოლადის, ნიკელისა და ქრომის შენადნობია.
         ბრინჯაო გამოიყენება გემთმშენებლობაში. მეტი სიმტკიცისათვის ბრინჯაოს მანგანუმს უმატებენ.
           შენადნობის შედგენილობა მის პრაქტიკულ გამოყენებას განსაზღვრავს. განსაკუთრებით ძვირფასია ლეგირებული ფოლადები. მალეგირებელი მეტალების დამატება ფოლადს განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. მაგალითად, ვანადიუმიანი ფოლადი მდგრადია დარტყმის მიმართ და ინსტრუმენტების დასამზადებლად გამოიყენება.

მეტალები - მიშიკო.jpeg მეტალები - ნენენენენენენენ.jpeg
ლითონები საქართველოში
      რკინა საქართველოსში უხსოვარი დროიდან მოიპოვება ფოლადაურის, ძამისა და ტყიბულის საბადოებში. საქართველოს უმნიშვნელოვანესი რესურსია მანგანუმი, რომლის საბადოც ჭიათურაშია. მისი პროგნოზული მარაგი 400მილიონ ტონაზე მეტია. შავი მეტალებიდან ცნობილია არასაწარმოო მნიშვნელობის მაგრამ მაღალი სამკურნალო თვისებებით განთქმული მაგნეტიტური ქვიშა იგი ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლში (ფოთი-გრიგოლეთის მონაკვეთზე) გვხვდება.
  საქართველოში ცნობილია ფერადი ლითონების საბადოები:სპილენძი(მადნეული,ბოლნისის რაიონი). ტყვია-თუთიის(კვაისა). ვერცხლისწყლის(ჰეი,ავადხარა-აფხაზეთს
ი). სტიბიუმის(ზოფხიტო,ზემო რაჭა)
 

No comments:

Post a Comment