Wednesday, June 16, 2010

Wednesday, June 9, 2010

Sunday, May 30, 2010

მორფინი

მორფინი, მორფიუმი, ოპიუმის ალკალოიდი, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებათა ჯგუფის სამკურნალო პრეპარატი. სამედიცინო პრაქტიკაში იხმარება (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით) მორფინის ჰიდროქლორიდი ტრავმისა და ისეთი დაავადების დროს, რომელსაც დაერთვის ძლიერი ტკივილი, ხმარობენ აგრეთვე ოპერაციის მოსამზადებელ და ოპერაციის შემდეგ პერიოდებში; ზოგჯერ იყენებენ გულის უკმარისობასთან დაკავშირებული ძლიერი ქოშინის დროს. მორფინის ხანგრძლივი ხმარებისას შეიძლება განვითარდეს მორფინისადმი ავადმყოფური ლტოლვა ანუ მორფინიზმი.

კოკაინი
ალკალოიდი, რომელიც მიიღება კოკაინის ხის (Erytoxilon coca) ფოთლებისაგან. განეკუთვნება ტკივილგამაყუჩებელ საშუალებათა ჯგუფს. ოფთალმოლოგიაში, ოტოლარინგოლოგიაში, უროლოგიასა და სტომატოლოგიაში ზედაპირული გაუტკივარებისათვის იყენებენ კოკაინის ფხვნილებსა და ხსნარს. კოკაინი ძლიერ ტოქსიკურია, ნერვულ სისტემას ჯერ აღაგზნებს, შემდეგ კი თრგუნავს. მისი ხშირი ხმარებისას შეიძლება განვითარდეს კოკაინიზმი.

ორგანული ქიმია

ორგანული ქიმია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნახშირბადის ნაერთებს. ვინაიდან ორგანული ქიმია არ შეისწავლის ნახშირბადის ყველა ნაერთს, არსებობს ორგანული ქიმიის მეორე განსზღვრებაც; ნახშირბადის ისეთი ნაერთები როგორიცაა ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი და მათი წარმოებულები არაორგანული ქიმიის შესწავლის სფეროს მიეკუთვნება. მეორე განმარტების თანახმად ორგანული ქიმია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნახშირწყალბადებსა და მათ ნაწარმებს.
ნახშირბადის განსაკუთრებული ბუნება, რომლითაც იგი გამოირჩევა სხვა ქიმიური ელემენტებისაგან გამოიხატება ნახშირბადატომების ერთმანეთთან და სხვა ატომებთან შეერთებაში მარტივი, ორმაგი და სამმაგი ბმით. გარდა ამისა, ნახშირბადს აქვს უნარი წარმოქმნას მდგრადი გრძელი, სწორი და განტოტვილჯაჭვიანი ნაერთები. ეს ნაერთები შეიძლება იყოს ღია და დახურულჯაჭვიანი. ღია და დახურულჯაჭვიან ნაერთებში ნახშირბადი შეიძლება უშუალოდ იყოს დაკავშირებული სხვა ელემენტის ატომებთან (ე.წ. ჰეტეროატომი), რომლებიც მონაწილეობენ ჯაჭვის წარმოქმნაში.
ორგანული ქიმია უპირისპირდება არაორგანულ ქიმიას, რომელიც შეისწავლის მინერალური სამყაროს ნაერთებს.
ეს გაყოფა მომდინარეობს იქიდან, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისამდე ფიქრობდნენ, რომ არაორგანული ნაერთებისაგან განსხვავებით, შეუძლებელი იყო ორგანული ნაერთების წარმოქმნა ე.წ. სასიცოცხლო ძალის გამოყენების გარეშე. მას შემდეგ რაც 1828 წელს ფრიდრიჰ ველერმა დაასინთეზა შარდოვანა ზემოხსენებულ შეხედულებას საფუძველი გამოეცალა. თუმცაღა ორგანული ქიმიისა და არაორგანულ ქიმიის გაყოფა დარჩა. ეს შეიძლება გამართლდეს იმით, რომ ორგანული ნაერთები არაორგანული ნაერთებისაგან დიდად განსხვავდებიან მრავალმხრივ - შედარებით ნაკლები მდგრადობა ტემპერატურისადმი, მათი მიღებისა და შესწავლის ხერხების თავისებურება და ა.შ.

ორგანულ ნაერთთა დახასიათებაროგორც უკვე აღინიშნა, ნახშირბადს აქვს უნარი წარმოქმნას მარტივი, ორმაგი და სამმაგი ბმა არამარტო სხვა ელემენტის ატომებთან, არამედ თავისთავთანაც. ეს განაპირობებს მრავალი სხვადასხვა სიგრძის ნახშირბადოვანი ჯაჭვისა და სხვადასხვა სიდიდის ციკლური ნაერთების წარმოქმნის შესაძლებლობას და იწვევს ორგანულ ნაერთთა ძალიან დიდ მრავალფეროვნებას. ნახშირბადი სხვა ატომებს, როგორც წესი, უერთდება კოვალენტური ბმის საშუალებით. ორგანულ ნაერთთა დიდი ნაწილი ძალიან მგრძნობიარეა სითბოს მიმართ და იშლება 200°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. ზოგიერთი მათგანი წყალში იხსნება, თუმცაღა მათი წყალში ხსნადობა ზოგადად უფრო დაბალია ვიდრე არაორგანული ნაერთებისა. სამაგიეროდ ისინი არაორგანულ ნაერთებზე უკეთ იხსნებიან ისეთ ორგანულ გამხსნელებში როგორიცაა სპირტი, ეთერი. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მსგავსში უკეთ იხსნება.

ორგანულ მოლეკულათა წარმოსახვაორგანული ნაერთები ძირითადა შედგებიან ნახშირბადისა და წყალბადის ატომებისაგან. ამიტომ მოლეკულათა წარმოსახვის გასამარტივებლად ქიმიკოსებს ჩვევად დაუმკვიდრათ მათი გამოსახვა ნახშირბადისა და წყალბადის ატომების აღუნიშვნელად. ასეთ წარმოსახვას სტრუქტურული ფორმულა ეწოდება.

Sunday, May 16, 2010

ფრიდრიხ ველერი

ფრიდრიხ ველერი, დაიბადა Eschersheim. 1823 წელს ვოლერმა დაასრულა მედიცინის შესწავლა Heidelberg ლაბორატორიაში ლეოპოლდ გმელინთან, რომელმაც მოაწყო დააწყებინა მუშაობა, ჯონს იაკობთან, სტოკჰოლმში. ასწავლიდა ქიმია 1826 1831 პოლიტექნიკური სკოლაში, ბერლინში, 1839 წლამდე როდესაც ის იყო განთავსებული უმაღლესი პოლიტექნიკური სკოლაში, კასელში. ამის შემდეგ, იგი ჩვეულებრივ ასწავლიდა ქიმიას უნივერსიტეტში გეტინგენის უნივერსიტეტში. სადაც დარჩა სიცოცხლის ბოლომდე 1882 წლამდე. 1834 წელს იგი არჩეულ იქნა საგარეო წევრად შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიაში.

ფრიდრიხ ველერი ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც მოახდინა ორგანული ნივთიერების, მოჩევინის სინთეზი. ამით მან დაადგინა რომ სასიცოცხლო ნივთიერებების გამოგონება შეიძლება ლაბორატორიაში.

ორგანული ქიმია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნახშირბადის ნაერთებს. ვინაიდან ორგანული ქიმია არ შეისწავლის ნახშირბადის ყველა ნაერთს, არსებობს ორგანული ქიმიის მეორე განსზღვრებაც; ნახშირბადის ისეთი ნაერთები როგორიცაა ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი და მათი წარმოებულები არაორგანული ქიმიის შესწავლის სფეროს მიეკუთვნება. მეორე განმარტების თანახმად ორგანული ქიმია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნახშირწყალბადებსა და მათ ნაწარმებს.
ნახშირბადის განსაკუთრებული ბუნება, რომლითაც იგი გამოირჩევა სხვა ქიმიური ელემენტებისაგან გამოიხატება ნახშირბადატომების ერთმანეთთან და სხვა ატომებთან შეერთებაში მარტივი, ორმაგი და სამმაგი ბმით. გარდა ამისა, ნახშირბადს აქვს უნარი წარმოქმნას მდგრადი გრძელი, სწორი და განტოტვილჯაჭვიანი ნაერთები. ეს ნაერთები შეიძლება იყოს ღია და დახურულჯაჭვიანი. ღია და დახურულჯაჭვიან ნაერთებში ნახშირბადი შეიძლება უშუალოდ იყოს დაკავშირებული სხვა ელემენტის ატომებთან (ე.წ. ჰეტეროატომი), რომლებიც მონაწილეობენ ჯაჭვის წარმოქმნაში.
ორგანული ქიმია უპირისპირდება არაორგანულ ქიმიას, რომელიც შეისწავლის მინერალური სამყაროს ნაერთებს.ეს გაყოფა მომდინარეობს იქიდან, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისამდე ფიქრობდნენ, რომ არაორგანული ნაერთებისაგან განსხვავებით, შეუძლებელი იყო ორგანული ნაერთების წარმოქმნა ე.წ. სასიცოცხლო ძალის გამოყენების გარეშე. მას შემდეგ რაც 1828 წელს ფრიდრიჰ ველერმა დაასინთეზა შარდოვანა ზემოხსენებულ შეხედულებას საფუძველი გამოეცალა. თუმცაღა ორგანული ქიმიისა და არაორგანულ ქიმიის გაყოფა დარჩა. ეს შეიძლება გამართლდეს იმით, რომ ორგანული ნაერთები არაორგანული ნაერთებისაგან დიდად განსხვავდებიან მრავალმხრივ - შედარებით ნაკლები მდგრადობა ტემპერატურისადმი, მათი მიღებისა და შესწავლის ხერხების თავისებურება და ა.შ.

Wednesday, May 12, 2010

გლობალური დათბობა წელიწადში 500 ათას ადამიანს მოკლავს

საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორი კოფი ანანია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს.
მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება.
საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ.
 ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება.

Wednesday, May 5, 2010

GLOBAL WARMING

გლობალური დათბობა მსოფლიო პრობლემაა



ამ კვირას ოცი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური პირები, კანონმდებლები, და ბიზნეს-ლიდერები  ვაშინგტონში ხვდებიან ერთმანეთს.  შეხვედრის მიზეზად გლობალური დათბობა და მის წინააღმდეგ  ბრძოლის საკითხი სახელდება. ფორუმის ერთერთი მონაწილე ბრიტანეთის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავიდ მილიბანდი თვლის რომ შეერთებულმა შტატებმა პრობლემის მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს:
გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეერთებული შტატები აქტიურად უნდა ჩაებას, და  იგი მის ინტერესებში უნდა შედიოდეს.  შეერთებული შტატები კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა როდესაც მან გლობალურ დათბობასთან ბრძოლის კიოტოს პროტოკოლს არ დაუჭირა მხარი. შეერთებული შტატები თვლის რომ კიოტოს პროტოკოლით გათვალისწინებული სავალდებულო შეზღუდვები ზიანს მოუტანს ამერიკის ეკონომიკას.  შეგახსენებთ რომ ქვეყნები, რომლებიც ამ პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენენ მოვალენი არიან შეამცირონ ნახშირ-ორჟანგისა და ხუთი სხვა სასათბურე აირების გამონაბოლქვი ატმოსფეროში.
რობერტ ვატსონი რომელიც კლიმატის ცვლილებათა საკითხში  საერთაშორისო მსაჯულთა ყოფილი თვაჯდომარეა და მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელია, აცხადებს რომ შეერთებული შტატები და სხვა მდიდარი ქვეყნები ვალდებულნი არიან პრობლემის მოსაგვარელბლად მკაცრი ზომები მიიღონ. მან კერძოდ თქვა:
 სახელმწიფოს დონეზე შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით კალიფორნიის შტატში და ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში. კერძო კომპანიები და სექტორებიც, როგორიცაა ჯენერალ ელექტრიკი, ვოლ-მარტი და დიუპონტი დათანხმდნენ  გრძელვადიან ნებაყოფლობით შეზღუდვებზე. მათთვის ნათელია რომ მსგავსი შეზღუდვები  მათი კომპანიების ეკონომიური წინსვლის საწინდარია.
პრეზიდენტმა ბუშმა იანვრის თვეში გაკეთებულ ყოველწლიურ გამოსვლაში აღიარა რომ გლობალური დათბობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ მიუხედავად ამისა  მაინც ეწინააღმდეგება ნახშირ-ორჟანგისა და სასათბურე აირების გამონაბოლქვის ატმოსფეროში შემცირებას.
ბრიტანეთის გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავიდ მილიბანდი რომელიც აირების გამონაბოლქვების შემცირებას ემხრობა აცხადებს რომ აუცილებელია მსგავსი შეზღუდვების განხორციელება არა მარტო განვითარებულ ,არამედ გავითარებად ქვეყნებშიც, რადგანაც გლობალური დათბობა მსოფლიოს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს:
ჩვენ გავითავისეთ რომ გლობალური დათბობა მსოფლიო პრობლემაა, ბანგალორში გამოშვებული ნახშირ-ორჟანგისა და სხვა სასათბურე აირების გამონაბოლქვი ისეთივე პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოსთვის როგორც ბრიტანეთის ბირმიგემში თუ ალაბამის ბირმინგემში.. ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ რომ ისეთი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, როგორცია ინდოეთი და ჩინეთი დავეხმაროთ რომ ამ პრობლემას სწორი მიმართულებით ებრძოლონ.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი რობერტ ვატსონი  აცხადებს რომ ღარიბი ქვეყნებისთის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს  ეკოლოგიურად სუფთა და შედარებით იაფფასიანი ენერგია.მან იქვე დასძინა რომ შეერთებული შტატები, ჩინეთი და ინდოეთი ენერგიის გამომუშავებას ნახშირზე დაყრდნობით  აწარმოებს.
ამჟამად ჩვენი მიზანია განვავითაროთ ისეთი ტექნოლოგია რომელიც ნახშირის საშუალებით ენერგიის გამომუშავებას შესაძლებლობას მოგვცემს მაგრამ გამონაბოლქვის ატმოსფეროში გასვლას შევაკავებთ. მეცნიერებაში ამას ნახშირბადების შეგროვებისა და შენახვის  ტექნოლოგია ეწოდება.
დიდი რვიანის 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე მიმდინარე მოლაპარაკებათა ნაწილია ვაშინგტონში გამართული  ეს ფორუმიც. გლობალური დათბობის საკითხის ირგვლივ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ივლისის თვეში დაგეგმილ კონფერენციაზე დიდი რვიანის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გააკეთებს განცხადებას.

სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა


ცოცხალ ორგანიზმთა სუნთქვისა და საწვავის წვის შედეგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ჟანგეულები, წყლის ორთქლი და ზოგიერთი სხვა გაზი ატმოსფეროში დაგროვებისას ისეთივე როლს თამაშობენ, რასაც სათბურში მინა: ისინი დაუბრკოლებლად ატარებენ სინათლის სხივებს, რომელთაც დედამიწა შთანთქავს, მაგრამ არ ატარებენ  დედამიწის მიერ გამოსხივებულ სითბოს. ამ მოვლენას სათბურის ეფექტი უწოდეს.
მე-20 საუკუნეში საწვავის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, რამაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის მატება გამოიწვია. სათბურის ეფექტის გამო დედამიწის საშუალო წლიური ტემპერატურა 0,3-0,6 გრადუსით გაიზარდა და მოსალოდნელია მისი შემდგომი მატება. ეს მოვლენა გლობალური დათბობის სახელითაა ცნობილი.
გლობალური დათბობის შეჩერება მხოლოდ მწვანე მცენარეებს შეუძლიათ, რადგან ისინი შთანთქავენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს. მიუხედავად ასეთი საჭიროებისა, ადამიანები ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეს და  კვლავ მიმდინარეობს ტყეების მასიური გაჩეხვა-განადგურება, რის შედეგადაც დედამიწამ ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისი ტყეების ნახევარი დაკარგა. ჩვენი პლანეტა ყოველწლიურად 12 მილიონ ჰექტარ ტყეს კარგავს, რაც თითქმის ინგლისის ფართობს უტოლდება.


ოზონის შრე


ოზონი, O3, ჟანგბადის ალოტროპული სახეცვლილებაა, ლურჯი ფერის მკვეთრი სუნის მქონე ფეთქებადი აირი. დუღილის ტემპერატურა +112�ჩ. ოზონი წარმოიქმნება ჟანგბადის ორატომიანი მოლეკულის გახლეჩვის შედეგად.
დედამიწის ატმოსფეროში ოზონის შემცველობა 0,01%-ია, მაგრამ მიუხედავად ასეთი მოკრძალებული რაოდენობისა, ოზონის შრე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასა და შენარჩუნებაში. ხმელეთზე სიცოცხლის გაჩენა 800 მილიონი წლის წინათ, პალეოზოუმში შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოზონის შრემ გარკვეულ სისქეს მიაღწია.

ოზონის შრე
ოზონის შრე წარმოადგენს ბუნებრივ ეკრანს და იცავს დედამიწას და მასზე არსებულ სიცოცხლეს მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების (UV) ზემოქმედებისაგან. რადიაციის შთანთქმის გამო ოზონის ფენის ტემპერატურა მატულობს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ატმოსფეროს სითბურ რეჟიმზე.
• ოზონის შრის გამოფიტვა
ულტრაიისფერი გამოსხივების დონე დღეს ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე 50 ან 100 წლის წინათ. ამას ოზონის შრის გამოფიტვა, ანუ ე.წ. ოზინის ხვრელის არსებობა იწვევს. ოზონის შრის შემცირების შედეგად მეტი ულტრაიისფერი გამოსხივება აღწევს დედამიწამდე.
ჩვეულებრივ მდგომარეობაში ატმოსფეროში დაცულია ბალანსი ოზონის წარმოქმნასა და დაშლას შორის, რაც ოზონის შრის მუდმივობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მაგრამ ისეთი გარეშე ფაქტორების ზემოქმედების გამო, როგორიცაა ჰაერის დაჭუჭყიანება სამრეწველო გამონაბოლქვით, ეს ბალანსი დაირღვა და უფრო მეტი ოზონი იშლება, ვიდრე წარმოიქმნება, რასაც შედეგად ოზონის შრის გამოფიტვა სდევს.
პირველი ცნობები ოზონის შრის გამოფიტვის შესახებ 1957 წელს გაჩნდა – ინგლისელმა მეცნიერებმა ანტარქტიკის თავზე გაზომეს ოზონის რაოდენობა და ოზონის შრის სისქის მნიშვნელოვანი ცვლილებები დააფიქსირეს. 1985 წლის გაზაფხულზე ასევე ინგლისელი მეცნიერების, მ.მოლინასა და დ.როულინგის მიერ სამხრეთ პოლუსის თავზე უკვე ე.წ. ოზონის ხვრელი იქნა აღმოჩენილი

ოზონის ხვრელი ანტარქტიკას თავზე. 1991 წლის ოქტომბერი.
მას შემდეგ ყოველ გაზაფხულზე (სამხრეთ ნახევარსფეროს გაზაფხული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შემოდგომას ემთხვევა) ანტარქტიკაში რეგულარულად იზომება ოზონის შრის სისქე. ბოლო მონაცემების თანახმად, ოზონის შრე იზრდება , შესაბამისად იზრდება UV გამოსხივების ინტენსივობა დედამიწაზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოზონის შრის სისქე ციკლურად იცვლება. პოლარული გაზაფხულის დაწყების დროს ოზონის რაოდენობა მცირდება 10, ხანდახან 30%-ითაც; მაგრამ ზაფხულის დადგომისას ოზონის შრე რეგულარულად მატულობს და მეტ-ნაკლებად უბრუნდება პირვანდელ, ნორმალურ მაჩვენებელს. სეზონური ცვლილებები ოზონის შრეში ყოველთვის იყო. ატმოსფეროს საკუთარი დინამიკა ახასიათებს. გარდა ამისა, განსხვავებულია ოზონის შრის სისქე განედების მიხედვითაც: ტროპიკებში ოზონის შრე ყოველთვის უფრო სქელია, ვიდრე პოლუსებზე. ეს თავისებურება ოზონის შრის გამოფიტვისასაც აღინიშნება: ეკვატორის გასწვრივ ოზონის შრე ყველაზე ნაკლებადაა დაზიანებული, მაშინ როდესაც პოლუსებზე ის ყველაზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული
ოზონის შრის ცვლილება ანტარქტიკის თავზე
ოზონის შრის გამოფიტვას ხელს უწყობს სამრეწველო ფრეონების არსებობა – ეს აირი გამოიყენება მაცივრებში, კონდეციონერებში, გაზის ბალონებში და ა.შ. 1987 წელს მსოფლიოს 24 ქვეყნის მიერ ხელმოწერილი იქნა მონრეალის ოქმი, რომლის თანახმადაც იმ ნივთიერებების წარმოება, რომლებიც ოზონის შრის გამოფიტვას ხელს უწყობს, 1999 წლისათვის უნდა განახევრდეს. 1992 წელს კოპენჰაგენში შედგა მეორე შეხვედრა, სადაც გადაწყდა, რომ მავნე ნივთიერებათა წარმოება და გამოყენება მრეწველობაში საერთოდ უნდა შეწყდეს 1995 წლისათვის. წარმოების გადაწყობა ახალი ნივთიერებების გამოყენებაზე ძვირად ღირებული პროცესია, ასე მაგალითად აშშ-ში სამაცივრო დანადგარების შეცვლა წელიწადში 220 მილიარდი დოლარი ჯდება, შესაბამისად ღარიბ და განვითარებად ქვეყნებს დამატებით 10 წელი მიეცათ გადაიარაღებისათვის.
• ოზონის შრის გამოფიტვის ბიოლოგიური შედეგები
როგორც ზემოთ აღინიშნა, ოზონის შრე ბუნებრივი ეკრანია და იცავს დედამიწას მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. ოზონის შრის შემცირება პროპორციულად ზრდის ულტრაიისფერი გამოსხივების რაოდენობას, რომელიც დედამიწას აღწევს და სახიფათოა დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ყველა ფორმისათვის.
ასე მაგალითად, მომატებული ულტრაიისფერი გამოსხივება აზიანებს პლანქტონს, რომელიც თავის მხრივ თევზებისა და ზღვის ძუძუმწოვრების საკვებს წარმოადგენს და მათ არსებობას საფრთხეს უქმნის. ულტრაიისფერი გამოსხივების გაზრდა საზიანოა თვალებისათვის და ადამიანებში კატარაქტას იწვევს. შეიძლება კიდევ მრავალი სხვა მაგალითის დასახელება, მაგრამ რადიაციის ყველაზე უფრო ცნობილი საზიანო შედეგია კანის სიმსივნე. სტატისტიკის მიხედვით, ოზონის შრის 10%-ით შემცირება იწვევს კანის სიმსივნით დაავადებების 26%-ით გაზრდას.
ჩრდილოეთი სამხრეთი
განედი
ოზონის შრის გამოფიტვა განედების მიხედვით 1979-1997 წლებში

მსოფლიო საზოგადოების რეაქცია1985 წელს ოცმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენციას. 1987 წელს კი 43–მა ქვეყანამ _ ამ კონვენციის ოქმს (მონრეალის ოქმი), რომლითაც დადგინდა ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების ეტაპობრივი გრაფიკი. შემდგომში ამ ხელშეკრულებებს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო შეუერთდა. დღეს ყველაზე აგრესიული ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადები უკვე ამოღებულია ხმარებიდან. თუმცა სტრატოსფეროდან მათ გაქრობას კიდევ რამოდენიმე ათეული წელიწადი დასჭირდება.

Monday, May 3, 2010

Thursday, April 29, 2010

ყურე

ყურე — ხმელეთში ღრმად შეჭრილი ოკეანის, ზღვის ან ტბის ნაწილი, რომელსაც არ გააჩნია წყლასატევის ძირითად ნაწილთან თავისუფალი წყლის მიმოცვლა.
ყურის ნაირსახეობებია:

ესტუარი
ესტუარი (ლათ. aestuarium - ზღვის მოქცევით წალეკილი ნაპირი), მდინარის ერთტოტიანი ძაბრისებურად გაფართოებული შესართავი. წარმოიქმნება მაშინ, როცა მდინარის მოტანილი მყარი მასალა შესართავთან კი არ ილექება, არამედ ზღვის დინებას ან მიმოქცევას ზღვაში შეაქვს. ესტუართან ზღვა ძალიან ღრმაა.

ფიორდი ვიწრო ყურეა, რომელიც ზღვის მთიან სანაპიროზე გვხვდება. მისი კალთები კლდოვანი, მაღალი და ციცაბოა. ფიორდები მრავლადაა სკანდინავიაში.




Saturday, April 24, 2010

იოდი

იოდი-Iodum (I). VIIა ჰალოგენების ქვეჯგუფის ელემენტია. ატომური ნომერი-53, ატომური წონა-126,92. წარმოადგენს ტიპურ მეტალოიდს. იოდი აღმოჩენილი იყო 1811 წელს კურტუას მიერ მცენარეულ ნაცარში. ეკუთვნის ბუნებაში გაფანტულ ელემენტთა ჯგუფს. სახელწოდება მიიღო ბერძნული სიტყვიდან ,,იოდეს”- იისფერი, მისი ორთქლის იისფერის გამო.
ფიზიკური თვისებები
ჩვეულებრივ პირობებში იოდი იისფერ-მოშავო კრისტალებს წარმოადგენს. მყარი ნივთიერებაა, ადვილად აქროლადია და კარგად იხსნება სხვადასხვა გამხსნელში. გახურებით განიცდის სუბლიმაციას. თუ იოდის კრისტალებს მინის ჭურჭელში მოვათავსებთ, სულ მალე, ჭურჭლის ზედა ნაწილში იისფერ ორთქლს დავინახავთ: თხევად მდგომარეობაში გადაუსვლელად ის ადვილად ამქროლად ნივთიერებას წარმოადგენს. იოდი კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში-სპირტში, ბენზოლში, ბენზინში, ქლიროფორმში, წყალში მცირედ იხსნება ამ დროს წარმოიქმნება იოდიანი წყალი. კარგად იხსნება იოდი KI-ის წყალხსნარებში.
ბუნებაში გავრცელება
იოდი განსაკუთრებით იშვიათი ელემენტია, მიუხედავად ამისა, იოდი მაინც ყველგან არსებობს. ყველაფერი გამჭვალულია იოდით: მყარი მიწა და ქანები, მთის ბროლის ან ისლანდიური შპატის გამჭვირვალე უსუფთავესი კრისტალებიც კი იოდის საკმაოდ ბევრ ატომს შეიცავს. ბუნებაში იოდი გვხვდება ნავთობიან წყლებში და ზღვის წყალმცენარეებში, საიდანაც ნაწილობრივ წარმოებს მისი მოპოვება. იოდი ჰაერშიც არის გახსნილი: ანალიზებმა აჩვენა, რომ ჰაერში მისი განაწილება მკაცრ კანონს ემორჩილება, მისი რაოდენობა სიმაღლესთან შესაბამისად იცვლება. ზღვის წყალში იოდი საკმაოდ ბევრია: ყოველ ლიტრზე 2 მილიგრამი მოდის. მურა ფერის წყალმცენარეები მრავალ ასეულ ათას კილოგრამ იოდს შეიცავენ. ამ წყალმცენარეების ფართო მოპოვება მიმდინარეობს, ნაწილს საკვებად იყენებენ, ნაწილის ფრთხილი დაწვით კი იოდს და პოტაშს ღებულობენ.
იოდი ცოცხალ ორგანიზმებში
ზღვის წყალი იოდის მნიშვნელოვან რაოდენობას შეიცავს, ძალიან ბევრია ის ნიადაგში, კიდევ უფრო მეტია მცენარეებში, ცხოველებსა და ადამიანში. ადამიანის ორგანიზმი იოდის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ჩვენ იოდს ვშთანთქავთ ჰაერიდან, რომელიც მისი ორთქლით არის გაჟღენთილი, ჩვენს ორგანიზმში ის საკვებისა და წყლის მეშვეობით ხვდება. იოდის დანაკლისი ჰაერსა და წყალში მაშინვე მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. იოდი მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (თიროქსინის T4 და ტრიიოდოთირონინის T3) სინთეზში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ახდენენ რა გავლენას სხვადასხვა ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ პროცესზე, მათ შორის აუცილებელი ცილების სინთეზზე. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ხელს უწყობენ ორგანიზმის შეუფერხებელ ფიზიკურ ზრდასა და გონებრივ განვითარებას. იოდი ზრდის კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას ორგანიზმში. ორგანიზმს მთელი სიცოცხლის მანძილზე სჭირდება სულ ერთი ჩაის კოვზის მოცულობის იოდი, მაგრამ ვინაიდან ორგანიზმში არ ხდება იოდის დაგროვება, აუცილებელია მისი რეგულარულად, მცირე ოდენობით მიღება. სხვადასხვა კვლევის საფუძველზე, ასაკობრივი და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, დადგენილია იოდის დღიური ნორმები: - 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის - 90 მიკროგრამი (მკგ) იოდი/დღეში - 7-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის - 120 მკგ/დღეში - 12 წლის ზევით - 150 მკგ/დღეში - ორსული და მეძუძური ქალებისათვის – 200 მკგ/დღეში. იოდს შეიცავს ზღვის პროდუქტები, ჭარხალი, ფეიხოა და წითელი წიწაკა, ბალახებიდან - შავბალახა და ქრისტესისხლა.
ქიმიური თვისებები
იოდი ძლიერი მჟანგავია, ადვილად უერთდება მეტალებს და არამეტალებს. Zn+I2═ZnI2      2P+3I2═2PI3 იოდისათვის დამახასიათებელია ფერადი რეაქცია სახამებელთან, რომელსაც ლურჯ შეფერილობას აძლევს.
მიღება და გამოყენება
 წარმოებაში იოდი მიიღება იოდიდების შემცველ ხსნარებზე თავისუფალი ქლორის მოქმედებით 2KI+CI2═2KCI+I2 იოდის დიდ რაოდენობა ხმარდება წამლების დამზადებას. იოდი გამოიყენება მედიცინაში 5%-იანი სპირტხსნარის სახით და სხვადასხვა პრეპარატის სახით. იოდი (5% სპირტხსნარი) – ჭრილობის დასამუშავებლად ანტისეპტიკური საშუალებაა. იხმარება მიოზიტებისა და ნევრალგიების დროსაც (ისმევა კანზე ბადისებურად).
იოდწყალბადმჟავა
იოდწყალბადი HI უფერო, მკვეთრი სუნის მქონე გაზია, ერთ მოცულობა წყალში იხსნება 500 მოცულობა გაზი. იოდწყალბადის წყალხსნარი-იოდწყალბა�
�მჟავა ძლიერი მჟავაა. იოდწყალბადმჟავა ადვილად იჟანგება ჰაერის ჟანგბადითაც კი. მისი მარილების- იოდიდების მეტიწილი წყალში კარგად ხსნადია.

იოდი

იოდი იმ მიკროელემენტთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა გარეშე ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონი-რება წარმოუდგენელია.
ბუნებაში გავრცელება
ამჟამად დედამიწა მარაგის სახით 15 მილიონ ტონა ბუნებრივ იოდიდს შეიცავს, რომლის 99% ჩილესა და იაპონიაშია თავმოყრილი. სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობს იოდის ინტენსიური მოპოვება, სადაც წელიწადში 720 ტონა იოდი იწარმოება. თავისუფალი სახით (თუმცა მცირე ოდენობით) ელემენტი მოიპოვება იტალიაში მდებარე ვეზუვისა და ვულკანოს  ვულკანთა თერმულ საბადოებში.
იოდს დიდი ოდენობით შეიცავს ზოგიერთი წყალმცენარე, ისინი ნიადაგიდან ისეთი ტემპით აგროვებენ ამ ელემენტს, რომ მათ იოდის კონცენტრატორებსაც კი უწოდებენ. ფიკუსის, ლამინარიას, ფილოფორას ორგანიზმის 1% იოდია, ხოლო ზოგიერთი ღრუბლოვანი წყალმცენარის ორგანიზმი 8,5%-ით ამ ელემენტისგან შედგება. მედიცინაში გამოყენებული იოდის დიდი ნაწილი სწორედ წყალმცენარეებისგან არის მიღებული.
ორგანიზმში გავრცელება
ორგანიზმში იოდი ჰაერის, წყლისა და საკვების საშუალებით ხვდება. მას უმთავრესად მცენარეული სურსათი შეიცავს. იოდის დიდი ნაწილი წვრილი ნაწლავების დასაწყისში შეიწოვება. ორგანიზმში 20-დან 50 მგ-მდე იოდი გროვდება. აქედან 10-15 მგ - კუნთებში, ხოლო 15-25 მგ ფარისებრ ჯირკვალში. საზოგადოდ, ორგანიზმში მოხვედრილი იოდის 60-80% ფარისებრ ჯირკვალშია ლოკალიზებული. ჯირკვლის უჯრედებს ერთი მეტად საინტერესო თვისება აქვთ - მიკროელემენტის კონცენტრაცია უჯრედის შიგნით 300-ჯერ მეტია, ვიდრე სისხლის პლაზმაში. ფარისებრ ჯირკვალში არსებული იოდის თითქმის მთელი რაოდენობა (99%) მის ჰორმონთა შემადგენლობაში შედის, მხოლოდ 1%-ია წარმოდგენილი არაორგანული იოდის სახით. ადამიანი გასაოცარი მუდმივობით ინარჩუნებს სისხლში იოდის მუდმივ კონცენტრაციას (10-5-10-6), რასაც სისხლის იოდური სარკე ეწოდება. იოდის არაორგანული მარილების ორგანიზმში შეყვანისას სისხლში მისი კონცენტრაცია 1000-ჯერ იზრდება, მაგრამ ეს საშიში არ არის, ვინაიდან 24 საათის შემდეგ, განსაზღვრულ მექანიზმთა წყალობით, სისხლის იოდური სარკე კვლავ ნორმას უბრუნდება. ადამიანისთვის იოდის 2-3 გრამი სასიკვდილოა, მაშინ როცა იოდიდის (იოდის მარილების) სახით მისი მიღება არავითარ საფრთხეს არ უქადის. ორგანიზმიდან იოდი უპირატესად (70-80%) თირკმელების საშუალებით, შარდთან ერთად გამოიყოფა, დანარჩენი კი - რძის, ნერწყვისა და ოფლის, ნაწილობრივ ნაღვლის მეშვეობით გამოიდევნება.
რამდენი იოდი გვჭირდება
ადამიანის ორგანიზმში იოდის ცვლა განუწყვეტლივ მიმდინარეობს, ვინაიდან ამ მთავარი საშენი მასალით ფარისებრი ჯირკვლის მუდმივი შევსება აუცილებელია. სწორედ ეს განაპირობებს ორგანიზმის მოთხოვნას ამ მიკროელემენტზე, რაც რამდენიმე შინაგან და გარეგან ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის:
  • სხეულის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე - ზრდისა და განვითარების პერიოდში მასზე მოთხოვნილება საგრძნობლად იმატებს.
  • წელიწადის დროზე - სექტემბრიდან იანვრამდე სისხლში იოდის კონცენტრაცია ქვეითდება, თებერვლი-დან კი კვლავ იმატებს. მაის-ივნისში იოდური სარკე უმაღლეს დონეს აღწევს. ამ ცვლილებებს შედარებით მცირე ამპლიტუდა აქვს, ამასთანავე, მათი მიზეზი მეცნიერებისთვის დღემდე გამოცანად რჩება.
  • გარემოს ტემპერატურა - სიცივეში იოდზე ორგანიზმის მოთხოვნა იზრდება.
იოდის დღეღამური მოთხოვნილება სხეულის მასის 1 კგ-ზე საშუალოდ 3 მკგ-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი მეტად პირობითია, ვინაიდან მოთხოვნა, როგორც ვთქვით, იზრდება ორსულობის, ორგანიზმის ინტენსიური ზრდისა და გადაცივებისას. იოდზე ორგანიზმის მოთხოვნა განსხვავდება ასაკის მიხედვითაც. ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში საშუალოდ 100-200 მკგ ეს ელემენტი სჭირდება, წლამდე ასაკის პატარებს - 40-50 მკგ, 1-3 წლისებს – 70 მკგ, 4-6 წლისებს - 90 მკგ,  6-დან 12 წლამდე - 120 მკგ, ხოლო 12 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის 150 მკგ-მდე იოდია საჭირო. მამაკაცებისთვის იოდის ოპტიმალური ნორმა 150 მკგ-ია. ამდენივე სჭირდებათ 50 წლამდე ასაკის ქალებს, 50 წელს გადაცილებულთათვის კი 175-200 მკგ-ია საჭირო. გამონაკლისს წარმოადგენენ ორსულები და მეძუძური დედები. მათ დღე-ღამეში აუცილებლად უნდა მიიღონ 250 მკგ იოდი. ორსულობისას იოდის დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ნაყოფისთვის, ვინაიდან ფერხდება მისი ზრდა-განვითარება და ტვინის სტრუქტურული ჩამოყალიბება, რაც შესაძლოა განვითარების მანკების მიზეზად იქცეს.
რა მისია აკისრია იოდს
ჰორმონი, რომელთა სინთეზშიც იოდი მონაწილეობს, სულ სამია: თიროქსინი ანუ ტეტრაიოდთირონი-ნი, ტრიიოდთირონინი და თირეოკალციტონინი. თიროქსინი და ტრიიოდთირონინი სხეულის ზრდასა და განვითარებაზე ახდენს გავლენას. ისინი აუცილებელია ნერვული სისტემის, გულისა და სასქესო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მათ გარეშე ნივთიერებათა ცვლა სათანადო ინტენსივობით ვერ წარიმართება. ამ ჰორმონთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა თერმორეგუ-ლაციურ რეაქციათა გააქტიურება, რის შედეგადაც რეგულირდება უჯრედების მიერ სითბოს გამომუშავება. თირეოკალციტონინის მთავარი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმის ცვლის რეგულირებაა. როცა ეს ჰორმონი სისხლში საჭირო ოდენობით მოიპოვება, ნორმალურად მიმდინარეობს გაძვალების პროცესები და კბილების ფორმირება. ამიტომ არის, რომ თირეოკალციტონინის დონე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩონჩხის ჩამოყალიბების, ზრდისა და განვითარების პერიოდში - ამ ეტაპზე სისხლში ჰორმონის კონცენტრაცია პირდაპირ განსაზღვრავს ჩონჩხის ძვლებისა და კბილების ნორმალურ ფორმირებას. განსხვავებულ ფუნქციათა მიუხედავად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ერთნაირი გეგმითა და საბრძოლო ტაქტიკით მოქმედებენ:
  • თითოეული მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ ორგანოზე ახდენს გავლენას;
  • ბიოლოგიურად მეტად მაღალი აქტივობა ახასიათებთ;
  • აქვთ შედარებით მცირე მოლეკულური ზომა, რაც უადვილებთ სისხლიდან უჯრედთა მემბრანაში გადასვლას და სამიზნე ორგანოებამდე დროულ მისვლას.
იოდის ცვლა
იოდის ცვლის მთავარი დანიშნულება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შეუფერხებელი მუშაობაა, რისთვისაც აუცილებელია, სისხლში მუდმივად იყოს სათანადო ოდენობის იოდი და ამინომჟავა თიროზინი, რომელსაც უმთავრესად ცხოველური წარმოშობის პროდუქტები შეიცავს. იოდის ცვლა ფარისებრი ჯირკვლიდან მიკროელემენტის სისხლში გადასვლით იწყება, სადაც მას ამინომჟავა თიროზინისგან წარმოქმნილი ცილა თირეოგლობულინი ხვდება. იოდი უერთდება მას და იწყებს თიროქსინის, ტრიიოდთირონინისა და თირეოკალციტონინის სინთეზს. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები პირდაპირ არის დამოკიდებული სისხლში იოდის ნორმალურ კონცენტრაციაზე. იოდის სიმცირისას საჭიროზე ნაკლები რაოდენობის ჰორმონები წარმოიქმნება, სიჭარბისას კი - ზომაზე მეტი. შესაბამისად, ორგანიზმში ვითარდება ჰორმონთა დეფიციტითა თუ ჰიპერპროდუქციით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობანი, რომლებიც დიდ საფრთხეს უქადის ჯანმრთელობას. ჰორმონთა სინთეზში ჯირკვალში არსებული მთელი იოდი არ მონაწილეობს. მისი მცირე ნაწილი თავისუფალი სახით აქტიურად ერთვება ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში და ენერგიის ცვლას უწყობს ხელს.
იოდის ძირითადი ფუნქციები
  • იოდი არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას;
  • აღადგენს ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსს;
  • ხელს უწყობს ნერვული სისტემის სტაბილიზაციას;
  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის ნებისმიერი რგოლის წარმართვას, ბავშვების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას;
  • დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოსექსუალურ სფეროზე.
ფარისებრი ჯირკვლის მარეგულირებელი ფუნქცია
იოდი, ვინაიდან ტრიიოდთირონინისა და თიროქსინის სინთეზში მონაწილეობს, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციათა განსახორციელებლად, რომელთა წყალობითაც ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები. ზრდა-განვითარებაზე მოქმედება - იოდი მონაწილეობს ძვალხრტი-ლოვან ქსოვილთა უჯრედების პროლიფერაცია-გამრავლებაში, უზრუნველყოფს სხეულის ნორმალურ ზრდას, ასტიმულირებს ცილების სინთეზს და აუმჯობესებს კუნთებში კრეატინფოსფატის ცვლას, საბოლოოდ კი ხელს უწყობს კუნთების უკეთ შეკუმშვა-მოდუნებას, ზრდის ადამიანის ფიზიკური შრომის უნარს, აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს და ხელს უშლის გადაღლას. ნერვული სისტემის ნორმალიზება - იოდი უზრუნველყოფს ნერვული სისტემის უჯრედთა ზრდას, აუმჯობესებს ნერვულ-ფსიქიკურ განვითარებას, განსაკუთრებით - ბავშვებში, აწესრიგებს ადამიანის ემოციურ ფონს და აღკვეთს ზედმეტ გაღიზიანებადობას. ნივთერებათა ცვლის სხვა რგოლებზე ზემოქმედება - ამ მხრივ განსაკუ-თრებით აღსანიშნავია ლიპიდურ და ნახშირწყლოვან ცვლაზე ზემოქმედება. ცხიმოვანი ცვლა - იოდი ზრდის ლიპოლიზს, ცხიმების დაშლა-მონელებას, ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის იმ ფუნქციას, რომელიც შერჩევითად აქვეითებს გაცხიმოვნებას.  ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ააქტიურებენ ცხიმოვან ქსოვილებში კატაბოლურ პროცესებს, რომლებიც, თავის მხრივ, ორგანიზმს ენერგიით ავსებს. ბიოლოგიური იოდი ააქტიურებს უშუალოდ კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებში ცხიმების დაშლას და ამით ხელს უშლის გაცხიმოვნების თანამდევი მეტად უსიამოვნო მოვლენის - ცელულიტის განვითარებას. ნახშირწყლოვანი ცვლა - იოდი ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის იმ ფუნქციას, რომელიც აძლიერებს გლუკონეოგენეზს (გლუკოზის წარმოქმნას), ნახშირწყლების ნაწლავებში შეწოვას და საჭიროებისას დეპო ორგანოებიდან მათ დროულ მობილიზაციას.

ჩიყვი

ტერმინი ჩიყვი კონკრეტულ დაავადებას არ გულისხმობს. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის - კისრის წინა ზედაპირთან მდებარე პეპლის ფორმის პატარა ენდოკრინული ორგანოს - გადიდება. ჩიყვი უმთავრესად ქალებსა და ასაკოვან პირებს შორის გვხვდება. დისკომფორტს იშვიათად იწვევს, თუმცა ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას გამორიცხული არ არის, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებამ იჩინოს თავი.
რატომ დიდდება ფარისებრი ჯირკვალი?
არსებობს მრავალი შესაძლო მიზეზი. ამერიკელი ავტორები მთავარ ფაქტორად იოდის დეფიციტს მიიჩნევენ. სამწუხაროდ, ეს ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში დღესაც აქტუალურია. იოდის დეფიციტის პირობებში ფარისებრი ჯირკვალი კარგავს ჰორმონების საკმარისი ოდენობით გამომუშავებისა და სისხლში გადასროლის უნარს.
როგორ ვლინდება ჩიყვი?
ჩიყვის ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდებისას აღინიშნება:
  • გამობერილობა კისრის არეში;
  • ყელში ზეწოლის შეგრძნება;
  • ხველა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • იმ დაავადების ნიშნები, რომელიც ჩიყვის მიზეზად იქცა.
ამ სიმპტომების უმეტესობა ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას ვლინდება. სხვა შემთხვევებში ყურადღებას მხოლოდ კისრის არის უმნიშვნელო ცვლილება იპყრობს.

როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი?
ფარისებრი ჯირკვალი ორ ძირითად ჰორმონს - თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს გამოიმუშავებს. ისინი სისხლში ცირკულირებენ და ჩვენი სხეულის მეტაბოლიზმს არეგულირებენ: გავლენას ახდენენ ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაზე, ცილების წარმოქმნაზე, მონაწილეობენ სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში, განსაზღვრავენ გულისცემის სიხშირეს. გარდა ამ ჰორმონებისა, ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს კალციტონინს, რომელიც კალციუმის ცვლის რეგულაციაში მონაწილეობს.
ამ მნიშვნელოვან ფუნქციებს ფარისებრი ჯირკვალი დამოუკიდებლად ვერ ასრულებს. მას ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი ხელმძღვანელობენ. ჰიპოთალამუსის ზეგავლენით ჰიპოფიზში გამომუშავდება თირეოიდმასტიმულებელი ანუ თირეოტროპული ჰორმონი, რომლის ზემოქმედებითაც ფარისებრი ჯირკვალი თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს წარმოქმნის.

ჰორმონების შემცველობა ჩიყვის დროს
ფარისებრი ჯირკვლის გადიდება იმას არ ნიშნავს, რომ ჯირკვალში ჰორმონების პროდუქცია უთუოდ დაქვეითებული ან მომატებულია. ჩიყვის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობა შეიძლება იყოს ნორმაზე ნაკლებიც, ნორმალურიც და ნორმაზე მეტიც.

ჩიყვის სახეები
როდესაც გადიდებული ჯირკვალი ერთგვაროვანია, დიფუზური ჩიყვის შესახებ ლაპარაკობენ. როცა ფარისებრი ჯირკვალი კვანძების არსებობის გამოა გადიდებული, ჩიყვი კვანძოვანია.

ჩიყვის მიზეზები
ჩიყვის ერთ-ერთი მიზეზი იოდის დეფიციტია. როგორც აღვნიშნეთ, ამ დროს ჯირკვალი თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს საკმარისი რაოდენობით ვერ წარმოქმნის, რაც თირეოტროპული ჰორმონის ჭარბი სეკრეციისა და, შესაბამისად, ფარისებრი ჯირკვლის გადიდების მიზეზად იქცევა. გარდა იოდის დეფიციტისა, არსებობს მრავალი პათოლოგია, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას იწვევს. ისინი კლინიკური ნიშნებით, დაავადების მიმდინარეობით თუ პროგნოზით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ჩვენ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს შევეხებით.

გრეივსის დაავადება
აღნიშნული პათოლოგია რუსულ ლიტერატურაში ბაზედოვის დაავადების სახელით არის ცნობილი. გრეივსის დაავადება აუტოიმუნური პათოლოგიაა. ის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მატების ანუ ჰიპერთირეოიდიზმის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. დაავადების დროს იმუნური სისტემა იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც ფარისებრ ჯირკვალს ასტიმულირებენ და ჰორმონების ჭარბ პროდუქციას იწვევენ. აღნიშნულ ანტისხეულებს ფარისებრმასტიმულირებელ ანტისხეულებსაც უწოდებენ. ჯანმრთელი ადამიანის იმუნური სისტემა ანტისხეულებს იმისთვის იყენებს, რომ ორგანიზმი ვირუსების, ბაქტერიებისა და უცხო ნაწილაკებისგან დაიცვას, გრეივსის დაავადების დროს კი ანტისხეულები ფარისებრ ჯირკვალს, ზოგჯერ თვალსა და ქვემო კიდურების კანს აზიანებენ. ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის უმტკივნეულო, ერთგვაროვანი გადიდება.

ჰაშიმოტოს დაავადება
ჰაშიმოტოს დაავადება, რომელსაც ქრონიკულ ლიმფოციტურ თირეოიდიტსაც უწოდებენ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების ანუ ჰიპოთირეოზის ხშირი მიზეზია. ჰაშიმოტოს დაავადებაც აუტოიმუნური პათოლოგიაა, რომელიც ანთებას იწვევს. შედეგად კი ჯირკვალი კარგავს ჰორმონების სინთეზის უნარს. პასუხად ჰიპოფიზი თირეოტროპულ ჰორმონს ჭარბად გამოიმუშავებს, რაც ჯირკვლის გადიდებას იწვევს.

მრავალკვანძოვანი ჩიყვი
მრავალკვანძოვან ანუ მულტინოდულურ ჩიყვს ფარისებრი ჯირკვლის ორივე მხარეს მრავლობითი კვანძის წარმოქმნა ახასიათებს, რაც ჯირკვლის გადიდებას იწვევს. ჯირკვლის ფუნქცია შესაძლოა დაქვეითებული, ნორმალური ან მომატებული იყოს.

სხვა ფაქტორები
გარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, ფარისებრი ჯირკვალი შესაძლოა გადიდდეს ერთეული კვანძის არსებობისას, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, ორსულობის ან ფარისებრი ჯირკვლის ანთების დროს. ერთეული ანუ სოლიტარული კვანძი შეიძლება ჯირკვლის ნებისმიერ ნაწილში აღმოცენდეს. ასეთი კვანძების უმეტესობა კეთილთვისებიანია და სიმსივნურ გადაგვარებას არ განიცდის. ფარისებრი ჯირკვლის კიბო უფრო იშვიათია, ვიდრე კეთილთვისებიანი კვანძები. ის ჯირკვლის ცალმხრივი გადიდების მიზეზია.
ორსულობისას წარმოქმნილი ჰორმონი, ქორიონული გონადოტროპინი, შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის უმნიშვნელო დიფუზური გადიდების მიზეზი იყოს.
ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება სხვადასხვა ტიპის თირეოიდიტის ანუ ფარისებრი ჯირკვლის ანთების შედეგია. მის ზოგიერთ ფორმას ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის არეში ლოკალიზებული ტკივილი, რომელიც ყლაპვის ან ზეწოლისას ძლიერდება. თითოეული მათგანის შემთხვევაში განსხვავებულია ჯირკვლის ფუნქციაც - ის ზოგჯერ მომატებულია, ზოგჯერ კი დაქვეითებული.

როდის მივმართოთ ექიმს?
თუ ამჩნევთ, რომ ფარისებრი ხრტილის საპროექციო არეში კისრის კონფიგურაცია შეიცვალა, მიმართეთ ექიმს. სავარაუდოდ, მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის გადიდება უნდა იყოს. ექიმი განსაზღვრავს ჯირკვლის გადიდების ხარისხს, კვანძის არსებობა-არარსებობას და შეარჩევს დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელ გამოკვლევებს.

ჰორმონული კვლევა
გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ აქტივობაზე მსჯელობის მიზნით იკვლევენ სისხლში ფარისებრი ჯირკვლისა და ჰიპოფიზის ჰორმონების - თიროქსინის და ტრიიოდთირონინის, თირეოტროპული ჰორმონის შემცველობას. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას მისი ჰორმონების შემცველობა დაბალია, ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული თირეოტროპული ჰორმონისა კი - მომატებული. ჰიპერთირეოზის დროს, პირიქით, თირეოტროპული ჰორმონის შემცველობა დაქვეითებულია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა კი მომატებული.

ანტისხეულების განსაზღვრა
რაკი ზოგ შემთხვევაში ჩიყვი ანომალიური ანტისხეულების არსებობით არის გამოწვეული, სისხლში მათი აღმოჩენა ფარისებრი ჯირკვლის გადიდების მიზეზების დაზუსტებაში გვეხმარება.

ექოსკოპიური კვლევა
ექოსკოპიის მეშვეობით შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ ჯირკვლის ზომები და მასში კვანძის არსებობა-არარსებობა.

ფარისებრი ჯირკვლის სკანირება
სკანირებისას სისხლში შეჰყავთ რადიაქტიური ნივთიერება, რომელიც ფარისებრ ჯირკვალში გროვდება, სპეციალური ხელსაწყო კი დაგროვილი პრეპარატის რადიაქტივობის აღრიცხვის მეშვეობით ფარისებრი ჯირკვლის გამოსახულებას გვაძლევს. ამ კვლევის მეშვეობით მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ ჯირკვლის გადიდების მიზეზისა და მისი ფუნქციური მდგომარეობის შესახებ. სიტყვა "რადიაქტიურმა" არ შეგაშინოთ. კვლევისათვის პრეპარატის იმდენად მცირე დოზა გამოიყენება, რომ დასხივების არავითარი რისკი არ არსებობს.

მკურნალობის პრინციპები
ჩიყვის დროს მკურნალობის ტაქტიკა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათგან აღსანიშნავია ჯირკვლის ზომა, პაციენტის ჩივილები, ფარისებრი ჯირკვლის გადიდების გამომწვევი დაავადება. მათი გათვალისწინებით ექიმმა შეიძლება გირჩიოთ:
  • დაკვირვება – როცა ჩიყვი დიდი ზომის არ არის, დისკომფორტს არ იწვევს და ჯირკვლის ფუნქციაც ნორმალურია, ექიმმა შეიძლება აირჩიოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდისა და დაკვირვების ტაქტიკა.
  • მედიკამენტური მკურნალობა – ჰოპოთირეოზის ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია ამცირებს დაავადების სიმპტომებს და აქვეითებს თირეოტროპული ჰორმონის გამოყოფას, რის შედეგადაც ხშირად ჩიყვის ზომები მცირდება. თუ ჩიყვს თან ახლავს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ ჯირკვლის ჰორმონულ აქტივობას და შედეგად ამცირებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეს. თირეოიდიტის ანუ ფარისებრი ჯირკვლის ანთების დროს გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული და ჰორმონული საშუალებები.
  • ოპერაციული მკურნალობა – ფარისებრი ჯირკვლის ან მისი ნაწილის მოკვეთა – ტოტალური ან პარციალური თირეოიდექტომია ნაჩვენებია დიდი ზომის ჩიყვისას, რომელიც საგრძნობ დისკომფორტს, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას იწვევს. მკურნალობის აღნიშნული მეთოდი ნაჩვენებია ჰიპერთირეოიდიზმის გამომწვევი კვანძის დროსაც. ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია ასევე ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში. ტოტალური თირეოიდექტომიის შემდეგ პაციენტმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მიიღოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველი პრეპარატები.
  • რადიაქტიური იოდი – ზოგ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციისას ჩიყვს აღნიშნული მეთოდით მკურნალობენ. რადიაქტიური იოდი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების დესტრუქციას (დაშლას). შედეგად ჯირკვლის ზომა და ჰორმონული აქტივობა მცირდება, თუმცა შესაძლოა, პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე ჩანაცვლებითი თერაპია დასჭირდეს.
ამრიგად, ჩიყვი ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება შესაძლოა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დაავადებების სიმპტომი იყოს, მიზეზის დაზუსტება კი მხოლოდ ენდოკრინოლოგს შეუძლია. ასე რომ, თუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება შეამჩნიეთ, დროულად მიმართეთ სპეციალისტს.

Friday, April 23, 2010

Thursday, April 22, 2010

Wednesday, April 21, 2010

ბარიუმი Ba (barium)

პერიოდული სისტემის II ჯგუფის ელემენტი. ატომური ნომერი 56 Ar(Ba)=137,34 მიეკუთვნება Mტუტე-მიწა მეტალებს. ბუნებაში გვხვდება 7 სტაბილური იზოტოპი: 130 Ba,132 Ba, 134-38 Ba ბარიუმი პირველად მიიღო ინგლისელმა მეცნიერმა ჰემფრი დევიმ 1808 წელს. მისი შემცველობა დედამიწის ქერქში 0.065% მასით. ბარიუმი მოვერცხლისფერო თეთრი მეტალია მისი r =3.63 გ/სმ3 . მისი ძირითადი მინერალია ვიტერიტი BaCO3 ბარიტი BaSO4 . (საქართვეოში გვხვდება რიონის ცხენისწყლის და ენგურის აუზში, სამხრეთ საქართველოში მდ. მაშავერას აუზში)და სხვა. ბარიუმს ღებულობენ ალუმინთერმული მეთოდით. აქვს კუბური წახნაგცენტრიული სტრუქტურა

t ლღ =727 0C. t დუღ = 18600C ნაერთებში. მისი დ.ხ + 2. ჰაერზე იფარება ოქსიდური ფენით, როელიც არ იცავს მას შემდგომი დაჟანგვისაგან. მიღებული ოქსიდი ჩვეულებრივ პირობევში მოქმედებს წყალთან და წარმოქმნის ჰიდროქსიდს, ასევე ჩვ პირობებში მოქმედებს CO2 -თან. ჟანგბადთან გახურებისას წარმოქმნის პეროქსიდს BaO2 . 1500C წარმოქმნის წყალბადთან რეაქციის შედეგად ბარიუმის ჰიდრიდს BaH2 ბარიუმის ჰიდროქსიდი ჰიდროსკოპულია, შთანთქავს წყალსა და წარმოქმნის კრისტალჰიდრატს. . Ba(OH)2 .8H2 O ამიტომ იგი გამოყენებულია, როგორც გამშრობი და როგორც წყალწამრთმევი საშუალება. მაგ. სპირტისაგან აბსოლუტური სპირიტის მისაღებად. ბარიუმის ხსნადი მარილები საწამლავია. იწვევს კუჭ-ნაწლავის და თავის ტვინის ფუნქციების მოშლას, რაც შეეხება წყალში უხსნად ბარიუმის მარილებს, ადამიანის ორგანიზმში მათი მოხვედრა არ არის სახიფათო. ბარიუმის სულფატის თეთრი ფერი და მისი ინერტიულობა განაპირობებს მის გამოყენებას თეთრი საღებავის ლითოფონის დასამზადებლად. გარდა თეთრი საღებავისა ამზადებენ ბარიუმის შემცველ მწვანე (BaMnO4 ) და ყვითელ (BaCrO4 ) საღებავებს. ბარიუმის სულფატი გამოიყენება მედიცინაში კუჭ-ნაწლავის დაავადების დიაგნოსტიკაში. ე.წ. “ბარიუმის ფაფას” ასმევენ პაციენტს, იგი შეუღწევადია რენტგენის სხივებისათვის და ის ადგილები სადაც ხვდება “ ბარიუმის ფაფა” რჩება შავად. მეტალური ბარიუმის გამოყენება ტექნიკაში შეზღუდულია.იგი ტყვიასთან შენადნობის სახით გამოიყენება ტიპოგრაფიაში და ცვლის უფრო ძვირად ღირებულ სურმას. ბარიუმის მარილები ალს აძლევს მწვანე შეფერილობას.ეს თვისება შეიძლება გამოყენებული იქნას ბარიუმის აღმოსაჩენად. გარდა ამისა გამოყენებულია სასიგნალო რაკეტების, ფერადი მაშხალების დასამზადებლად. ე.წ. ბენგალური ცეცხლის მისაღები ნარევი შეიცავს ბარიუმის ნიტრატს და ქლორიდს. ბარიუმის ეს თვისება გამოყენებულია მეტეოროლოგიშიც. ბარიუმის ცირკონატი BaZrO3 გამოიყენება ცეცხლგამძლე მასალების დასამზადებლად. ბარიუმი გამოყენებულია ვაკუმდანადგერების დასამზადებლად და ატომურ ტექნიკაში.

ნიობიუმი Nb (niobium)

პერიოდული სისტემის V ჯგუფის ელემენტი. ატომური ნომერი 41. Ar(Nb)=92.9964. ბუნებაში გვხვდება ერთი სტაბილური იზოტოპი 93Nb ნიობიუმი აღმოაჩინა ინგლისელმა მეცნიერმა ხატჩეტმა 1801წ. მისი გავრცელება 2* 10-3 % მასით. ნიობიუმის ძირითადი მინერალებია: კოლბიტი (Fe,Mn) Nb2O6 და ლოპარიტი (Na,Ge,Ca)(Ti,Nb,Ta) O3 ქიმიური თვისებებით იგი ტანტალის ანალოგია. ნიობიუმი მოთეთრო-მონაცრისფრო, მძიმე ძნელლღობადი მეტალია. r=8.57გ/სმ3 tლღ.=2500 0C, tდუღ=4927 0C. ხასიათდება დიდი ქიმიური მედეგობით. სუფთა ნიობიუმი არ მოქმედებს მჟავებთან გარდა ფტორწყალბადმჟავისა. მდგრადია ბევრ აგრესიულ გარემოში. ოთახის ტემპერატურაზე ნიობიუმთან რეაგირებს მხოლოდ ფტორი. ქლორი, ბრომი, წყალბადი, აზოტი მოქმედებს მასთან 200 0C -ზე ზევით.150-2000C ნიობიუმი იჟანგება და იფარება ოქსიდური დამცველი ფენით Nb 2O5 იგი მჟავა ოქსიდია .მეტალური ნიუბიუმი მოქმედებს ტუტეებთან და წარმოქმნის ხსნად მარილებს. ნაერთებში სადაც ნიობიუმი ავლენს დ.ხ. +4,+3 და +2 არამდგრადია. ნაერთები +5 დაჟანვის ხარისხით მდგრადია. . ნიობიუმის მიღება მისი მეტალებიდან გაძნელებულია განსაკუთრებით ძნელია მისი ტანტალთან დაშორება. ნიობიუმის თვისებები განაპირობებს მის გამოყენებას ტექნიკის სხვადასხვა დარგში. ნიობიუმის დიდი ნაწილი იხარჯება შავ და ფერად მეტალურგიაში, როგორც მალეგირებელი ელემენტი, მისი შემცველობა შენადნობებში ზრდის ტემპერატურისადმი მედეგობას, სიმტკიცეს. ნიობიუმი და მისი შენადნობები გამოიყენება კონსტრუქციული მასალების, რეაქტიული ძრავების, რაკეტების, აირტურბინების, ქიმიური აპარატურის, ელექტრო ხელსაწყოების, კონდენსატორების, დენგამტარების დასამზადებლად, ყუადღების ღირსია მისი ნაერთები აზოტთან ნიობიუმის ნიტრიდი NbN ამ ნეართზე არ მოქმედებს არც ერთი მჟავა “სამეფო წყალიც” კი. ერთადერთი რაშიც იხსნება არის მდუღარე ტუტე ეს ნაერთი აბსოლიტური ნულის ტემპერატურასთან ხასიათდება ზეგამტარული თვისებით.

მაგნიუმი Mg (magnium)

მაგნიუმისისტემის II ჯგუფის ელემენტი ატომური ნომერი 12. Ar(Mg)=24,312. ბუნებაში არსებობს მისი სტაბილური იზოტობები : 24 Mg, 25 Mg, 26Mg, აღმოჩენილია 1808წ. ინგლისელი მეცნიერის ჰემფერი დევის მიერ. დედამიწის ქერქში მისი შემცველობა 2,1% -ია მასით. ზღვის წყალი შეიცავს 435გ/ლ. მისი მინერალებია: მაგნეზიტი MgCO3 დოლომიტი MgCO3 · CaCO3 კარნალიტი KCl·MgCl2·6H2O ბიშოფიტი MgCl2· 6H2O კაინიტი MgSO4·KCl ·3H2O. იგი მოვერცხლისფრო, თეთრი მსუბუქი მეტალია r=1,74გ/სმ3 აქვს ჰექსაგონალური კრისტალური სტრუქტურა tლღ=6500C tდუღ=10950C ნაერთებში მისი დ.ხ.+2 მშრალ ჰაერზე არ იჟანგება რადგან დაფარულია დამცავი ოქსიდური ფენით. იგი ცუდი ელექტრო გამტარია. ჰაერზე გახურებით იწვის დამაბრმავებელი ალით რეაქცია ძლიერ ეგზოთერმულია: წვის პროდუქტი, ოქსიდთან (MgO) ერთად არის მცირე რაოდენობით ნიტრიდიც (Mg3N2) არ მოქმედებს ცივ წყალთან. ცხელ წყალთან მოქმედებისას აძევებს წყალბადს. მაგნიუმი იწვის ნახშირორჟანგის არეში აღადგენს მას ნახშირად. Mმაგნიუმი მოქმედებს განზავებულ მჟავებთან. არ მოქმედებს ფტორწყალბადმჟავასთან, კონც. H2SO4 –ში და კონც. H2SO4-ის და HNO3 -ის ნარევში. ამ მჟავებში იგი პასივდება. ტუტეებისადმი მდგრადია. მოქმედებს გახურების პირობებში ჰალოგენთან, აზოტთან , გოგირდთან. მაღალ წნვაზე წყალბადთან წარმოქმნის ჰიდრიდს MgH2 მაგნიუმი მიიღება ელექტროლიზური და ელექტროთერმული მეთოდით. მაგნიუმი ერთ-ერთი სასიცოცხლო მიკროელემენტია, ის შედის ქლოროფილის შემადგენლობაში. მაგნიუმის ნაკლებობა ორგანიზმში ზრდის ინფარქტის შესაძლებლობას. მაგნიუმის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს დაღლილობას.

მაგნიუმს იყენებენ როგორც პროტექტორს გემების კოროზიისაგან დასაცავად, მეტალურგიაში მას იყენებენ როგორც განმჟანგავს. იგი გამოიყენება შენადნობების სახით. მისი შენადნობები ხასიათდება მაღალი სიმტკიცით, სიმსუბუქით და კარგი მექანიკური თვისებებით, ამიტომ იყენებენ თვითმფრინავების და რაკეტების მშენებლობაში.

კადმიუმი Cd (Cadmium)

პერიოდული სისტემის II ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტი, ატომური ნომერი 48. Ar(Cd)=112,41 ბუნებაში გვხვდება რვა სტაბილური იზოტოპი: 106Cd , 180Cd, 110Cd, 111Cd, 112Cd, 113Cd , 114Cd, 116 Cd. გავრცელების მიხედვით 64-ე ადგილზეა 8*10-6% მასით, თავისი საკუთარი მინერალები არ გააჩნია, მინარევის სახით შეიცავს: თუთიის, სპლენძის და ტყვიის მადნები.იშვიათი მინერალებია გრინოვიტი CdS, ოტავიტი CdCO3 კადმიუმი მოთეთრო რბილი მძიმე მეტალია. ჰაერზე იფარება დამცავი ოქსიდის ფენით. მისი r= 8.65გ/სმ3 , t ლღ =3200C. t დუღ =7670C მისი ელექტროგამტარობა ვერცხლის ელექტროგამტარობაზე 5-ჯერ ნაკლებია. მისი დ.ხ. ნაერთებში +2 ია.

კადმიუმი აღმოაჩინა 1817 პროფესორმა შტრომეიერმა. დაფხვნილი კადმიუმი ჰაერზე აალდება და იწვის წითელი ალით, წარმოქმის ოქსიდს. თავისი ქიმიური თვისებით ჰგავს თუთიას. მეტალი კადმიუმი ჩვეულებრივ პირობებში წყალთან არ მოქმედებს. განზ. H2 SO4 და HCl გაცხელებით მოქმედებს კადმიუმთან წყალბადის გამოყოფით. მშრალი ქლორწყალბადი მოქმედებს კადმიუმთან 4400C. განზ. HNO3

მოქმდებს კადმიუმთან ამიაკის წარმოქმნით. HH 2S _ჩვ. პირობებში არ მოქმედებს. თუთიისგან განსხვავებით ტუტეებთან მდგრადია, მაგრამ იხსნება ამონიუმის ჰიდროქსიდში. გაცხელებით უერთდება: P, S, Se, Te , ჰალოგენებს. უშულოდ არ უერთდება აზოტს და წყალბადს. კადმიუმი გამოყენებულია ბირთვულ რეაქტორებში. კადმიუმის მნიშვნეოვანი ნაწილი იხარჯება როგორც მეტალის დამცველი ფენა კოროზიისაგან. ნიკელთან, თუთიასთან და კალასთან შედარებით მას ანიჭებენ უპირატესობას, რადგან მისი ფენა შეიძლება მოვაშოროთ მეტალს და მოხდეს საჭიროების შემთხვევაში მეტალის შედუღება. კადმიუმის დამცველ ფენას იყენებენ ტანკების, თვითმფრინავების და გემების ასაგებად საჭირო მეტალებისათვის, მაგრამ მისი გამოყენება არ შეიძლება საკვების პროდუქტების შესანახი ჭურჭლისათვის, ვინაიდან მისი ხსნადი მარილები მომწამვლავია. კადმიუმს იყენებენ სხვადასხვა შენადნობების დასამზადებლად. კადმიუმს ასევე იყენებენ მაღალი ძაბვის სადენების, აკუმლატორების დასამზადებლად. მისი შენადნობი ოქროსთან ხასსიათდება სხვადასხვა შეფერილობით, ამის გამოგამოიყენება საიუველირო საქმეში, აგრთვე გამოიყენება როგორ ნახევარგამტარი.

ჰელიუმი He(Helium)

ჰელიუმი პერიოდული სისტემის II ელემენტია. მიეკუთვნება კეთილშობილ (ინერტულ) აირებს. Ar (He)=4.003, არსებობს ორი სტაბილური ოზოტოპი 4He და 3He.

ხელოვნურად მიღებულია ჰელიუმის სხვა იზოტოპები 5He, 6He, 8He ჰელიუმი წყალში მცირედ იხსნება (1 ლ. წყალში) 200C- ზე იხსნება 8,7 სმ3). იგი არ ადსორბირდება, ამიტომ მის ამ უნარს იყენებენ სხვა აირებისგან გამოსაყოფად. ჰელიუმის მოლეკულა ერთატომიანია. მისი ნაერთები მიღებული არ არის. ჰელიუმი აღმოჩენილ იქნა მზეზე სპექტრალური ანალიზით 13 წლით ადრე, ვიდრე დედამიწაზე. ჰელიუმის აღმოჩენაში და გამოკვლევაში ბევრი მეცნიერი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჰელიუმით დაინტერესებული იყვნენ ჟანსენი (საფრანგეთი), ლოკერი, რამზაი, კრუქსი, რეზერფორდი (ინგლისი), პალმერი (იტალია) და სხვ. დედამიწის ქერქში ჰელიუმი წარმოიქმნება ურანის იზოტოპების238U და 235U რადიოაქტიური დაშლის შედეგად. მთის ქანებში ჰელიუმის შემცველობის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ მინერალის ასაკზე. ამას საფუძვლად უდევს 238U -ის რადიოაქტიური ნახევარდაშლის პერიოდი, რომელიც გრძელდება 4,52 მილიარდი წელი. ამ დროს იგი გარდაიქმნება ტყვიად და ჰელიუმად. ჰელიუმს აქვს დიდი შეღწევადობის უნარი. მაგ. კვარცში მისი შეღწევადობის უნარი 1000 ჯერ მეტია ვიდრე წყალბადის. ჰელიუმი სითბოს კარგი გამტარია. ჰელიუმის იონმა (α ნაწილაკმა) დიდი როლი ითამაშა ბირთვული ფიზიკის განვითარებაში. სწორედ α ნაწილაკების გაბნევამ მიიყვანა რეზერფორდი ატომის ბირთვის აღმოჩენამდე. ჰელიუმი პირველად გამოიყენეს გერმანელებმა 1915 წ. დირიჟაბლების ასავსებად. ბევრი ტექნოლოგიური პროცესის ჩატარება ჰაერის ატმოსფეროში შეუძლებელია და იყენებენ ჰელიუმის გარემოს. ჰელიუმის ატმოსფეროში ღებულობენ საწვავს ბირთვული რეაქტორებისათვის, მეცნიერული გამოკვლევებისთვის იყენებენ თხევად ჰელიუმს ძლიერ დაბალი ტემპერატურების მისაღებად. ამ ტემპერატურაზე მეტალები ხდებიან ზეგამტარები. მათი ეს თვისება გამოყენებულია ელექტროგამომთვლელ მანქანებში, ლაზერებში. რომ არა მისი შემცველობის გაფანტულობა ბუნებრივ რესურსებში, იგი პოვებდა უფრო მეტ გამოყენებას. მაგ. ჰელიუმის არეში დაკონსერვებული ხილი და ბოსტნეული ინარჩუნებს თავდაპირველ არომატს და გემოს. მაგრამ ეს შეუძლებელია. ჰელიუმს მოიხმარენ მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან სფეროებში. ჰაერს, რომელშიც აზოტი მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლილია ჰელიუმით იყენებენ: მედიცინაში, კოსმონატვები, მყვინთავები, რადგან იგი 3-ჯერ უფრო მსუბუქია და ადვილად აღწევს ორგანიზმში, ამ დროს გამოირიცხება კესონური დაავადება, რომელიც ემართებათ მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ადამიანებს.




Sunday, April 18, 2010

Saturday, April 17, 2010

საქართველოს კანონი საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ

საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის საშიში ქიმიური ნივთიერებების შექმნის, გამოცდისა და სახელმწიფო ექსპერტიზის, სტანდარტიზაციის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის, წარმოების, შეფუთვის, ნიშანდებისა და ეტიკეტირების, ტრანსპორტირების, მოხმარების, ექსპორტისა და იმპორტის, გადამუშავების, გაუვნებელყოფის, განთავსების, შეზღუდვის, აკრძალვისა და გამოყენებიდან ამოღების სფეროში, აგრეთვე მათზე სახელმწიფო და საუწყებო ზედამხედველობის წესებს.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ადამიანთა და ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ და სამკურნალო პრეპარატებზე მზა სახით;
ბ) კოსმეტიკურ პროდუქციაზე;
გ) ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც გამოიყენება სასწავლო-სამეცნიერო მიზნით იმ ოდენობით, რომელიც არ ახდენს მავნე ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე;
დ) მიკროორგანიზმებსა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე;
ე) ნარევებსა და ნივთიერებებზე ნარჩენების სახით;
ვ) საკვებ დანამატებზე;
ზ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიურ ნივთიერებებზე (გარდა მათი ერთიანი სახელმწიფო რეესტრისა);
თ) რადიაქტიურ ნივთიერებებსა და მასალებზე;
ი) საშიშ სამრეწველო ნარჩენებზე;
კ) პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ქიმიურ ნივთიერებებზე.
მუხლი 2. ტერმინების განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქიმიური ნივთიერებები – ნივთიერებები და მათი ნაერთები ბუნებრივი სახით, ან მიღებული ნებისმიერი ტექნოლოგიური პროცესის შედეგად, პროდუქტის სტაბილურობის შენარჩუნებისათვის საჭირო ნებისმიერ დანამატთან და გამოყენებული ტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებულ ყველა მინარევთან ერთად, გამხსნელის გარდა, რომელიც გამოიყოფა ნივთიერების სტაბილურობისა და შემადგენლობის შეცვლის გარეშე, აგრეთვე ამ ნივთიერებების პრეპარატები;
ბ) პრეპარატები – ნარევები ან ხსნარები, რომლებიც შედგება ორი ან მეტი ნივთიერებისაგან;
გ) საშიში ქიმიური ნივთიერებები – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც მავნე ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე და მიეკუთვნებიან ტოქსიკურობისა და საშიშროების შემდეგ კლასებს:
გ.ა) ფეთქებადი ნივთიერებები და პრეპარატები მყარ, თხევად, პასტისმაგვარ ან ლაბისებრ მდგომარეობაში, რომლებიც იწვევენ ეგზოთერმულ რეაქციას ატმოსფერული ჟანგბადის გარეშე და სწრაფად გამოყოფენ გაზებს, დეტონირებენ, ადვილად აალდებიან ან ფეთქდებიან ნაწილობრივ დახშულ პირობებში გახურებით;
გ.ბ) დამჟანგავი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ძლიერ ეგზოთერმულ რეაქციას სხვა აალებად ნივთიერებებთან შეხებისას;
გ.გ) უკიდურესად აალებადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებსაც აქვთ დაბალი აალების და დუღილის წერტილები, აალდებიან ჰაერთან შეხებისას ოთახის ტემპერატურასა და ნორმალურ ატმოსფერულ წნევაზე;
გ.დ) ადვილად აალებადი ნივთიერებები და პრეპარატები:
გ.დ.ა) ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ცხელდებიან და აალდებიან ჰაერთან შეხებისას ოთახის ტემპერატურაზე, ენერგიის სხვა წყაროების არარსებობისას;
გ.დ.ბ) მყარი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც აალდებიან სითბოს წყაროსთან ხანმოკლე შეხებისას და განაგრძობენ წვას ამ წყაროს მოცილების შემდეგაც;
გ.დ.გ) თხევადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებსაც აქვთ დაბალი აალების წერტილი;
გ.დ.დ) ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც წყალთან ან ნესტიან ჰაერთან შეხებისას გამოყოფენ ადვილადაალებად აირებს საშიში ოდენობით;
გ.ე) ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ცოცხალ ქსოვილთან შეხებისას აზიანებენ მას;
გ.ვ) ტოქსიკური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მცირე ოდენობით მოხვედრისას იწვევენ სიკვდილს, მწვავე ან ქრონიკულ მოწამვლას;
გ.ზ) გამაღიზიანებელი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ფიზიკურ გაღიზიანებასა და ანთებით პროცესს;
გ.თ) ალერგიული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ზემგრძნობელობას (ალერგიულ რეაქციას);
გ.ი) კანცეროგენული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ან ხელს უწყობენ სიმსივნური დაავადების განვითარებას;
გ.კ) მუტაგენური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ან ხელს უწყობენ გენეტიკური სისტემის მოშლას;
გ.ლ) ტერატოგენური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ან ხელს უწყობენ ნაყოფის განვითარების პროცესის დარღვევას და სიმახინჯეებს;
გ.მ) გონადოტროპული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ან ხელს უწყობენ სასქესო ჯირკვლების ფუნქციის მოშლას;
გ.ნ) ემბრიოტროპული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ჩანასახის განვითარების მოშლას;
დ) ახალი საშიში ქიმიური ნივთიერება – შექმნილი ან შექმნის სტადიაში მყოფი ნივთიერება, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არ ყოფილა გამოყენებული;
ე) საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენება – ნივთიერების წარმოება, იმპორტი და ექსპორტი, ნიშანდება-ეტიკეტირება, ტრანსპორტირება, შენახვა-დასაწყობება, რეალიზაცია-გავრცელება, გადამუშავება, მოხმარება, გამოყენებიდან ამოღება ან სხვა სახით გამოყენება, მისი შექმნა-დამზადებიდან დაწყებული;
ვ) საშიში ქიმიური ნივთიერების მოხმარება – ნივთიერების მიზნობრივად გამოყენება;
ზ) საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქმნის (ასინთეზებს) ნივთიერებას;
თ) საშიში ქიმიური ნივთიერების მწარმოებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს ნივთიერებას;
ი) მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერება – ნივთიერება, რომლის ნებისმიერი სახით გამოყენება აკრძალულია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით, თუმცა დასაშვებია მისი ზოგიერთი სახით გამოყენებაც;
კ) აკრძალული საშიში ქიმიური ნივთიერება – ნივთიერება, რომლის ნებისმიერი სახით გამოყენება აკრძალულია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით;
ლ) საშიში ქიმიური ნივთიერებებით საერთაშორისო ვაჭრობა –ნივთიერებების ექსპორტი ან იმპორტი;
მ) ექსპორტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საშიში ქიმიური ნივთიერებების გატანა, მათი აქ შემოტანის ვალდებულების გარეშე;
ნ) იმპორტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საშიში ქიმიური ნივთიერებების მუდმივად დატოვება, მათი აქედან გატანის ვალდებულების გარეშე;
ო) წინასწარ დასაბუთებული თანხმობა – პრინციპი, რომლის თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით, აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერების გადატანა აკრძალულია იმპორტიორი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს, თუ ასეთი არსებობს, თანხმობის გარეშე, ან მისი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ;
პ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურა – მკაცრად შეზღუდული ან აკრძალული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის გაგრძელებაზე იმპორტიორი ქვეყნების ოფიციალური გადაწყვეტილებების მიღებისა და გავრცელების პროცედურა;
ჟ) ქიმიური უსაფრთხოება – ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს საშიში ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი და მომხმარებელი ობიექტების მუშაობის უსაფრთხო პირობებს და გამორიცხავს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მათ მავნე ზემოქმედებას;
რ) საშიში ქიმიური ნივთიერების გადამუშავება – ტექნოლოგიური პროცესი, რომლითაც ხდება ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის ან ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შეცვლა;
ს) საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებული საქმიანობა – ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ნივთიერების შექმნის, გამოცდისა და სახელმწიფო ექსპერტიზის, სტანდარტიზაციის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის, წარმოების, შეფუთვის, ნიშანდებისა და ეტიკეტირების, ტრანსპორტირების, მოხმარების, ექსპორტისა და იმპორტის, გადამუშავების, გაუვნებელყოფის, განთავსების, შეზღუდვის, აკრძალვისა და გამოყენებიდან ამოღების პროცესებთან;
ტ) სანიტარიულ-დამცავი ზონა – საწარმოს ირგვლივ დადგენილი ზონა, რომელიც მისი ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას იცავს საწარმოს მავნე ზემოქმედებისაგან;
უ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები – საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვისა და კონტროლის სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოები.
მუხლი 3. კანონის მიზნები
კანონის მიზნებია:
ა) საშიში ქიმიური ნივთიერებების შექმნის, გამოცდისა და სახელმწიფო ექსპერტიზის, სტანდარტიზაციის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის, წარმოების, შეფუთვის, ნიშანდებისა და ეტიკეტირების, ტრანსპორტირების, მოხმარების, ექსპორტისა და იმპორტის, გადამუშავების, გაუვნებელყოფის, განთავსების, შეზღუდვის, აკრძალვისა და გამოყენებიდან ამოღების სფეროში სამართლებრივ ურთიერთობათა პრინციპების განსაზღვრა და მათი ნორმების დადგენა;
ბ) საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის უფლების – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში – დაცვა;
გ) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა საშიში ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისაგან;
დ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვის პრინციპების დანერგვა, რომლებიც შეამცირებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მათ მავნე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობების ცხოვრების უსაფრთხო პირობებს;
ე) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვისა და კონტროლის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა;
ვ) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის ნაკლებად საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოვლენა, მათი შეფასებისა და კონტროლის სტანდარტული პროცედურების შემუშავება;
ზ) საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვის ტერიტორიული საზღვრებისა და პროცედურების დაწესება;
თ) საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სფეროში მონაწილე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა;
ი) ქვეყანაში გამოყენებული და გამოსაყენებლად გამიზნული საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვისა და კონტროლის ერთიანი სისტემის შექმნა.
მუხლი 4. კანონის ამოცანები
კანონის ამოცანებია:
ა) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში სახელმწიფო ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება;
ბ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსისტემო და უნებართვო გამოყენების აკრძალვა;
გ) საშიში ქიმიური ნივთიერებების შეფასება და რეგისტრაცია;
დ) ქვეყნის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების დადგენილი ნორმით გამოყენება, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მათი მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მოსალოდნელი შედეგების ლიკვიდაცია;
ე) სარეალიზაციოდ გამიზნული საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ შეტყობინების, მათი გამოცდისა და სახელმწიფო ექსპერტიზის, სტანდარტიზაციის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის, შეფუთვის, ნიშანდების, იმპორტისა და ექსპორტის პროცესების მოწესრიგება;
ვ) მოსახლეობის ინფორმირება და ცოდნის ამაღლება იმ საშიშროების შესახებ, რომელსაც იწვევენ საშიში ქიმიური ნივთიერებები.
მუხლი 5. საქართველოს კანონმდებლობა საშიში ქიმიური
ნივთიერებების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, “გარემოს დაცვის შესახებ” და “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 6. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო
გამოყენების პრინციპები
საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების პრინციპებია:
ა) საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სახელმწიფო მართვის პროცესის ოპტიმიზაცია;
ბ) ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე საშიში ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად მათი გამოყენების პროცესში საუკეთესო ტექნოლოგიების დანერგვა;
გ) საშიში ქიმიური ნივთიერებების, მათი პროდუქტებისა და მასალების ნორმირება და კლასიფიკაცია;
დ) საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოცდა, სახელმწიფო ექსპერტიზა, სტანდარტიზაცია, რეგისტრაცია, შეფუთვა, ნიშანდება, აღრიცხვა და კონტროლი, მათ გამოყენებაზე ნებართვების გაცემა;
ე) საშიში ქიმიური ნივთიერებების, მათი პროდუქტებისა და მასალების შეცვლა ნაკლებად საშიში ქიმიური ნივთიერებებით, მათი პროდუქტებითა და მასალებით;
ვ) საშიში ქიმიური ნივთიერებების, მათი პროდუქტებისა და მასალების გამოყენებისას შესაძლო ავარიებისა და საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნა;
ზ) საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა;
თ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება.
თავი II
საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია
მუხლი 7. საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია
1. ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიზნით დგინდება საშიში ქიმიური ნივთიერებების ტოქსიკურობისა და საშიშროების კლასები.
2. საშიში ქიმიური ნივთიერებების ტოქსიკურობისა და საშიშროების კლასებისადმი მიკუთვნების წესი განისაზღვრება დებულებით “საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების რეგულირების საუწყებათაშორისო საბჭოსთან შეთანხმებით.
თავი III
სახელმწიფო მართვა საშიში ქიმიური ნივთიერებების
უსაფრთხო გამოყენების სფეროში
მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა
კომპეტენცია საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო
გამოყენების სფეროში
1. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მიღება და მათ შესრულებაზე კონტროლი;
გ) საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო ექსპერტიზის, სახელმწიფო გამოცდისა და რეგისტრაციის ორგანიზება დადგენილი წესით;
დ) ახალი საშიში ქიმიური ნივთიერებების სტანდარტებისა და ამ ნივთიერებათა შესახებ მეთოდური მითითებების შემუშავება;
ე) ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და მათი განსაზღვრის მეთოდების შემუშავება და დამტკიცება;
ვ) გამოყენებაში არსებული და გამოსაყენებლად გამიზნული საშიში ქიმიური ნივთიერებების აღრიცხვა;
ზ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენებაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის დაწესება;
თ) “სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” და “გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ფარგლებში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის წარმოება და გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა ყოველგვარ საქმიანობაზე, რომელმაც შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე;
ი) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტსა და ექსპორტზე ნებართვების გაცემა;
კ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, სამეცნიერო-კვლევით და სხვა სამუშაოთა კოორდინაცია, ორგანიზება და დაფინანსება;
ლ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვისა და კონტროლის ერთიანი სისტემის შექმნა;
მ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება;
ნ) საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესასრულებლად სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება.
2. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვისა და კონტროლის სფეროში კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები არიან:
ა) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო – საშიში ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში;
ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – საშიში ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისაგან გარემოს დაცვის სფეროში;
გ) საქართველოს მრეწველობის სამინისტრო – საშიში სამრეწველო ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სფეროში.
3. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვისა და კონტროლის სფეროში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო პოლიტიკის გატარების კოორდინაცია;
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საკონსულტაციო-საინფორმაციო დახმარების გაწევა;
გ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე საშიში ქიმიური ნივთიერებების გამომყენებელი ობიექტების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენურ, შრომის დაცვისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნათა დარღვევისას ექსპლუატაციის შეჩერება მათ სრულ აღმოფხვრამდე;
დ) საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის წესების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ე) საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება;
ვ) საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო გამოცდის ჩატარება;
თ) საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო რეგისტრაცია და გამოყენებაში არსებულ ნივთიერებათა ნუსხის დადგენა;
ი) საერთაშორისო სტანდარტიზებული სისტემით საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და მათი საბოლოო პროდუქტების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
კ) საშიში ქიმიური ნივთიერებების შეფუთვის, ნიშანდებისა და ეტიკეტირების მოთხოვნათა განსაზღვრა;
ლ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე ქვეყნის შიგნით საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვა ან აკრძალვა;
მ) უვარგისი საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენებიდან ამოღებაზე მკაცრი კონტროლის დაწესება;
ნ) სხვა სახელმწიფოების შესაბამის სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ სამეცნიერო- ტექნიკური, ეკონომიკური და საკანონმდებლო ინფორმაციის გაცვლა, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ახალი მნიშვნელოვანი მონაცემებით საზოგადოების ინფორმირება;
ო) კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხის ყოველწლიურად დადგენა და გამოქვეყნება.
მუხლი 9. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების
მართვის მაკოორდინირებელი ორგანო
1. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვის განსახორციელებლად გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაციის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან იქმნება საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების რეგულირების საუწყებათაშორისო საბჭო (შემდგომში – საუწყებათაშორისო საბჭო) კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილი პირებისა და სხვა დაინტერესებულ უწყებათა წარმომადგენლებისაგან.
2. საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია საშიში
ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში
საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვა;
გ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოყენებაში არსებული და გამოსაყენებლად გამიზნული საშიში ქიმიური ნივთიერებების აღრიცხვა;
დ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, სამეცნიერო-კვლევით და სხვა სამუშაოთა კოორდინაცია, ორგანიზება და დაფინანსება;
ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვა ან აკრძალვა;
ზ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების თვითნებური გამოყენების აკრძალვა;
თ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა მათი კომპეტენციის ფარგლებში;
ი) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების პირობების გამკაცრება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
მუხლი 11. ამოღებულია (19.06.2007 N4960)
მუხლი 12. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების
ღონისძიებათა განხორციელებაში ფიზიკურ და იურიდიულ
პირთა მონაწილეობა
1. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებაში ფიზიკური და იურიდიული პირები მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან:
ა) დაიცვან საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და უზრუნველყონ მათი შესრულება;
ბ) ხელი შეუწყონ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებაში;
გ) ხელი შეუწყონ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციას.
3. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:
ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან მიიღონ სრული, დროული და ობიექტური ინფორმაცია (სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გარდა) საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ;
ბ) მონაწილეობა მიიღონ საშიში ქიმიური ნივთიერებების კონტროლის სფეროში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა განხილვასა და მიღებაში.
თავი IV
საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდა,
სახელმწიფო ექსპერტიზა, სახელმწიფო გამოცდა და რეგისტრაცია
მუხლი 13. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდის მიზნები
საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდა ტარდება ნივთიერების ტოქსიკურობისა და საშიშროების კლასების დადგენის, მისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენის, აგრეთვე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავების მიზნით.
მუხლი 14. ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდა
1. ყველა ახალი და გამოსაყენებლად გამიზნული საშიში ქიმიური ნივთიერება ექვემდებარება სავალდებულო გამოცდას, რომელსაც ატარებს ამ ნივთიერების შემქმნელი დამოუკიდებელ ექსპერტთა მონაწილეობით.
2. საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელი უზრუნველყოფს მის ეტაპობრივ გამოცდას სამეცნიერო გამოკვლევის, ტექნოლოგიური პროცესის სქემის შემუშავებისა და ნივთიერების საცდელი წარმოების სტადიებზე.
3. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდა ტარდება ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული მოცულობით.
4. თუ საშიში ქიმიური ნივთიერება რეგისტრირებულია საერთაშორისო რეესტრებში, მისი გამოცდისა და ექსპერტიზისათვის იდენტურობა დგინდება ფიზიკურ-ქიმიური ანალიზით.
მუხლი 15. გამოყენებაში არსებული საშიში ქიმიური
ნივთიერების გამოცდა
გამოყენებაში არსებული ყველა საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდა ტარდება ხელახლა, თუ მისი შექმნისას ჩატარებული გამოცდის მოცულობა არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრულ პირობებს.
მუხლი 16. ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდის
მეთოდები. გამოცდის მოცულობა და კრიტერიუმები
1. ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების გამოსაცდელად ნივთიერების შემქმნელმა უნდა გამოიყენოს გამოცდის ისეთი მეთოდები, რომლებიც იძლევა სრულ და ზუსტ მონაცემებს ნივთიერების შესახებ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდისას შემქმნელი ვალდებულია:
ა) გამოიკვლიოს ნივთიერების ყველა ტოქსიკური თვისება, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მისი მავნე ზემოქმედების ჩათვლით;
ბ) შეიმუშაოს გარემოსა და ბიოსუბსტრატებში ნივთიერების აღმოჩენისა და განსაზღვრის მეთოდები, პროფილაქტიკური ღონისძიებები;
გ) განსაზღვროს ნივთიერების გამოყენების შესაძლო სფერო, წესები და პირობები.
მუხლი 17. ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდის შედეგების
მიხედვით მოსამზადებელი დოკუმენტაცია
ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელი გამოცდის შედეგების მიხედვით ამზადებს:
ა) ნივთიერების პირველად ტოქსიკოლოგიურ პასპორტს;
ბ) საინფორმაციო ფურცელს ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ;
გ) მასალას ნივთიერების ტოქსიკურობისა და საშიშროების კლასების დასადგენად;
დ) მასალას ნივთიერების ნიშანდების, ეტიკეტირებისა და შეფუთვის შესახებ;
ე) ნივთიერების სახელმწიფო სტანდარტის ან მისი ტექნიკური პირობების პროექტს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) მასალას ატმოსფერულ და სამუშაო ზონის ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ნივთიერების ზღვრულად დასაშვები ნორმების დასადგენად, აგრეთვე, გარემოსა და ბიოსუბსტრატებში ნივთიერების აღმოჩენისა და განსაზღვრის მეთოდების შესამუშავებლად;
ზ) მასალას ნივთიერების მავნე ზემოქმედებისას პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების შესამუშავებლად.
მუხლი 18. საინფორმაციო ფურცელი ახალ საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან
უსაფრთხო მოპყრობის შესახებ
1. შემქმნელის მიერ ახალ საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ მომზადებული საინფორმაციო ფურცელი უნდა შეიცავდეს მონაცემებს ნივთიერების გამოყენების სფეროს, მასთან უსაფრთხო მოპყრობის წესებისა და პირობების, მისი წარმოების მოცულობის შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაციას.
2. ახალ საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ საინფორმაციო ფურცლის მომზადებისათვის საჭირო მოთხოვნებს განსაზღვრავს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო საუწყებათაშორისო საბჭოსთან შეთანხმებით.
3. თუ ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების სახელწოდება ან ამ ნივთიერებაში შემავალ ცალკეულ ინგრედიენტთა კონცენტრაცია კომერციული საიდუმლოებაა, ეს მონაცემები ამ კანონის 30-ე მუხლის თანახმად შეიძლება ამოღებულ იქნეს საინფორმაციო ფურცლიდან.
4. საინფორმაციო ფურცლის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.
მუხლი 19. განაცხადი საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო
ექსპერტიზასა და რეგისტრაციაზე წარსადგენად
1. სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად და საშიში ქიმიური ნივთიერების რეგისტრაციისათვის ნივთიერების შემქმნელი განაცხადს წარუდგენს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს.
2. განაცხადს, მე-17 მუხლში მითითებულ დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა დაერთოს:
ა) მასალა ნივთიერების იდენტიფიკაციის შესახებ;
ბ) ნივთიერების გამოცდის ოქმი;
გ) ნივთიერების გამოსაცდელად გამოყენებული მეთოდების აღწერა.
მუხლი 20. საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო ექსპერტიზა
1. საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო ექსპერტიზა ადგენს: საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მისი მავნე ზემოქმედების ხასიათსა და ხარისხს, აგრეთვე ნივთიერების გამოყენებისას რეკომენდებული უსაფრთხოების ზომების საკმარისობას და დასაბუთებულობას.
2. ნივთიერების შემქმნელის მიერ სახელმწიფო ექსპერტიზისა და რეგისტრაციისთვის გადაცემული დოკუმენტების ამ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს უფლება აქვს საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელს მოსთხოვოს დამატებითი გამოკვლევის ჩატარება, აგრეთვე დამატებითი მონაცემები და დოკუმენტები ნივთიერების შესახებ.
3. საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო ექსპერტიზასა და რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ატარებს სახელმწიფო ექსპერტიზას საუწყებათაშორისო საბჭოს წევრებისა და სპეციალურად მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.
4. სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ვალდებულია საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელს 3 დღის ვადაში გადასცეს დასკვნის ასლი.
5. საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო ექსპერტიზის დადებითი დასკვნა ნივთიერების რეგისტრაციის საფუძველია.
მუხლი 21. საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო გამოცდა
1. საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ნივთიერების სახელმწიფო გამოცდის ჩატარების შესახებ. სახელმწიფო გამოცდა ტარდება გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
2. საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო გამოცდას ატარებს შესაბამისი პროფილის სამეცნიერო ან სხვა ორგანიზაცია, ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფოს ან ნივთიერების შემქმნელის ხარჯზე.
3. სახელმწიფო გამოცდის შედეგების მიხედვით მზადდება შესაბამისი ანგარიში და დასკვნა.
4. თუ საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო გამოცდის შედეგები არ დაემთხვა ნივთიერების შემქმნელის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგებს, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო შემქმნელს უბრუნებს განაცხადს. სახელმწიფო გამოცდისათვის დახარჯული თანხები დამკვეთს არ უბრუნდება.
5. საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო ექსპერტიზისა და სახელმწიფო გამოცდის წესი და პროცედურა განისაზღვრება დებულებით “საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო ექსპერტიზისა და სახელმწიფო გამოცდის წესისა და პროცედურის შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით.
მუხლი 22. საშიში ქიმიური ნივთიერების რეგისტრაცია
1. საშიში ქიმიური ნივთიერების რეგისტრაცია გულისხმობს ნივთიერების შეტანას საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა ერთიან სახელმწიფო რეესტრში.
2. საშიში ქიმიური ნივთიერების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.
თავი V
საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა
ერთიანი სახელმწიფო რეესტრი
მუხლი 23. საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრი
1. ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არის ახალი ან გამოყენებაში არსებული საშიში ქიმიური ნივთიერებების, მათი გამომყენებელი ობიექტების, აგრეთვე მათ საქმიანობაზე გაცემული ნებართვების შესახებ სტანდარტიზებულ საინფორმაციო მონაცემთა სისტემა.
2. საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების (სფეროსა და სახის მიუხედავად) შესახებ სრულ ინფორმაციას კრებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ცენტრალიზებული წესით და ინახავს რეესტრის ერთ ან რამდენიმე მონაცემთა ბანკში.
3. სტანდარტიზებულ საინფორმაციო მონაცემთა სისტემა, სხვა სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით, უნდა ჩაერთოს საერთაშორისო საინფორმაციო ქსელში.
4. ერთიანი სახელმწიფო რეესტრი უნდა მოიცავდეს საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და მათი პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის (ყველა სტადია, რომელსაც ნივთიერება გადის მისი შექმნა-დამზადებიდან საბოლოო განთავსებამდე) შესახებ მონაცემებს, მათ შორის:
ა) ნივთიერების სარეგისტრაციო ნომერს;
ბ) ინფორმაციას ნივთიერების საერთაშორისო იდენტიფიკაციის შესახებ;
გ) ინფორმაციას ნივთიერების წარმოების მოცულობის, გამოყენების სფეროების შესახებ და მათ დახასიათებას;
დ) მონაცემებს ნივთიერების თვისებებისა და მახასიათებლების შესახებ;
ე) მონაცემებს ნივთიერების ტრანსპორტირების, შენახვის, სამეურნეო ბრუნვაში არსებული ოდენობის, ექსპორტისა და იმპორტის შესახებ;
ვ) მონაცემებს ნივთიერების გამოყენებისას მისი მავნე ზემოქმედების შესახებ;
ზ) ნივთიერების კლასიფიკაციას ტოქსიკურობისა და საშიშროების კლასების მიხედვით;
თ) ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნივთიერების ზემოქმედების შესახებ;
ი) ინფორმაციას ნივთიერების წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვის, მოხმარების, გამოყენებიდან ამოღებისა და სხვა სახით გამოყენების დროს უსაფრთხოების ზომების, წესებისა და პირობების შესახებ;
კ) მონაცემებს ნივთიერების გაჟონვის, ავარიების, მოწამვლებისა და უბედური შემთხვევების დროს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.
5. რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საშიში ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი, შემნახველი, გადამტანი და მომხმარებელი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ სრული ინფორმაცია. ინფორმაციის ფორმასა და მოცულობას განსაზღვრავს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით.
6. რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს საშიში ქიმიური ნივთიერებების წარმოებასთან, ტრანსპორტირებასთან, მოხმარებასთან, შენახვასთან, გაუვნებელყოფასა და გამოყენებიდან ამოღებასთან დაკავშირებულ საწარმოთა ნუსხა, რომლებსაც ევალებათ საავარიო სამსახურის შექმნა.
7. მონაცემები, რომლებიც კომერციულ საიდუმლოებებს ეხება, რეესტრში უნდა ინახებოდეს საიდუმლო გრიფით. აკრძალულია მათთან დაშვება და მუშაობა სპეციალური ნებართვის გარეშე.
8. რეესტრში საიდუმლო გრიფით შენახულ მონაცემებთან დაშვებისა და მუშაობის სპეციალურ ნებართვას გასცემს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.
9. საშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე ინფორმაციის გაცემის წესი განისაზღვრება დებულებით “საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის წესის თაობაზე”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან და საუწყებათაშორისო საბჭოსთან შეთანხმებით.
10. საშიშ ქიმიურ ნივთიერებაზე არაკონფიდენციალურ ინფორმაციას განეკუთვნება:
ა) ნივთიერების სავაჭრო და საყოველთაოდ მიღებული სახელწოდება;
ბ) ნივთიერების მწარმოებელი ან იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
გ) მონაცემები ნივთიერების მწარმოებლის ან იმპორტიორის შესახებ;
დ) მონაცემები ნივთიერების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესახებ;
ე) მონაცემები ნივთიერების გარემოში მოხვედრისა და გავრცელების შესახებ;
ვ) ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის წესები;
ზ) ინფორმაცია განსაკუთრებულ სიტუაციებში რეაგირების ღონისძიებათა შესახებ;
თ) რეკომენდაციები ნივთიერების გამოყენებიდან ამოღების, გაუვნებელყოფისა და განთავსების შესახებ;
ი) მონაცემები ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნივთიერების ზემოქმედების შესახებ;
კ) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ზღუდავს ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარებას;
ლ) მეთოდები, რომლებიც იძლევა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნივთიერების ზემოქმედების დონეების განსაზღვრის საშუალებას.
11. აკრძალულია რეესტრში აღურიცხავი საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, გარდა იმ სახით გამოყენებისა, რომელიც უკავშირდება მათი გადამუშავების, გაუვნებელყოფისა და განთავსების აუცილებელ ღონისძიებებს.
12. საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვის, მოხმარებისა და გამოყენებიდან ამოღების პროცესში და ახალი მონაცემების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ვალდებულია შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეესტრში, ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ საინფორმაციო ფურცელსა და სხვა აუცილებელ დოკუმენტებში.
13. რეესტრში ცალკე იქმნება საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე გაცემული ნებართვების აღრიცხვის მონაცემთა ბანკი.
14. რეესტრის შენახვის ვადა განუსაზღვრელია.
15. საშიში ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და მათი რეგისტრაციის წესი განისაზღვრება დებულებით “საშიში ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და მათი რეგისტრაციის წესის შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან და კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით.
16. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებების ერთიან სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს და მათ რეგისტრაციას ახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
თავი VI
საშიში ქიმიური ნივთიერების შეფუთვა,
ნიშანდება და ეტიკეტირება
მუხლი 24. საშიში ქიმიური ნივთიერების შეფუთვა
1. საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის უზრუნველყოფისა და მისი სამომხმარებლო თვისებების შენარჩუნების მიზნით, ნივთიერების შემქმნელი ან მწარმოებელი ვალდებულია განსაზღვროს ნივთიერების შეფუთვის, ნიშანდებისა და ეტიკეტირების სახე (ტექნიკური საშუალება) და ნივთიერებას გაუკეთოს შესაბამისი წარწერა.
2. ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით, საშიში ქიმიური ნივთიერების შეფუთვა უნდა შეესაბამებოდეს აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს, წესებსა და ნორმებს.
3. საშიში ქიმიური ნივთიერება უნდა შეიფუთოს ჰერმეტულ, არააქტიური და გამძლე მასალისაგან დამზადებულ ტარაში, რომელსაც აქვს შესაბამისი ეტიკეტი და ნიშანი.
4. ტარა ორმაგად უნდა დაილუქოს, რათა გამოირიცხოს უცხო პირების მიერ მათი მთლიანობის დარღვევა.
5. საშიში ქიმიური ნივთიერების ტარა უნდა განსხვავდებოდეს არასაშიში ქიმიური ნივთიერების ტარისაგან.
6. აკრძალულია საშიში ქიმიური ნივთიერების ტარის მეორადი გამოყენება.
7. საშიში ქიმიური ნივთიერება უნდა შეიფუთოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.
8. საშიში ქიმიური ნივთიერების უსაფრთხო შეფუთვაზე და სახელმწიფო სტანდარტთან შეფუთვის შესაბამისობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.
მუხლი 25. საშიში ქიმიური ნივთიერების ნიშანდება და ეტიკეტირება
1. საშიში ქიმიური ნივთიერების იდენტიფიკაციისათვის, მასზე ინფორმაციის მისაღებად, ადამიანის ორგანიზმსა და გარემოზე ზემოქმედების ხასიათისა და ხარისხის მისანიშნებლად, უსაფრთხოების დაცვისა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველსაყოფად, საჭიროა ყველა საშიში ქიმიური ნივთიერების ნიშანდება და ეტიკეტირება.
2. ნიშნისა და ეტიკეტის შინაარსისადმი მოთხოვნებს აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.
3. ნიშნისა და ეტიკეტის ნიმუშების პროექტს შეიმუშავებს ამ ნივთიერების შემქმნელი ნივთიერების სახელმწიფო ექსპერტიზაზე წარდგენისა და სარეგისტრაციო განაცხადის შეტანის წინ.
4. პირები, რომლებიც იყენებენ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას, ვალდებულნი არიან შეუნარჩუნონ მას ნიშანდება და ეტიკეტირება.
5. საშიში ქიმიური ნივთიერების ნიშანი აღინიშნება ასოებით, სიტყვიერად ან სიმბოლურად. ნიშნის შინაარსი გულისხმობს ნივთიერების დასახელებას, ზემოქმედების ხასიათსა და საშიშროების კლასიფიკაციას.
6. ეტიკეტზე ზუსტად უნდა აისახოს საშიში ქიმიური ნივთიერების გამოკვლევის შედეგების შესახებ მონაცემები.
7. ეტიკეტზე უნდა აღინიშნოს შესაბამისი სიმბოლოები ან პიქტოგრამები, რომლებიც გამორიცხავს ყოველგვარ გაუგებრობას.
8. ეტიკეტზე უნდა მიეთითოს, რომ აკრძალულია შესაფუთი ტარის ან მასალის მეორადი გამოყენება.
9. ეტიკეტი მყარად უნდა მიმაგრდეს შესაფუთ ტარაზე ან მასალაზე.
10. ეტიკეტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საშიში ქიმიური ნივთიერების პარტიისა და სერიის შესახებ.
11. ეტიკეტზე აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს შესრულებული ქართულ და რამდენიმე უცხო ენაზე და ადვილად გასაგები გადამზიდავისა და პროფესიული მომხმარებლისათვის.
12. საექსპორტო საშიში ქიმიური ნივთიერების ეტიკეტი და ნიშანი უნდა განსხვავდებოდეს ქვეყნის შიგნით გამოსაყენებელი ნივთიერების ეტიკეტისა და ნიშნისაგან.
13. საშიში ქიმიური ნივთიერების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას.
14. შესაძლებელია ორი სახის ეტიკეტის გამოყენება:
ა) ეტიკეტი ტრანსპორტირებისათვის;
ბ) ეტიკეტი მოხმარებისათვის.
15. თუ საშიში ქიმიური ნივთიერების ზომების ან შეფუთვის ხასიათის გამო შეუძლებელია მისი ეტიკეტირება ან ნიშანდება, მაშინ შესაბამისი ინფორმაცია უნდა აისახოს თანდართულ საბუთებში.
16. საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესი განისაზღვრება დებულებით “საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესის შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო საუწყებათაშორისო საბჭოსთან შეთანხმებით.
17. საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების სახელმწიფო სტანდარტს, მოსალოდნელი საშიშროებისა და უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირში მიღებული სტანდარტული ფრაზების შემცველი სისტემის საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.
18. საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების სფეროში კონტროლს ახორციელებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.
თავი VII
ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო
სტანდარტი და ტექნიკური პირობები
მუხლი 26. ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო
სტანდარტი და ტექნიკური პირობები
1. ყველა ახალ საშიშ ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელმაც გაიარა სახელმწიფო ექსპერტიზა და რეგისტრაცია, აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშავდება სახელმწიფო სტანდარტი ან დგინდება ტექნიკური პირობები.
2. სახელმწიფო სტანდარტი ან ტექნიკური პირობები უნდა შეიცავდეს:
ა) მოთხოვნებს გამოყენებული ნედლეულისა და მასალისადმი;
ბ) მონაცემებს ნივთიერების მახასიათებლების, თვისებებისა და გამოყენების სფეროს შესახებ;
გ) მოთხოვნებს ნივთიერების ტრანსპორტირებისა და შენახვისადმი;
დ) მოთხოვნებს ნიშანდების, ეტიკეტირებისა და შეფუთვისადმი.
3. საექსპორტო და ქვეყნის შიგნით გამოსაყენებელ საშიშ ქიმიურ ნივთიერებაზე არ დაიშვება ორმაგი სტანდარტის გამოყენება.
4. ახალ საშიშ ქიმიურ ნივთიერებაზე სახელმწიფო სტანდარტს ან ტექნიკურ პირობებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.
5. ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო სტანდარტთან ან ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.
თავი VIII
საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოება,
იმპორტი და ექსპორტი
მუხლი 27. საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოება
1. საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოება დასაშვებია, თუ მან გაიარა სახელმწიფო ექსპერტიზა და რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით და თუ საწარმოს აქვს შესაბამისი ტექნოლოგია, ტექნიკური საშუალებანი, ჰყავს სპეციალურად მომზადებული მუშაკები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ კანონის, სანიტარიული წესებისა და ნორმების, აგრეთვე გარემოს დაცვის კანონმდებლობის პირობების შესრულებას.
2. თუ საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოებისას აღმოჩნდა, რომ საწარმო, ტექნიკური ან სხვა მიზეზით, ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილება საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოების შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის თაობაზე კანონმდებლობის დარღვევის მიზეზების სრულ აღმოფხვრამდე.
3. აკრძალულია განსაკუთრებით საშიში და ძლიერტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების წარმოება ქალაქებსა და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოების, საზოგადოებრივი, სამკურნალო-პროფილაქტიკური და ბავშვთა დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალდაცვით ზოლში, საკურორტო, აგრეთვე სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი) საშიშროების ზონებში.
4. საშიში ქიმიური ნივთიერებების წარმოების სანიტარიული უსაფრთხოების სფეროში კონტროლს ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.
5. საშიში ქიმიური ნივთიერებების წარმოების ტექნიკური უსაფრთხოების პირობებზე, აგრეთვე მანქანა-დანადგარებისა და აგრეგატების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.
მუხლი 28. საშიში ქიმიური ნივთიერების იმპორტი, ექსპორტი და
მათზე ნებართვის გაცემის წესი
1. საშიში ქიმიური ნივთიერების იმპორტი ან ექსპორტი დასაშვებია, თუ შესასყიდი ნივთიერება აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
2. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერების იმპორტის ან ექსპორტის განმხორციელებელმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა აღნიშნული პროცედურის ჩასატარებლად უნდა მიმართოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს.
3. თუ იმპორტირებული საშიში ქიმიური ნივთიერება არ არის შეტანილი ერთიან სახელმწიფო რეესტრში, მისი სახელმწიფო ექსპერტიზა, სახელმწიფო გამოცდა და რეგისტრაცია ტარდება იმავე წესითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონის მე-19-22-ე მუხლებით.
4. აკრძალულია:
ა) არარეგისტრირებული და ისეთი ახალი საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტი ან ექსპორტი, რომლებიც არ შეესაბამება წინასწარ დასაბუთებული თანხმობისა და ამ ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტის თაობაზე შეტყობინების სქემის მოთხოვნებს;
ბ) იმ საშიში ქიმიური ნივთიერების იმპორტი ან ექსპორტი, რომლის გამოყენებასაც კრძალავს იმპორტიორი ქვეყანა;
გ) არასწორად ეტიკეტირებული საშიში ქიმიური ნივთიერების იმპორტი;
დ) ქვეყანაში ნებისმიერი სახისა და დანიშნულების საშიში ქიმიური ნივთიერების არალეგალურად შემოტანა.
5. წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერების იმპორტიორს ან ექსპორტიორს უნდა ჰქონდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნებართვა.
6. წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი და მათზე ნებართვის გაცემის წესი განისაზღვრება დებულებით “საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის წესის შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით.
7. წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის სფეროში კონტროლს ახორციელებენ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური. (29.12.2006 N4262)
მუხლი 29. საშიში ქიმიური ნივთიერების მწარმოებლის ვალდებულებანი
1. საშიში ქიმიური ნივთიერების მწარმოებელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში;
ბ) უზრუნველყოს ნივთიერებების წარმოებისა და მოხმარების სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების დაცვა;
გ) შეიმუშაოს ნივთიერებებთან მუშაობის ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის სფეროში პასუხისმგებელ პირთა, საწარმოო უსაფრთხოების სამსახურისა და საწარმოს მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომზადების სასწავლო გეგმები და პროგრამები;
დ) განახორციელოს მუშაკთა სწავლება, მომზადება და ატესტაცია;
ე) მოამზადოს პროფესიული მომხმარებლის, სამედიცინო პერსონალის, აგრეთვე დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის სპეციალური სასწავლო-საინფორმაციო მასალა ნივთიერებების სწორი და უსაფრთხო წარმოების, ტრანსპორტირების, მოხმარების, მათთან მოპყრობისა და განსხვავებულ სიტუაციებში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, უსაფრთხოებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების შესახებ;
ვ) ჩაატაროს მუშაკთა წინასწარი (სამუშაოზე მიღებამდე) და პერიოდული სამედიცინო შემოწმებები;
ზ) შექმნას ადამიანის ორგანიზმსა და გარემოზე ნივთიერებების ზემოქმედების საწარმოო კონტროლის ეფექტიანი სისტემა;
თ) შეადგინოს საწარმოო კონტროლის სისტემის განხორციელების მეთოდები და წესები, ნივთიერებების თავისებურებებისა და შესასრულებელი სამუშაოს პირობების გათვალისწინებით, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით;
ი) რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია მუშაკებს მათ სამუშაო ადგილებზე საწარმოო-პროფესიული ფაქტორების შესახებ;
კ) აწარმოოს და სარეალიზაციოდ გაიტანოს მოხმარების სპეციფიკურობის გათვალისწინებით შესაბამისი სისუფთავისა და ხარისხის ნივთიერებები და მათი პროდუქტები;
ლ) გაატაროს ღონისძიებები ნივთიერებების ნარჩენების მინიმუმამდე შესამცირებლად და მკაცრად დაიცვას ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის და წყალში ჩაშვების წინ მათი შეგროვების, გადამუშავების, ნეიტრალიზაციისა და გაწმენდის წესები და პირობები;
მ) საკუთარი სახსრებით გაატაროს ღონისძიებები ნივთიერებებით დაბინძურებული ადგილების გაწმენდისა და გაუვნებელყოფისათვის;
ნ) წელიწადში ერთხელ შეატყობინოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს წარმოებაში არსებული ნივთიერებების ოდენობის შესახებ;
ო) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ნივთიერებების წარმოებისა და მოხმარებისას შექმნილი ავარიული სიტუაციებისა და ტექნოლოგიური პროცესების დარღვევის შესახებ;
პ) შეასრულოს კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებები, ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და მიწერილობები;
ჟ) დაიცვას მოქალაქეთა უფლებები ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში.
2. თუ საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოებისას აღმოჩნდა უარყოფითი შედეგი, რომელიც არ ემთხვევა ნივთიერების გამოცდის, სახელმწიფო ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დროს გამოვლენილ, აგრეთვე ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ საინფორმაციო ფურცელში შეტანილ მონაცემებს, საწარმოს ხელმძღვანელი ამას აცნობებს კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. (19.06.2007 N4960)
3. აკრძალულია არასტანდარტული საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოება და იმპორტი.
4. საშიში ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი ვალდებულია მოამზადოს ამ ნივთიერებების ან მათი პროდუქტების უსაფრთხოების მონაცემთა ნუსხა, რომელშიც აისახება მონაცემები ნივთიერების იდენტიფიკაციის, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ.
5. საშიში ქიმიური ნივთიერებების ან მათი პროდუქტების უსაფრთხოების მონაცემთა ნუსხას უნდა დაერთოს დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია მათი ტრანსპორტირებისა და მიწოდებისათვის.
6. მწარმოებელი საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს აწარმოებს და ინახავს იმ ოდენობით, რომლის გამოყენებასაც შეძლებს უახლოეს მომავალში.
7. თუ საშიში ქიმიური ნივთიერების შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევისას და წყალში ჩაშვებისას აჭარბებს გარემოში მისი კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმას, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
8. საშიში ქიმიური ნივთიერების მწარმოებელი ვალდებულია ჰქონდეს საწარმოს სანიტარიულ-ტექნიკური და ეკოლოგიური პასპორტები.
9. აკრძალულია საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოებისას ქალთა და არასრულწლოვანთა შრომის გამოყენება.
10. საშიში ქიმიური ნივთიერების მწარმოებელი ობიექტისათვის დგინდება სანიტარიული დაცვის ზონა.
11. სანიტარიული დაცვის ზონის შექმნის, მისი საზღვრების დადგენის და სარტყელის გამოყოფის წესი განისაზღვრება დებულებით “საშიში ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი ობიექტის სანიტარიული დაცვის ზონის შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.
12. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო წარმოების სფეროში კონტროლს ახორციელებენ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები. (19.06.2007 N4960)
მუხლი 30. საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელისა და მწარმოებლის
უფლება კომერციული საიდუმლოების დაცვაზე
1. საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელსა და მწარმოებელს უფლება აქვთ დაიცვან კომერციული საიდუმლოება ნივთიერების შემადგენლობისა და დასახელების შესახებ.
2. საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელმა და მწარმოებელმა წერილობით უნდა დაადასტურონ, რომ გასაიდუმლოებული ინფორმაცია არის კომერციული საიდუმლოება.
3. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, კომპეტენტური და სხვა სახელმწიფო ორგანოები და სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ კომერციული საიდუმლოების დაცვა.
4. საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელმა და მწარმოებელმა, ექსტრემალურ სიტუაციაში, გარემოსა და მოსახლეობისათვის მომეტებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მუშაკებსა და სამედიცინო დაწესებულებებს ამ ნივთიერების შესახებ უნდა მიაწოდონ სრული ინფორმაცია, მათ შორის, კომერციულიც.
5. საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელმა და მწარმოებელმა არაავარიულ სიტუაციაში წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებას უნდა წარუდგინონ საიდუმლო ინფორმაციის ის ნაწილი, რომლის ცოდნაც აუცილებელია ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მუშაკების პროფესიული და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევისთვის.
6. საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელსა და მწარმოებელს უფლება აქვთ მოითხოვონ კომერციული საიდუმლოების დაცვის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა.
თავი IX
საშიში ქიმიური ნივთიერების ტრანსპორტირება
მუხლი 31. საშიში ქიმიური ნივთიერების ტრანსპორტირება
1. საშიში ქიმიური ნივთიერების ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს საშიში ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები ყველა სახის ტრანსპორტისათვის (საზღვაო, სამდინარო, საჰაერო, სარკინიგზო, საავტომობილო) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. საშიში ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესს განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დებულებით “გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმებისა და მათი ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების შესახებ”.
3. საშიში ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირების სფეროში კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი X
საშიში ქიმიური ნივთიერების შენახვა
მუხლი 32. საშიში ქიმიური ნივთიერების შენახვაზე ნებართვის გაცემის წესი
1. საშიში ქიმიური ნივთიერების შენახვა დასაშვებია ტიპური პროექტით აშენებულ ან მოწყობილ საწყობებში, საცავებში ან სხვა სპეციალურ ნაგებობებში, რომლებიც არ არის განლაგებული ქალაქებსა და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოების, საზოგადოებრივი, სამკურნალო-პროფილაქტიკური და ბავშვთა დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალდაცვით ზოლში, საკურორტო, აგრეთვე სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი) საშიშროების ზონებში.
2. საშიში ქიმიური ნივთიერების შენახვა-დასაწყობება დასაშვებია მხოლოდ სასაწყობო მეურნეობის სანიტარიულ-ტექნიკური პასპორტის არსებობისას. ამ პასპორტს გასცემს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვისა და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ნებართვის საფუძველზე.
3. პასპორტი გაიცემა 3 წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი ორგანოები ნებართვის გასაგრძელებლად კვლავ ატარებენ საწყობის სრულ შემოწმებას.
4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც გასცემენ ნებართვას საშიში ქიმიური ნივთიერების შენახვაზე, ვალდებულნი არიან აღნიშნულის შესახებ შეატყობინონ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს.
მუხლი 33. საშიში ქიმიური ნივთიერების შესანახი ნაგებობები
1. საწყობში, საცავში ან სხვა სპეციალურ ნაგებობაში დასაშვებია მხოლოდ იმ საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და მათი პროდუქტების შენახვა, რომლებმაც გაიარეს სახელმწიფო ექსპერტიზა (ეკოლოგიური, ტექნიკური და სხვ.) და მიიღეს დადებითი დასკვნა.
2. ნაგებობა, სადაც საშიში ქიმიური ნივთიერებები ინახება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვენტილაციით, განათებით, პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქით, სპეცტანსაცმლით, გამაუვნებელი ხსნარებით, შესაბამისი ტემპერატურით, გამაფრთხილებელი ნიშნებითა და პირობებით, რომლებიც საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეუნარჩუნებს სამომხმარებლო თვისებებს.
3. დებულებას “საშიში ქიმიური ნივთიერებების შესანახი სასაწყობო მეურნეობის შესახებ” შეიმუშავებენ და ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.
4. საშიში ქიმიური ნივთიერებების შესანახი საწყობის ტიპურ პროექტს დებულების საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო.
5. საშიში ქიმიური ნივთიერებების სასაწყობო მეურნეობას უნდა ჰქონდეს სანიტარიული დაცვის ზონა.
6. საშიში ქიმიური ნივთიერებების სასაწყობო მეურნეობა მიუწვდომელი უნდა იყოს უცხო პირებისათვის.
7. სასაწყობო მეურნეობაში საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და მათი პროდუქტების მარაგი უნდა ინახებოდეს მინიმალური ოდენობით.
8. საშიში ქიმიური ნივთიერებების შესანახი საწყობის ტიპურ პროექტთან შესაბამისობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო.
მუხლი 34. საშიში ქიმიური ნივთიერების შენახვის წესი
1. საშიში ქიმიური ნივთიერება უნდა ინახებოდეს იმ წესით, რომელიც უზრუნველყოფს ნივთიერების სამომხმარებლო თვისებების შენარჩუნებას და გამორიცხავს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ავარიებს.
2. საშიში ქიმიური ნივთიერებების შენახვის წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულებით “გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმებისა და მათი ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ” და ინსტრუქციით “საშიში ქიმიური ნივთიერებების შენახვა-დასაწყობების შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.
3. პირები, რომლებიც ინახავენ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, პასუხს აგებენ მათი შენახვის უსაფრთხოებაზე.
4. საშიში ქიმიური ნივთიერებების შენახვის უსაფრთხოებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.
მუხლი 35. საშიში ქიმიური ნივთიერების შესანახი ნაგებობის შემოღობვა
და მისი გამაფრთხილებელი ნიშნებით აღჭურვა
1. საშიში ქიმიური ნივთიერებების შესანახი ნაგებობის დაცვის უზრუნველსაყოფად, უცხო პირთა ტერიტორიაზე დაუშვებლობისა და ამ ნივთიერებების ზემოქმედებისაგან მათი დაცვის მიზნით საწყობის ტერიტორია უნდა შემოიღობოს და აღიჭურვოს გამაფრთხილებელი ნიშნებით.
2. ამოღებულია (19.06.2007 N4960)
თავი XI
საშიში ქიმიური ნივთიერების მოხმარება
მუხლი 36. საშიში ქიმიური ნივთიერების მოხმარება
1. საშიში ქიმიური ნივთიერების მოხმარება დასაშვებია, თუ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოირიცხა მისი მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.
2. საშიში ქიმიური ნივთიერების მოხმარება დასაშვებია მხოლოდ იმ სფეროებში, რომლებიც მითითებულია საშიში ქიმიური ნივთიერებების რეესტრსა და ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ საინფორმაციო ფურცელში.
3. საშიში ქიმიური ნივთიერების მომხმარებელი უნდა ფლობდეს სპეციალურ ტექნიკურ საშუალებებს, ხოლო შესაბამის ორგანოებს ევალებათ შეამოწმონ მათი მდგომარეობა ნივთიერების უსაფრთხო მოხმარებისათვის.
4. აკრძალულია იმ ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების მოხმარება, რომელიც არ არის შეტანილი საშიში ქიმიური ნივთიერებების რეესტრში.
5. სამეურნეო ბრუნვაში არსებული საშიში ქიმიური ნივთიერებების მოხმარება დასაშვებია ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების რეკომენდაციის საფუძველზე.
თავი XII
საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების
შეზღუდვა და აკრძალვა
მუხლი 37. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვის ან
აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება
1. კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ზღუდავს ან კრძალავს საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებას, თუ:
ა) მისი გამოყენებისას აღმოჩნდება ნივთიერების ახალი თვისებები და მახასიათებლები, რომლებიც საჭიროებენ მონაცემებს უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების შესახებ;
ბ) მისი გამოყენებისას არსებული უსაფრთხოების ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას.
2. თუ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვა ვერ შეამცირებს მავნე ზემოქმედებას განსაზღვრულ დონემდე, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო კრძალავს ამ ნივთიერების გამოყენებას.
3. გადაწყვეტილება საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების აკრძალვის შესახებ ქვეყნდება მისი გამომწვევი მიზეზების მითითებით.
4. საშიში ქიმიური ნივთიერების მწარმოებელს, იმპორტიორს ან ექსპორტიორს, რომლებსაც ეხებათ ეს გადაწყვეტილება, ეგზავნებათ წერილობითი შეტყობინება საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის თაობაზე.
5. იმ საშიში ქიმიური ნივთიერებების მკაცრი შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ექვემდებარება წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გზავნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის შესაბამის ქვედანაყოფში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება საშიში ქიმიური ნივთიერების გამოუყენებელ მარაგზე, რომელიც შესაბამისი წესით ამოღებულ უნდა იქნეს, აგრეთვე საექსპორტოდ წარმოებულ ან გადამუშავების პროცესში მყოფ ნივთიერებაზე.
7. საშიში ქიმიური ნივთიერების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აკრძალულია მისი გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც დაკავშირებულია ამ ნივთიერების გადამუშავების, გაუვნებელყოფისა და განთავსების აუცილებელ ღონისძიებებთან.
8. შეზღუდვა ან აკრძალვა შეიძლება ასევე შეეხოს საშიში ქიმიური ნივთიერების:
ა) წარმოების ტექნოლოგიებს;
ბ) მოხმარების სფეროებს;
გ) გამოყენების წესებსა და მეთოდებს;
დ) მწარმოებელ, მიმწოდებელ და მომხმარებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიუხედავად საკუთრებისა და მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;
ე) გამოყენების ფორმებს;
ვ) შეცვლას შედარებით უსაფრთხო ნივთიერებებით.
9. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვა ან აკრძალვა დასაშვებია აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.
10. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის წესი და პროცედურა განისაზღვრება დებულებით “საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის წესის შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით.
თავი XIII
საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ
ინფორმაციის გაცვლა
მუხლი 38. საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ ინფორმაციის გაცვლა
1. საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ ინფორმაციის გაცვლა ხდება მისი კონტროლის კოორდინაციის მიზნით.
2. ინფორმაციის გაცვლა ხდება ოფიციალურად და არაოფიციალურად.
3. ინფორმაციის ოფიციალური გაცვლა ხდება ოფიციალური მექანიზმებისა და პროცედურების მეშვეობით:
ა) დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის;
ბ) სამთავრობო დაწესებულებებს შორის;
გ) საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის;
დ) ფინანსირებადი პროექტების ფარგლებში.
4. ინფორმაციის არაოფიციალური გაცვლა ხდება, თუ:
ა) ერთი მხარე მეორეს სთხოვს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დახმარების გაწევას;
ბ) ორივე მხარე ნებაყოფლობით თანხმდება ერთობლივი სამუშაოების ჩატარებაზე.
5. ინფორმაციის გაცვლა წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის მოთხოვნათა შესაბამისად ხდება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მეშვეობით.
6. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის გაცვლა, რომელიც განეკუთვნება კომერციულ საიდუმლოებას.
თავი XIV
საშიში ქიმიური ნივთიერების
გამოყენებიდან ამოღება
მუხლი 39. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებიდან ამოღება
1. თუ საწარმოში დაგროვდა საშიში ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მოსახმარად უვარგისია, საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია ჩააბაროს ისინი გადასამუშავებლად ან გაუვნებელსაყოფად ამ ნივთიერებების შემდგომი განთავსების მიზნით.
2. საწარმო ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს უვარგისი საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებიდან ამოღება, დროებით შენახვა, ტრანსპორტირება, გაუვნებელყოფა და განთავსება.
3. საწარმო ვალდებულია აღნიშნული ღონისძიებების გატარების ვადებისა და სამუშაოების შესახებ ოფიციალურად აცნობოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს.
4. საშიში ქიმიური ნივთიერებების ნარჩენების გაუვნებელყოფა და განთავსება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი XV
საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებული
სარეკლამო საქმიანობა
მუხლი 40. საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებული
სარეკლამო საქმიანობა
1. საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებული სარეკლამო საქმიანობა უნდა დაეყრდნოს მისი გამოკვლევის შედეგებსა და ტექნიკურ ინფორმაციას.
2. აკრძალულია:
ა) საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ არასათანადო სარეკლამო ინფორმაციის გავრცელება;
ბ) ქვეყანაში გამოსაყენებლად მკაცრად შეზღუდული ან აკრძალული საშიში ქიმიური ნივთიერების რეკლამირება.
3. საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ სარეკლამო საქმიანობაზე კონტროლი ხორციელდება “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
თავი XVI
საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას
შექმნილი საგანგებო მდგომარეობის
თავიდან აცილების ღონისძიებები
მუხლი 41. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას
შექმნილი საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილება
1. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას საგანგებო მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად საწარმოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ნივთიერებისადმი უსაფრთხო მოპყრობის მოთხოვნების და ტექნიკური უსაფრთხოების წესების შესრულება.
2. ავარიებისა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილების მოსალოდნელი შედეგების ლიკვიდაციის, მუშაკების და მოსახლეობის დაცვისა და სამედიცინო დახმარების გასაწევად მზადყოფნის მიზნით, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საშიში ქიმიური ნივთიერებების გამომყენებელი ობიექტის ხელმძღვანელები შეიმუშავებენ:
ა) შესაძლო ავარიებისა და საგანგებო მდგომარეობათა ნუსხას, მათი შედეგების პროგნოზირებით;
ბ) ავარიებისა და საგანგებო მდგომარეობისადმი მზადყოფნისა და მოქმედების უზრუნველყოფის ღონისძიებათა, მათ შორის, მუშაკებისა და მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის გეგმებს და გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმებს;
გ) საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებიდან უსაფრთხო ამოღებისა და განთავსების ტექნოლოგიურ სქემებსა და მეთოდებს;
დ) აჩერებენ საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების პროცესებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში.
3. ადგილებზე მუშაკებისაგან იქმნება საავარიო-სამაშველო ჯგუფები.
4. საწარმო უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობის ოპერატიული საშუალებებით.
მუხლი 42. საგანგებო მდგომარეობაში მოქმედების გეგმა
1. ყველა საწარმოს ხელმძღვანელი, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით, ვალდებულია შეიმუშაოს საგანგებო მდგომარეობაში მოქმედების გეგმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით. (19.06.2007 N4960)
2. საგანგებო მდგომარეობაში მოქმედების გეგმა მუშავდება იმ საშიში ქიმიური ნივთიერების სპეციფიკისა და მახასიათებლების გათვალისწინებით, რომლებსაც იყენებს საწარმო. გეგმა უნდა ითვალისწინებდეს მოქმედებათა რიგითობას, აგრეთვე:
ა) ავარიული სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მოსახლეობის ოპერატიულ გაფრთხილებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ; (19.06.2007 N4960)
ბ) პირთა სიას, რომლებიც პასუხს აგებენ ავარიის ლიკვიდაციაზე, მათ ფუნქციებს და მისამართებს;
გ) საგანგებო მდგომარეობის ლიკვიდაციისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების სიას;
დ) საკუთარი ავარიული სამსახურის მოქმედების რიგითობასა და ხასიათს;
ე) იმ დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება ჩაერთონ საგანგებო მდგომარეობის ლიკვიდაციაში, მათ ამოცანებს, ფუნქციებს, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო ორგანიზაციების მობილიზაციის პირობებს.
მუხლი 43. საავარიო სამსახური
1. ავარიებისა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილების და ლიკვიდაციის მიზნით, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საწარმოებში, სამუშაოთა ორგანიზებისა და განხორციელებისათვის იქმნება სპეციალური საავარიო სამსახური.
2. საავარიო სამსახურს უძღვება საწარმოს ხელმძღვანელი.
3. საავარიო სამსახურის ფუნქციებია:
ა) საგანგებო მდგომარეობის პროგნოზირება;
ბ) საწარმოს სხვადასხვა უბანზე საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესის უსაფრთხოების ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) ტექნოლოგიური პროცესების, დანადგარების, მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად საშიშროების შემთხვევების პროგნოზირება;
დ) საწარმოს უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მუშაკების უსაფრთხოების ტექნიკის ცოდნის უზრუნველყოფა და მათი პერიოდული კონტროლი;
ე) იმიტირებულ ავარიებზე ვარჯიშების ორგანიზება და ჩატარება;
ვ) საწარმოს უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ტანსაცმლით, აირწინაღებით, საწარმოს სპეციფიკის გათვალისწინებით საჭირო ტექნიკური და სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა;
ზ) რეგიონულ საავარიო სამსახურთან კავშირი და მასთან ერთობლივად მოქმედება.
მუხლი 44. ინფორმაციის გავრცელება საშიში ქიმიური ნივთიერების
გამოყენებისას მომხდარი ავარიებისა და საგანგებო
მდგომარეობის შესახებ (19.06.2007 N4960)
თუ ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საწარმოში მოხდა ავარია საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოების, ტრანსპორტირების, მოხმარების, შენახვის, გაუვნებლების, გამოყენებიდან ამოღების ან სხვა სახით გამოყენების დროს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით, ფართო საზოგადოებასა და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინონ ინფორმაცია:
ა) ავარიის ხასიათსა და მასშტაბზე;
ბ) საწარმოში გამოყენებული ნივთიერების ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების სახესა და სიმძლავრეზე;
გ) იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს ნივთიერების ზემოქმედება;
დ) იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აუცილებელია განხორციელდეს ავარიის შედეგების შესამცირებლად.
მუხლი 45. ავარიით გამოწვეული უბედური შემთხვევების გამოკვლევა
1. საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოების, ტრანსპორტირების, მოხმარების, შენახვის, გამოყენებიდან ამოღების, გაუვნებელყოფისა და განთავსების დროს წარმოქმნილი ავარიით გამოწვეული ინდივიდუალური ან მასობრივი მწვავე მოწამვლები და უბედური შემთხვევები ექვემდებარება აუცილებელ გამოკვლევას.
2. გამოკვლევა ტარდება დროულად და სრული მოცულობით, გამომწვევი მიზეზების დასადგენად და განმეორებითი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით კომპლექსური ღონისძიებების შესამუშავებლად.
3. უბედური შემთხვევების გამოკვლევა და აღრიცხვა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ავარიებისა და უბედური შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზედაც მოსალოდნელია ავარიებისა და უბედური შემთხვევების შედეგების გავრცელება.
თავი XVII
საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაცემა. მუშაკთა კვალიფიკაცია.
საწარმოში საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა აღრიცხვა
მუხლი 46. საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. საწარმოების თანამდებობისა და პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც იყენებენ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას, უფლება აქვთ მიიღონ სრული ინფორმაცია ნივთიერების, აგრეთვე უსაფრთხოების ზომების შესახებ მისი გამოყენების დაწყებამდე. შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოფაზე პასუხს აგებენ საწარმოს ხელმძღვანელები.
2. სამუშაოთა ჩატარება აღნიშნული ინფორმაციის უქონლობისას აკრძალულია.
3. მიმწოდებელი ან მწარმოებელი ვალდებულია საშიში ქიმიური ნივთიერების მიმღებს გადასცეს სრული ინფორმაცია ამ კანონის შესაბამისად.
მუხლი 47. საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ ინფორმაციის გადაცემა
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, კომპეტენტური და სხვა სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნით, საშიში ქიმიური ნივთიერების გამომყენებელი საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადასცეს მათ ინფორმაცია გამოყენებული ნივთიერების მოცულობისა და ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, გარდა კომერციული საიდუმლოებისა.
მუხლი 48. მუშაკთა კვალიფიკაცია
1. მუშაკები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, ვალდებულნი არიან ჰქონდეთ სპეციალური მომზადება შრომის დაცვის, ტექნიკური უსაფრთხოებისა და სამრეწველო სანიტარიის საკითხებში. 2. მუშაკთა კვალიფიკაციის დონე დასტურდება სპეციალური მოწმობით – სერტიფიკატით.
3. სერტიფიკატი ექვემდებარება პერიოდულ განახლებას.
4. მუშაკები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადიან წინასწარ (სამუშაოზე მიღებისას) და პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას. მათთვის განისაზღვრება პროფესიათა მავნებლობა, დამატებითი შვებულებების ხანგრძლივობა, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა, შემოკლებული სამუშაო დღე და სხვა შეღავათები, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 49. საშიში ქიმიური ნივთიერების აღრიცხვა საწარმოში
1. საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას, ახდენენ მათ ტრანსპორტირებას, შენახვას, მოხმარებას, გამოყენებიდან ამოღებას, გადამუშავებას, გაუვნებელყოფასა და განთავსებას, ვალდებულნი არიან ჰქონდეთ ნივთიერების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი.
2. ჟურნალში აღირიცხება:
ა) ნივთიერების სახელწოდება, სარეგისტრაციო და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) საწარმოს დასახელება, საიდანაც მიღებულია ან რომელსაც გადაეცა ნივთიერება;
გ) ნივთიერების მიღებისა და გაცემის ვადები;
დ) ნივთიერების სრული (ტარით) და სუფთა წონა;
ე) დოკუმენტი, რომლითაც ხდება ნივთიერების მიღება, წარმოება და გაცემა;
ვ) ნივთიერების სახეობა და რაოდენობა (მოცულობა) საწარმოში მიღების ან მისი გაცემის შემდეგ;
ზ) წარმოებული ნივთიერების ან მისი პროდუქტებისა და მასალის ხარისხის საკონტროლო შემოწმების შედეგები;
თ) ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების კონტროლის მიზნით ჩატარებული ლაბორატორიული შემოწმების შედეგები;
ი) მონაცემები ნივთიერების გაჟონვის, ემისიის, ჩაშვების, ნებისმიერი სახით გამოვლენილი ან რეგისტრირებული საშიშროების, ავარიისა და სხვა უარყოფითი შედეგების შესახებ;
კ) ნივთიერებასთან დაკავშირებით სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ჩანაწერები.
3. საშიში ქიმიური ნივთიერების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი სახის ინსპექტირებისათვის.
4. ჟურნალში ჩანაწერების ფორმა და შინაარსი, განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავარია, ემისია, ჩაშვება, მოწამვლა, ტრავმა და სხვ.), გამოყენებულ უნდა იქნეს ანალიზისა და ანგარიშისათვის, ან სპეციალურ მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად.
5. ჟურნალის სწორად წარმოებაზე პასუხს აგებს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი.
6. საშიში ქიმიური ნივთიერების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმასა და შენახვის ვადებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.
7. აკრძალულია საშიში ქიმიური ნივთიერების მიღება და გაცემა შესაბამისად გაფორმებული დოკუმენტებისა და ჩანაწერების გარეშე.
თავი XVIII
პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
მუხლი 50. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი XIX
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 51. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
1. ამ კანონთან დაკავშირებით 1999 წლის 1 მაისამდე მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება “საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების რეგულირების საუწყებათაშორისო საბჭოს შექმნის თაობაზე”;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება “საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების რეგულირების საუწყებათაშორისო საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე”;
გ) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო ექსპერტიზისა და სახელმწიფო გამოცდის წესისა და პროცედურის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”;
დ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოცდის მეთოდების სტანდარტების შესახებ”;
ე) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრების ერთობლივი ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და მათი რეგისტრაციის წესის შესახებ”;
ვ) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ”;
ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ”;
თ) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”;
ი) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება “საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის თაობაზე საინფორმაციო ფურცლის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”;
კ) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრების ერთობლივი ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის წესის თაობაზე” დებულების დამტკიცების შესახებ”;
ლ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების შეფუთვის სახელმწიფო სტანდარტის შესახებ”;
მ) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”;
ნ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების სახელმწიფო სტანდარტის შესახებ”;
ო) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება “ახალ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე სახელმწიფო სტანდარტისა და ტექნიკური პირობების შესახებ”;
პ) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”;
ჟ) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი ობიექტის სანიტარიული დაცვის ზონის შესახებ”;
რ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება “საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან უსაფრთხო მუშაობის ერთიანი გამაფრთხილებელი ფერებისა და ნიშნების სახელმწიფო სტანდარტის შესახებ”;
ს) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”;
ტ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებისა და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპქციის უფროსის ერთობლივი ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების შესანახი სასაწყობო მეურნეობის შესახებ”;
უ) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების შესანახი საწყობების ტიპური პროექტის შესახებ”;
ფ) საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების შენახვა-დასაწყობების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”;
ქ) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება “მეთოდური რეკომენდაციები საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა შრომის პირობებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”;
ღ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებისა და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის ერთობლივი ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების სასაწყობო მეურნეობის სანიტარიულ-ტექნიკური პასპორტის ფორმისა და გაცემის წესის შესახებ”;
ყ) საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის ბრძანება “საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების პროცესში მანქანა-დანადგარებსა და აგრეგატებზე სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის შესახებ”.
2. “ცალკეულ პროფესიათა, საქმიანობის უფლების ან ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 მაისის ¹ 275 ბრძანებულების შესაბამისად განისაზღვროს:
ა) საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა იმ პროფესიების, საქმიანობის უფლებათა და ნებართვათა ნუსხა, რომელთა მისაღებად საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;
ბ) საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა პროფესიების, საქმიანობის უფლებების ან ნებართვების მისაღებად ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების წესი;
გ) იმ დაავადებების, ფიზიკური ანომალიებისა და მდგომარეობის ჩამონათვალი, რომელთა ქონაც ეწინააღმდეგება ცალკეული პროფესიების, საქმიანობის უფლებებისა და ნებართვების მიღებას;
დ) საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების წესები, მოცულობა და პერიოდულობა.
თავი XX
დასკვნითი დებულება
მუხლი 52. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 მაისიდან.