ყურე — ხმელეთში ღრმად შეჭრილი
ოკეანის,
ზღვის ან
ტბის ნაწილი, რომელსაც არ გააჩნია წყლასატევის ძირითად ნაწილთან თავისუფალი წყლის მიმოცვლა.
ყურის ნაირსახეობებია:
- უბე
- ესტუარი
- ფიორდი
- ლიმანი,
- ლაგუნა და სხვა.
მსოფლიო ოკეანის უდიდეს ყურეებს მიეკუთვნებიან: ალასკის, ბენგალის, ბისკაის, დიდი ავსტრალიური, გვინეის ყურეები.
ზოგიერთ შემთხვევაში სახლეწოდება "ყურე" დაკავშირებულია წყალსატევთან, რომელიც თავისი ჰიდროლოგიური რეჟიმის მიხედვით ზღვას წარმოადგენს (მაგალითად, მექსიკის ყურე, ჰუდსონის ყურე, სპარსეთის ყურე, მექსიკის ყურე, კალიფორნიის ყურე).
ესტუარი
ესტუარი (ლათ. aestuarium - ზღვის მოქცევით წალეკილი ნაპირი), მდინარის ერთტოტიანი ძაბრისებურად გაფართოებული შესართავი. წარმოიქმნება მაშინ, როცა მდინარის მოტანილი მყარი მასალა შესართავთან კი არ ილექება, არამედ ზღვის დინებას ან მიმოქცევას ზღვაში შეაქვს. ესტუართან ზღვა ძალიან ღრმაა.
ფიორდი ვიწრო ყურეა, რომელიც ზღვის მთიან სანაპიროზე გვხვდება. მისი კალთები კლდოვანი, მაღალი და ციცაბოა. ფიორდები მრავლადაა სკანდინავიაში.
No comments:
Post a Comment