Wednesday, February 24, 2010

მჟავა

მჟავა

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მჟავები – ეწოდება რთულ ნივთიერებებს, რომელთა მოლეკულების შემადგენლობაში შედის წყალბადატომები, ამ უკანასკნელთ მეტალის ატომებით ჩანაცვლების ან მათთან გაცვლის უნარი აქვთ. მჟავები ისეთ ელექტროლიტებია, რომლებიც წყალხსნარებში დისოცირდებიან და წარმოქმნიან წყალბად–იონებს. მაგალითად:
HCl = H+ + Cl_
HNO3 = H+ + SO42-
როგორც ჩანს, მჟავების დისოციაციით წყალხსნარებში წარმოიქმნება წყალბად–იონები და მჟავას ანიონები.
მჟავათა ძალა დამოკიდებულია მათი დისოციაციის ხარისხზე.

ჟანგბადიანი მჟავები 

მთავარი სტატია : ჟანგბადიანი მჟავები.
ნებისმიერი მჟავა შეიცავს წყალბადს და ელემენტს, რომელიც წყალბადთან ერთად მჟავას წარმოქმნის. ზოგიერთი მჟავა ამ ორი ელემენტის გარდა ჟანგბადსაც შეიცავს, ასეთ მჟავებს ჟანგბადიანი მჟავები ეწოდება. შესაბამისად, შედგენილობის მიხედვით გვაქვს ჟანგბადიანი და უჟანგბადო მჟავეები. მეტალის ატომებით ჩანაცვლების უნარის მქონე წყალბადის ატომების რიცხვით განასხვავებენ ერთფუძიან, ორფუძიან და სამფუძიან მჟავებს.
ერთფუძიანია:HCl, HF, HBr, HNO3
ორფუძიანია:H2S, H2SO4, H2SO3, H2CO3
სამფუძიანია:H3PO4, H3BO3.

მჟავათა სახელწოდებები 

მჟავა
მჟავას დასახელება მჟავას ფორმულა
მარილმჟავა(ქლორწყალბადმჟავა) HCl
ფტორწყალბადმჟავა HF
ბრომწყალბადმჟავა HBr
გოგირდწყალბადმჟავა H2S
აზოტმჟავა HNO3
გოგირდმჟავა H2SO4
გოგირდოვანი მჟავა H2SO3
ნახშირმჟავა H2CO3
ქლორის მჟავა HClO4
ფოსფორმჟავა H3PO4
სილიციუმის მჟავა H2SiO3
მეტაფოსფორმჟავა HPO3

თვისებები 

მარილმჟავა, აზოტმჟავა, გოგირდმჟავა და ზოგი სხვა მჟავა უფერო სითხეებია. ფოსფორმჟავა, ბორისმჟავა, მეტაფოსფორმჟავა და სხვ. მყარი კრისტალური ნივთიერებებია. თითქმის ყველა მჟავა იხსნება წყალში და მიღებულ ხსნარს აქვს მჟავე გემო. მკვახე ხილის მჟავე გემო გამოწვეულია სხვადასხვა ორგანული მჟავებით. სილიციუმის(H2SiO3) მჟავა წყალში უხსნადია. მჟავათა ხსნარები ფერს უცვლის ინდიკატორებს. მჟავას ხსნარში ლაკმუსი წითლდება, მეთილნარინჯი ვარდისფერი ხდება, ფენოლფთალეინი ფერს არ იცვლის.
მჟავები ქიმიურად მეტად აქტიური ნივთიერებებია. ბევრ ნივთიერებასთან ისინი ჩვეულებრივ ტემპერატურაზეც ენერგიულად რეაგირებენ: 1.მჟავა ურთიერთქმედებს ფუძესთან, მიიღება მარილი და წყალი:
HNO3+NaOH=NaNO3+H2O
H2SO4+2KOH=K2SO4+2H2O

2 comments: