Sunday, March 28, 2010
გოგირდი
S | 16 |
32,066 | |
3s²3p4 | |
გოგირდი |
ფიზიკური თვისებები
გოგირდი ყვითელი მყიფე კრისტალური ნივთიერებაა, სითბოსა და ელექტრობის ცუდი გამტარია. წყალში გოგირდი არ იხსნება, კარგად იხსნება გოგირდნახშირბადში CS2 და ეთერში (C2H2)2O.გოგირდის რამდენიმე ალოტროპული სახესხვაობაა ნობილი. ასეთია რომბული, პრიზმული და პლასტიკური.ოთახის ტემპერატურაზე მდგრადია რომბული გოგირდი, 96 °–ზე და უფრო მაღლა მდგრადია პრიზმული გოგირდი. რომბული გოგირდი ლღვება 113°–ზე, ადუღებამდე გაცხელებული გოგირდი რომ ცივ წყალში ჩავასხათ, გაცივებისას მივიღებთ პლასტიკურ გოგირდს, რომელიც რამდენიმე საათში მყიფე ხდება, ყვითლდება და ბოლოს რომბულ გოგირდად იქცევა. რომბული და პლაზმური გოგირდის მოლეკულების შედგენილობა ერთნაირია, თითოეული მოლეკულა 8 ატომისაგან შედგება S8. მაგრამ რომბულ კრისტალებში მოლეკულების წყობა სხვაგვარია ვიდრე პრიზმულში. ეს არის ალოტროპიის ერთ–ერთი სახე, პოლიფორმიზმი ეწოდება. პოლიმორფიზმი არის ზოგიერთი მარტივი და რთული ნივთიერების მიერ სხვადასხვა კრისტალური ფორმის სახესხვაობის წარმოქმნის უნარი.
გოგირდის მიღება
თვითანაბადი გოგირდის მოპოვება საბადოებიდან შედარებით ადვილია. საბადოში მილით ჩაუშვებენ გახურებეულ ორთქლს მაღალი წნევის ქვეშ და მეორე მილით ამოაქვთ გალღობილი გოგირდი.თვითნაბადი გოგირდის გარდა გოგირდს ღებულობდნენ გოგირდწყალბადისა და ჰაერის გატარებით გააქტივებულ ნახშირზე, რომელიც კატალიზატორის როლს ასრულებს:
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- 2H2S + O2 → 2H2O + 2S
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- SO2 + C → CO2 + S
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- FeS2 → FeS + S
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
ქიმიური თვისებები
ქიმიურად გოგირდი აქტიური მეტალოიდია. ის მრავალ ელემენტს უერთდება, ელექტრონული გარე გარსის შევსებამდე გოგირდის ატომს ორი ელექტრონი აკლია. მაშასადამე, გოგირდი უერთდება ისეთ ელემენტებს, რომლებიც ადვილად გასცემენ თავის სავალენტო ელექტრონებს. ასეთია პირველ რიგში მეტალები და წყალბადი. მაშასადამე, გოგირდი ძლიერი მჟანგავია. ამას გარდა გოგირდი მრავალ მეტალოიდსაც უერთდება. ის ადვილად შედის რეაქციაში ჟანგბადთან. ჰაერზე ანთებისას გოგირდი ცისფერი ალით იწვის და წარმოქმნის ძირითადად გოგირდის ორჟანგს:-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- S + O2 → SO2
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
ჟანგბადის არეში გოგირდის წვა ენერგიულად მიმდინარეობს. გოგირდის ორჟანგის დაჟანგვით მიიღება გოგირდის ანჰიდრიდი SO3.
ქლორთან გოგირდი წარმოქმნის S2Cl2, SCl2–ს. ნახშირბადთან – გოგირდნახშირბადს CS2–ს, ფოსფორთან P2S3–ს და ა. შ.
გოგირდის გამოყენება
გოგირდი მრავალგვარ გამოყენებას ჰპოვებს. სოფლის მეურნეობაში დიდი გამოყენება აქვს გოგირდის მტვერს ვაზის მავნებლებთან ბრძოლაში. გოგირდი ხმარდება შავი დენთისა და ასანთის წარმოებას. იხმარება აგრეთვე მედიცინაში, დიდი რაოდენობით ხმარდება გოგირდი გოგირდჟავას და გოგირდის სხვა ნაერთების დამზადებას.ნედლი კაუჩუკის გოგირდთან გაცხელებით მიიღება რეზინი. კაუჩუკის რეზინად გარდაქმნას ვულკანიზაცია ეწოდება. გოგირდის დახმარებით კაუჩუკიდან მზადდება საბურავები, მილები, შლანგები, ჩექმები და სხვ.
გოგირდი ბუნებაში
გოგირდი ბუნებაში გვხვდება თავისუფალ მდგომარებაში (თვითნაბადი გოგირდი) და ნაერთების სახით. თვითნაბად გოგირდს ვხვდებით ჩამქრალი ან მოქმედი ვულკანების ახლოს.გოგირდის საბადოები მოიპოვება თურქმენეთში, ყარაყუმის უდაბნოში, უზბეკეთში, კავკასიაში, ქერჩის ნახევარკუნძულზე და ვოლგისპირეთში.გოგირდის ნაერთებიდან ძლიერ გავრცელებულია სულფიდები (გოგირდის ნაერთები მეტალებთან). ბევრი მათგანი მეტალების მოსაპოვებლად გამოიყენება, ასეთია რკინის ალმადანი FeS2,სპილენძის ალმადანი CuFeS2, სპილენძის კრიალა Cu2S, ტყვიის კრიალა PbS, თუთიის კრიალა ZnS და სხვა.
საკმაოდ გავრცელებულია ბუნებაში გოგირდმჟავას მარილები, მაგალითად თაბაშირი CaSO4 • 2H2O, ბარიტი BaSO4 და სხვა. ყურე ყარა–ბოღაზგოლი ყოველწლიურად იძლევა მილიონობით ტონა მირაბილიტს – ათ მოლეკულა წყალთან დაკრისტალებულ ნატრიუმ–სულფატს NaSO4 • 10H2O, მწარე მარილს MgSO4 • 7H2O.
თვითნაბადი გოგირდის სუბლიმაციით (აქროლებით) მიიღება გოგირდის მტვერი, ხოლო გამოდნობით ღებულობენ კოშტოვან გოგირდს.
გალერეა
გოგირდის გროვა ჩრდილოეთ ვანკუვერში, კანადაში |
მეტალები
ელემენტების სამ-მეოთხედზე მეტი მეტალებია. ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა მეტალი მყარია, მხოლოდ ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში. მეტალთა უმრავლესობა მკვრივი და ბზინვარეა, თანაც ადვილად ყალიბდება, ამიტომ მრავალნაირად გამოიყენებენ. მეტალები ელექტროდენს და სითბოს კარგად ატარებენ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მტკიცეა. მეტალები ჭედადია, ბევრი მათგანი პლასტიკურიცაა.
გარდა მსგავსებისა მეტალებს შორის განსხვავებაც არსებობს. ისეთები როგორებიცაა: კალა,ტყვია და ალუმინი, რკინისა და სპილენძისგან განსხვავებით, უფრო რბილი, სუსტი და შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დნობადი მეტალებია.
ზოგიერთი მეტალები როგორიცაა:კალიუმი და ნატრიუმი, რეაქციაში კარგად შედის, ზოგი კი მაგალითად: ოქრო, და პლატინა, არააქტიურია, ოქრო ბუნებაში სუფთა სახითაა აღმოჩენილი. დანარჩენ მეტალთა უმეტესობა ქანებში მინერალების სახით მოიპოვება, სადაც ისინი არამეტალებთან ერთადაა.მაგალითად რკინის ძირითადი მინერალები, რკინისა და ჟანგბადის ნაერთებია.
მეტალების გამყარება შესაძლებელია მათი გადნობითა და შენადნობების დამზადებით.
აქტივობების რიგი
ქიმიური აქტიურობის მიხედვით დალაგებულ მეტალთა მწკრივს აქტივობის მწკრივი ეწოდება:
Li,K,Ca,Na,Mg,Al,Zn,Cr,N,Fe,Sn,Pb,[H],Cu,Ag,Hg,Pt,Au
აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივ მოთავსებული მატალები აძევებს წყალბადს მჟავას ხსნარიდან, მარჯვნივ მოთავსებული მატალები კი_ვერა.
აქტიური მეტალების გამოყოფა მათი შემცველი მინერალებიდან ძნელია, მაშინ როცა ნაკლებად აქტიური მეტალები შეიძლება დამოუკიდებელი სახითაც არსებობდეს. ნატრიუმსა და კალიუმს ნავთში ინახავენ, რადგან ისინი ძალზე აქტიურად ურთიერთქმედებენ წყალსა და ჰაერთან. სპილენძი ნაკლებად აქტიური მეტალია. იგი მილების, ცხელი წყლის ავზებისა და ელექტროსადენების დასამზადებლად გამოიყენება.
მეტალთა საერთო ქიმიური თვისებები
მეტალთა ქიმიური თვისებებიდან ყველაზე მეტი საერთო თვისება მდგომარეობს იმაში, რომ მათი ატომები შედარებით ადვილად გასცემენ ელექტრონებს და გარდაიქმნებიან დადებითად დამუხტულ იონებად. ქიმიურად უფრო აქტიურია ის ლითონი, რომლის ატომები უფრო ადვილად გასცემს ელექტრონებს. მეტალები ძლიერი აღმდგენელებია. მეტალები რეაქციაში შედიან არამეტალებთან: ჟანგბადთან, გოგირდთან, ჰალოგენებთან, აზოტთან, ფოსფორთან. რეაქციაში შედიან მჟავებთან და წყალთან.
ალის სინჯები
ზოგიერთი მეტალი წვის დროს, ალს განსაკუთრებულ შეფერილობას აძლევს. ნივთიერებათა წვა შეიძლება ამა თუ იმ ლითონის არსებობის შესამოწმებლად გამოვიყენოთ. ნივთიერებები ალში პლატინის მავთულით შეაქვთ, რომელიც ინერტულობით გამოირჩევა.
ნატრიუმი_ყვითელი ალი.
სპილენძი_მოცისფრო_მომ�
��ვანო ალი.
კალციუმი_წითელი ალი.
ბარიუმი_მწვანე ალი.
კალიუმი_იისფერი ალი.
მეტალთა ჯგუფები
ქიმიური თვისებების მიხედვით მეტალები შეიძლება ჯგუფებად დაიყოს. არსებობს ხუთი ძირითადი ჯგუფი:
1-კეთილშობილი
2-ტუტე
3-ტუტემიწა
4-გარდამავალი მეტალები
5-იშვიათი მეტალები
კეთილშობილი მეტალები
კეთილშობილი მეტალები დედამიწის ქერქში შეიძლება არანაერთების არამედ დამოუკიდებელი სახით არსებობდეს. ეს მეტალებია:სპილენძი,პა�
��ადიუმი,ვერცხლი,პლატინ
ა და ოქრო.
ყველა კეთილშობილი მეტალი არააქტიურია. ისინი ძნელად უერთდებიან სხვა ელემენტებს ამიტომ ნაერთებსაც ძნელად წარმოქმნიან, არააქტიურობის გამო კეთილშობილი მეტალები ძნელად იჟანგება, მათ საოქრომჭედლო საქმეში და მონეტების დასამზადებლად იყენებენ. ოქრო ძალზე არააქტიურია და უძველესი ოქროს ნივთები ახალივით ამიტომ ბრწყინავს.
ტუტემიწა მეტალები
ტუტემიწა მეტალებს ექვსი მეტალი მიეკუთვნება. მათ შორის მაგნიუმი, კალციუმი, ბარიუმი. ეს მეტალები დედამიწის ქერქში მრავალიუ სხვადასხვა მინერალის შემადგენლობაში გვხვდება კალციტში, ნიჟარა დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს, რომელიც მასში კალციუმის კარბონატის ფორმითაა.
მაგნიუმს მწვანე პიგმენტი ქლოროფილი შეიცავს, რომელიც მცენარეებს ფოტოსინთეზისათვის სჭირდებათ.
გარდამავალი მეტალები
გარდამავალი მეტალები მტკიცე, მკვრივი და ბზინვარეა, ლღობის მაღალი ტემპერატურით ხასიათდებიან და ნაკლებად აქტიურები არიან ვიდრე ტუტე და ტუტემიწა მეტალები.
გარდამავალი მეტალები: რკინა,ოქრო,ვერცხლი,ქრო
მი,ნიკელი,სპილენძი. მათთვის ფორმის მიცემა ადვილია, მათ იყენებენ, როგორც თავისუფალი ასევე, შენადნობის სახით.
იშვიათი მეტალები
იშვიათი მატალების ჯგუფში ცხრა მეტალი შედის: ალუმინი, გალიუმი, ინდიუმი, კალა, სტიბიუმი, თალიუმი, ტყვია, ბისმუტი და პოლონიუმი. პერიოდულ სისტემაში ისინი გარდამავალი მეტალების მარჯვნივ არიან განლაგებული.
სუფთა მეტალები ძალზედ რბილია და სუფთა სახით იშვიათად გამოიყენება.
ალუმინი ყველაზე მსუბუქი მეტალია, საავადმყოფოებში მას რადიაციისა და რენდგენის სხივებისაგან დამცავ ბარიერებად იყენებენ.
შენადნობები
შენადნობი ორი ან მეტი მეტალის ან სხვა მეტალისა და ნივთიერების ნარევს წარმოადგენს. შენადნობს იმიტომ ამზადებენ, რომ იგი მისი შემადგენელი მეტალების თვისებებს მაგალითად: სიმსუბუქესა და სიმტკიცეს აერთიანებს.
უჟანგავი ფოლადი, რომელსაც დანა-ჩანგლისათვის იყენებენ, ფოლადის, ნიკელისა და ქრომის შენადნობია.
ბრინჯაო გამოიყენება გემთმშენებლობაში. მეტი სიმტკიცისათვის ბრინჯაოს მანგანუმს უმატებენ.
შენადნობის შედგენილობა მის პრაქტიკულ გამოყენებას განსაზღვრავს. განსაკუთრებით ძვირფასია ლეგირებული ფოლადები. მალეგირებელი მეტალების დამატება ფოლადს განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. მაგალითად, ვანადიუმიანი ფოლადი მდგრადია დარტყმის მიმართ და ინსტრუმენტების დასამზადებლად გამოიყენება.
ლითონები საქართველოში
რკინა საქართველოსში უხსოვარი დროიდან მოიპოვება ფოლადაურის, ძამისა და ტყიბულის საბადოებში. საქართველოს უმნიშვნელოვანესი რესურსია მანგანუმი, რომლის საბადოც ჭიათურაშია. მისი პროგნოზული მარაგი 400მილიონ ტონაზე მეტია. შავი მეტალებიდან ცნობილია არასაწარმოო მნიშვნელობის მაგრამ მაღალი სამკურნალო თვისებებით განთქმული მაგნეტიტური ქვიშა იგი ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლში (ფოთი-გრიგოლეთის მონაკვეთზე) გვხვდება.
საქართველოში ცნობილია ფერადი ლითონების საბადოები:სპილენძი(მადნეული,ბოლნისის რაიონი). ტყვია-თუთიის(კვაისა). ვერცხლისწყლის(ჰეი,ავადხარა-აფხაზეთს
ი). სტიბიუმის(ზოფხიტო,ზემო რაჭა)
მეტალები და მათი მნიშვნელობა ისტორიაში
პერიოდული სისტემის 110 ქიმიური ელემენტიდან 94 მეტალია. მეტალები პერიოდულ სისტამაში განლაგებულია ბორი -ასტატის დიაგონალზე ანუ პერიოდული სისტემის მარცხენა ქვედა მხარეს. მეტალები ჩვეულებრივ მყარ მდგომარეობაში არიან, გარდა ვერცხლისწყლისა. მეტალებს ახასიათებთ კარგი სითბო და ელექტროგამტარობა, ჭედადობა და ბზინვარება . ყველა ეს თვისება აიხსნება განსაკუთრებული ქიმიური ბმის არსებობით -მეტალური ბმით. მეტალის კრისტალური მესერის კვანძებში განლაგებულია მეტალთა იონები , რომელთა შორიც თავისუფლად მოძრაობენ მეტალის ბოლო შრიდან მოწყვეტილი ელექტრონები.
92 მეტალიდან ადამიანის სისხლი შეიცავს 14, ისინი აუცილებელია ორგანიზმისთვის, მათი ნაკლებობა ან ზედმეტი რაოდენობა იწვევს სხვადასხვა დაავადებებს.
მაგ. სიხლის ჰემოგლობინის შედგენილოში შედის რკინა. მისი ნაკლებობობა ორგანიზმში იწვევს ანემიას ანუ სისხლის ნაკლებობას. ჰემოგლობინი თავისი აგებულებით შეიძლება შევადაროთ მცენარეების სისხლს ანუ ქლოროფილს, განსხვავება მხოლოდ ის არის , რომ რკინის ნაცვლად ქლოროფილში მაგნიუმია.
ანემიით დაავადებულებს ურჩევენ რკინით მდარი პროდუქტების მიღებას , მაგ. ძროხის ხორცს, ღვიძლს ,გარგარს, კვერცხის გულს და ა.შ.უნდა აღინიშნოს , რომ ჰემოგლობინის წარმოქმნის პროცესს ხელს უწყობს მანგანუმი ,მას კი შეიცავს თხილი, ნიგოზი, წიწიბურა და ა.შ. ასევე ჩ ვიტამინი
კალციუმი შედის ძვლების კბილების შედგენილობაში, მონაწილეობს სისხლის შედიდებაში. კალციუმის ნაკლებობა იწვევს ოსტეოპორეზს ანუ ძვლების დაშლას, კარიესს. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს კომბოსტო.
ნატრიუმის იონები მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესში. ნატრიუმის იონების ნაკლებლობა ორგანიზმში იწვევს კრუნჩხვებს. სწორედ უმარილო დიეტას მიმართავდნენ ერთერთი ქვეყნის სამუდამო პატიმრობაში მყოფებისთვის და ისინი საშინელ ტკივილს განიცდიდნენ. ნატრიუმის ჭარბი რაოდენობა იწვევს ჰიპერტონიას ანუ მაღალ წნევას.
ოქროს დამუშავება დაიწყო ქვის ხანის დასასრულს შუმერში, ბაბილონში, ასურეთში,ინდოეთში და ჩინეთში,მაგრამ პირველად იგი ათვისებული იქნა ეგვიპტეში. მეცნიერთა აზრით ეს მოხდა დაახლოებით 4500 წელს ჩვენს ერამდე.უკვე ძველი ეგვიპტელი ფარაონები ფლობდნენ ოქროს კოლოსალურ რაოდენობას.ასევე ალექსანდრე მაკედონელის მფლობელობაში იყო უზარმაზარი რაოდენობის ოქრო,ხოლო იულიუს ცეზარის დროს რომი ფლობდა დაახლოებით 1500 ტონა ოქროს. ოქროს უდიდესი ქვიშრობები არსებობდა ძველ ეგვიპტეში, თებეს აღმოსავლეთით მდებარე უდაბნოში.ეგვიპტელები ოქროს შემცვლელ ქვიშას რეცხავდნენ და ხის დიდ გობებზე აგროვებდნენ ოქროს უმცირეს ნაწილაკებს, შემდეგ მას ადნობდნენ თიხის ქვაბებში და ჩამოასხამდნენ მოზრდილ ზომებად შემდეგ ქვის ჩაქუჩებით აბრტყელებდნენ თხელ ფურცლებად და მით ახდენდნენ სხვა საგნების მოოქვრას, ან სამკაულების გამოჭედვას. �
�
�
� ოქრო
ოქროს ადრეულ პერიოდიდანვე მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ, რადგან ოქრო ბუნებაში თვითნაბადი სახითაც გვხდება. ოქროსგან ამზადებდნენ სამკაულებს, ჭურჭელს, მონეტებს და ა. შ.
ჩვ.წ. აღ. 3000 წლით ადრე ეგვიპტეში, ინდოეთში,ჩინეთში ცნობილი იყო ოქროს დამუშავების ხელოვნება. ამ ქვეყნებთან ერთად საქართველოც უნდა ავღნიშნოთ, თუნდაც ლეგენდა არგონავტებზე. ფიქრობდნენ , რომ ოქროს საწმისზე დაწერილი იყო ოქროს მოპოვების საიდუმლო, თუმცა ცხვრის ტყავი სინამდვილეში აკავებდა მდინარის წყლის მიერ ჩამოტანილ ოქროს ქვიშას.
დღესდღეობთ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შემონახულია ოქროს უძველესი ნაკეთობები , რომელიც დავათვალიერეთ.
ოქრო ყვითელი ფერის, საკმაოდ რბილი და პლასტიკური მეტალია მისი გაბრტყელება შეიძლება 0,0002 მმ. სისქეზე, ის ადვილად იღუნება ხალითაც. 1გრ. ოქროს გაწელვა შეიძლება 2კმ-ზე. ასევე თმის სისქეზე ბევრად უფრო წვრილად. ოქრო არ იხსნება არცერთ მჟავაში მხოლოდ "სამეფო წყალში", რაც ერთი წილი აზოტმჟავას და სამი წილი მარილმჟავას ნარევს წარმოადგენს.
ოქროს მდიდარი საბადოები იყო მცირე აზიაში. აქ ლიდიის ცნობილმა მეფემ ალიანტმა ძვ.წ. \/I საუკუნეში პირველად მოიჭრა ოქროს მონეტები.ასევე ოქროს მოპოვება და დამუშაება სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის უძველესი ქართველი ტომების განსხვავებულ ტერიტორიებზე. ძვ.წ III ათასწლეულის ბოლოს თრიალეთის, ალაზნის და მესხეთის ყორღანულ სამარხებში ნაპოვნი ოქროს ნივთები: გულსაბმელები, ფირფიტები, ყელსაბამები, სამაჯურები, ლომის პატარა ფიგურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ოქროს თასი, რომელიც შემკულია ძვირფასი ქვებით და ხელოვნების იშვიათი ნიმუშს წარმოადგენს.
�
� ვერცხლი
ვერცხლი ისევე , როგორც ოქრო ადრეულ პერიოდშივე მოიპოვებოდა და ამუშაბვბდნენ .ვერცხლისგან მზადდებოდა სამკაულები, ჭურჭელი, მონეტები.
ნებისმიერი ქიმიური ელემენტის აღწერისას მიღებულია, რომ მივუთითოთ მისი აღმომჩენის ვინაობა და აღმოჩენის ისტორია. სამწუხაროდ ასეთი მონაცემები ვერცხლის შესახაებ არ არსებობს. ვერცხლს იყენაბდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მეცნიერები არ არსებობდნენ, ეს ადვილად აიხსნება, რადგან ოქროს მსგავსად ვერცხლიც თვითნაბადი სახით მოიპოვებოდა.
ასურეთში ვერცხლს "მთვარის ლითონს" უწოდებდნენ და ის ისევე ფასობდა , როგორც, ოქრო- ეგვიპტეში.
ვერცლისგან არა მარტო სამკაულებს და მონეტებს ამზადებდნენ არამედ სარკესაც. ოქროს და ბრინჯაოს სარკეები არ მზადდებოდა არა ფასის გამო, არამედ ფერის გამო. ვერცხლის ფირფიტები სწორად ასახავდა სახის ფერსა და ნაკვთებს.
ვერცხლის ბაქტერიოციდული თვისებები ყველასთვის ცნობილია. 10გრ. ვერცხლი საკმარისია 50 კუბური მეტრი წყლის დეზინფიცირებისათვის. მაგრამ ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი რაოდენობა მომწამლავია, თუმცა ეს უფრო მიკროორგანიზმებს ეხება, მაკროორგანიზმებში მიმოცვლის რეაქციები უფრო ნელა მიმდინარეობს, ამიტომ ვერცხლის იონები კლავს მიკროორგანიზმებს , მაგრამ უვნებელია ადამიანისთვის.
�
� კეთილი ჯუჯები იუტას შტატიდან
იუტას შტატი აშშ -ში ერთ დროს საკმაოდ განთქმული იყო სპილენძის მდიდარი საბადოებით. მაგრამ არც ბუნების წყალობა ულევი, დადგა დრო და მადნის მარაგი სრულიად ამოიწურა. მე -20 საუკუნის დასაწყისში მაღარო წყლით ამოავსეს და მიატოვეს.
ორიოდე წლის შემდეგ საჭირო გახდა წყლის ამოტუმბვა. წარმოიდგინთ მეწარმეთა გაკვირვებ, როდესაც ამ თითქოსდა ამოწურულ საბადოში 12 ათასი ტონა სპილენძის მადანი აღმოჩნდა დაგროვილი.
ნუთუ იქ გრიმების ზღაპრულმა ჯუჯებმა დაიდეს ბინა?!
ასეთი საკვირველება არა მარტო იუტას შტატში მოხდა, იგივე განმეორდა მქსიკის ერთ-ერთ მიტოვებულ მაღაროშიც, სადაც 10 ათასი ტონა სპილენძი დაგროვდა.
კეთილ ჯუჯებად აქ მოგვევლინენ ბაქტერიები! მათი ერთ-ერთი საკვებ არეს ზოგიერთი მეტალის გოგირდნაერთები წარმოადგენს. სპილენძი კი ბუნებაში ჩვეულებრივად წყალში უხსნადი სულფიდის სახით გვაქვს. სწორედ მას ემტერება ეს ბაქტერიები, სწრაფად ჟანგავენ რა წყალში ხსნად ნაერთამდე. საინტერესოა, რომ აღნიშნული ბაქტერიები ღარიბი გამოფიტული მადნებითაც კმაყოფილდებიან. კვლევით აღმჩნდა, რომ შესაძლებელია შეირჩეს ბაქტერიების ისეთი სახეობა, რომლებიც არა მარტო სპილენძის, არამედ ოქროს, რკინის, ნიკელის, ურანის ამოწვლილვა შეუძლიათ.
�
� ბრინჯაო
პირველი შენადნობი, რომელიც ადამინის მიერ იყო მიღებული არის ბრინჯაო. ბრინჯაოს განვითარებამ უმაღლეს საფეხურს მიაღწია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთშ
ი. ბრინჯაოს და ოქროს ნაკეთობების ჭეშმარიტი ხელოვნები იყვნენ ეტრუსკები. მთელ მსოფლიოს წყუროდა მათი ხელიდა გამოსული ნაკეთობებებს დაპატრონებოდნენ. ეტრუსკები წარმოშობით მცირე აზიიდან იყვნენ და ზოგიერთი მეცნიერის აზრით ისინი ქართველი ერების მონათესავე ხალხი იყო.
ჩვ. წ. აღ.მე-3 ათასწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე კარგად იყო განვითარებული ბრინჯაოს მეტალურგია. არქეოლოგიური გათხრების დროს ვხვდებით სადნობი ღუმელების ნაშთებს, ბრინჯაოს საბრძოლო და სამეურნეო იარაღებს. საქართველოში ძირითადად დარიშხანიანი ბრინჯაოს შენადნობი გვხდება, რადგან საქართველოში არ იყო კალის საბადოები.
მეტალურგიის ცენტრები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იყო რიონის ზემო წელზე სოფელ ღებთან. აფხაზეთსა და ჭოროხის ხეობაში იმ დროს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ბრინჯაოს იარაღი- კოლხური ცული გავრცელებული იყო შავიზღვისპირეთში ორდუდან ნოვორასიისკამდე.
ბრინჯაო რკინაზე მტკიცეა და მასზე ამინდის ცვალებადობა არ მოქმედებს. ამ თვისებების გამო ბრინჯაო კარგ მსალად ითვლება ღია ცის ქვეშ მდგარი ქანდქკებებისთვის.
როდოსის კოლოსის ასაგებად სხვადასხვა ფორმის ნაწილებისა და ფურცლების ჩამოსხმა იყო საჭირო.ერთ-ერთი უძველესი წყაროს თანახმად როდოსის კოლსი 13 ტონა ბრინჯაოს შეიცავდა. სინადვილეში ბრინჯაო უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. სპილენძის და კალის ნაჭრებს წონიდნენ, რათა ბრინჯაოს ჩამოსასხმელად საჭირო პროპორცია მიეღოთ. ვარაუდობენ , რომ როდოსის კოლოსის აგებისას გამოყენებულ ბრინჯოს შენადნობში სპილენძის წილი 80 -90 პროცენტს შეადგენდა.
სპილენძს და კალას ერთმანეთში ურევდნენ და ადნობდნენ.
რკინა
ამ აღმოჩენებით სამხრეთ კავკასიელებმა და აღმოსავლეთ ანატოლიის მეტალურგებმა შეძლეს გამოეწრთოთ შრომისა და საბრძოლო იარაღები ადრე უნახავი სიმტკიცისა და მჭრელი თვისებებისა. ამით მათ გზა გაუხსნეს კაცობრიობას ბრინჯაოს ხანიდან- რკინის ხანისკენ.
რკინის ხანის დაწყება აღმოსავლეთ ხმელთაშუზღვისპირეთში აღინიშნა სამეურნეო და პოლიტიკური აზროვნების მკვეთრი ცვლილებით. რკინის დამზადების ადგილები მალე გადაიქცა ძალაუფლების მოყვარე მმართველობის და დამპრყობლების სამშობლოდ.
უძველესი ცნობები ნაწრთობი რკინის შესახებ დაცულია მითანისა და ხეთების მეფეთა წარწერებში. აქვე ჩანს თუ როგორ თხოვს ეგვიპტის უძლეველი ფარაონები გაუგზავნონ "კეთილი რკინა" - ასეა მოხსენებული ნაწრთობი რკინა.
1927 წ. როდესაც გათხრილი იქნა არქეოლოგების მიერ ცნობილი ფარაონის- ტუტანხამონის აკლდამა მასში აურაცხელ ოქროს სამკაულებსა და ნივთებს შორის ერთადერთი პატარა რკინის ავგაროზი იპოვეს, რასაც ისტორიის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
რკინის მეტალურგიის საუკეთესო ოსტატები იყვნენ ხეთები,ურარტუელები და განსაკუთრებით მათ შორის მცხოვრები ქართველი ტომები- ხალიბები. ამიტომაც ძველი ბერძნები "კარგ რკინას " - "ხალიბურს" უწოდებდნენ და ამით გამოარჩევდნენ მას სხვ უწრთობელი რკინისგან.
რკინის მადანი
ადამიანებმა რკინის მადანს ყველაზე ბოლოს მიაგნეს თუმცა მეტეორიტულ რკინას უძველეს დროიდან იცნობდნენ გერმანელი მეცნიერი ”კარლ ბაკსი” მიუთითებდა, რომ ეგვიპტურ სამარხებში არის გამოჭედილი რკინის ყელსაბამი, რომელიც ჩვენს ერამდე 3800 წელს მიეკუთვნებოდა. რკინის მადნის არსებობა შეუმჩნეველი დარჩა, როგორც პირენეის ასევე სინაის ნახევარკუნძულზე საკმაო რაოდენობის რკინა მადანი იყო. სამაგიეროდ სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ანატოლიის მცხოვრებთ არ გამორჩენიათ მხედველობიდან სპილენძის საბადოების ახლოს ზედაპირზე გამოსული ქანები, რომელსაც გადანატეხზე ჰქონდა მქრქალი ლითონური ბზინვარება და მურა ფერი. ეს იყო წითელი ჟანგმიწა 50% მეტალი რკინის შემცველობით. კავკასიელი მეტალურგების ყველა თავდაპირველი მცდელობა ამ მადნის გადნობისა ტიბეთში, როგორც ამას აკეთებდნენ ოქროს, ვერცხლს და სპილენძის შემთხვევაში, წარუმატებელი აღმოჩნდა.
მეტლათა შენადნობები
მეტალთა შენადნობებს უფრო დიდი გამოყენება აქვს ვიდრე მეტალებს. შენადნობები მიიღება ორი ან მეტი გამდნარი მეტალის, აგრეთვე მეტალებისა და არამეტალების შერევით.
შენადნობების თვისებები განსხვავდება მეტალების თვისებებისგან. შენადნობების დნობის ტემპერატურა ჩვეულებრივ დაბალია, ხოლო სიმტკიცე და სიმაგრე - მაღალი, ვიდრე მასში შემავალ მეტალებს აქვს.
ფოლადი არის რკინისა და 1,7 პროცენტი ნახსირბადისგან მიღებული შენადნობი, ის ასევე შეიცავს მანგანუმს,სილიციუმს,გ�
��გირდს და ფოსფორს.
თუჯიც რკინისა და ნახსირბადის 2 პროცენტამდე შენადნობია შეიცავს ,ასევე გოგირდს, ფოსფორს, სილიციუმს. ის მყიფეა ე.ი. დარტყმისას იმსხვრევა.
ბრინჯაო არის პირველი შენადნობი, რომელიც მიიღო ადამიანმა ის შედგება სპილენძის, კალის, ალიუმინის, ტყვიის, სილიციუმისაგან. საინტერესოა , რომ საქართველოში მიღებული ბრინჯაო შეიცავდა დარიშხანს.
მეტალთ ა კოროზია
მეტალები განიცდიან კოროზიას ე.ი. გარემოს მოქმედებით იშლებიან. გამოთვლილია ,რომ რკინის კოროზიისაგან დანაკარგი შეადგენს ყოველწლიური გამოდნობის დაახლოებით 10 პროცენტს.
კოროზიისგან დაცვის რამდენიმე მეთოდი არსებობს.
1. კოროზიისადმი უფრო მდგრადი მეტალებით დაფარვა მაგ. თუთიით , კალით , ტყვიით, ნიკელით, ქრომით.
2. ლაქებით ან საღებავებით დაფარვა
3. ინჰიბიტორების ანუ ისეთი ნივთიერებების დამატება , რომლებიც ანელებენ ჟანგვის რეაქციას.
ტუტე მეტალები
პერიოდული სისტემის პირველ მთავარ ჯგუფში განლაგებულ მეტალებს ეწოდებათ ტუტე მეტალები, რადგან ისინი წყალში გახსნისას წარმოქმნიან ტუტეებს.ეს მეტალები თეთრი ფერისაა , გარდა ოქროსფერი ცეზიუმისა .ისინი რბილი მეტალებია ყველაზე მაგარია ლითიუმი, ცეზიუმი ცვილივით რბილია. ტუტე მეტალების გაჭრა პლასმასის დანითაც შეიძლება.
ტუტე მეტალები საკმაოდ აქტიური მეტალებია ბუნებაში თავისუფალი სახით არ გვხდება, რადგან შედიან რაქციაში ჟანგბადთან , ჰალოგენებთან , გოგირდთან და ა.შ.
ლითიუმი და ნატრიუმი გამოიყენება ბირთვულ რეაქტორებში.
გალიუმი
ვერცხლისწუალს , რომ დნობის დაბალი ტემპერატურა აქვს ყველამ იცის , მაგრამ ის ,რომ მეტალი ლღვებოდეს +30 გრადუსზე და -30 გრადუსზე თხევადი იყოს , ბევრმა არ იცის. ასეთი საკვირველი თვისება ერთ-ერთ იშვიათ მეტალს- გალიუმს აღმოაჩნდა.მართალია 30 გრადუსზე ლღვება და, მაშასადამე, უფრო დაბალ ტემპერატურაზე მყარ მდგომარეობაში უნდა იყოს, მაგრამ ამასთან მას აქვს უნიკალური თვისება- თვეობით დაჰყოს გადაციებულ , თხევად მდგომარეობაში, ზოგჯერ -40 გრადუსზეც. მხოლოდ შენჯღრევისას ან კრისტლის ჩაგდებისას ის გამყარდება. ეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და მოცულობა საგრძნობლდ იზრდება.
მეტალი, რომელმაც რომის იმპერია იმსხვერპლა
მძიმე ლითონები ოქრო, ვერცხლი და სხვა ოდითგანვე ძვირფასად ითვლებოდა და დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ამ მეტალებისგან დამზადებული სამკაულების ჭურჭლის რაოდენობა მათი მფლობელის სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლებოდა.
მაგრამ უბედურება ის არის , რომ ბოლო დროის გამოკვლევებმა გვიჩვენეს, ერთ-ერთი ასეთ ძვირაფასად მიჩნეული მეტალის ხმარება გამხდარა მიზეზი ისეთი ძლიერი სახელმწიფოს დაკნინებისა და დაცემისა, როგორიც რომის იმპერია იყო.
რომელი ლითონი შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი ვერაგი?!
ოქროსა და ვერცხლის გარდა ძველად რომის იმპერიაში ძვირფასად ითვლებოდა აგრეთვე სხვა მძიმე მეტალებიც, მათ შორის ტყვია. მისგან ამზადებდნენ სასმისებს და ჭურჭელს. მაგრამ ტყვია ხომ მომწამვლელია. განსაკთრებით საშიშია ნერვული სისტემისთვის, ქსოვილებისთვის, სისხლისთვის. სწორედ ეს მდგომარეობა გამოდგა საბედისწერო რომაელთათვის. განსაკუთრებით იწამლებოდნენ მდიდარი პატრიციები, რომლებიც უფრო მეტად ხმარობდნენ ამ "ძვირფასი ლითონის ჭურჭელს". მათი ორგანიზმი იმდენად უძლურდებოდა, რომ 20-25 წლის ჭაბუკი თავს გრძნობდა ღრმა მოხუცად. განსაკუთრებით მოქმედებდა ქალებზე იწვევდა უშვილობას.
Wednesday, March 10, 2010
Monday, March 8, 2010
Demerol: Did It Cause Michael Jackson's Death?
The painkiller Demerol can be summed up in just a few words: Highly addictive with a slew of side effects.
It’s also the same drug that is rumored to have been given to Michael Jackson in the moments before he “collapsed and stopped breathing,” according to a report in the British newspaper The Sun.
“Demerol has a tremendous amount of side effects,” Dr. Patrick Annello, an anesthesiologist and pain management specialist at St. Francis Hospital on Long Island told FOXNews.com. “It can cause rapid heart rate, arrhythmias — and given in high enough doses — it can cause respiratory depression or shallow breathing.”
That is exactly what a source told The Sun happened shortly after Jackson was administered an injection of the drug.
“After taking the Demerol, he started to experience slow, shallow breathing,” the source told the newspaper. “His breathing gradually got slower and slower until it stopped.”
There are also reports the icon was taking a cocktail of prescription drugs including antidepressants.
If antidepressants are accidentally given in conjunction with Demerol, it can cause a very bad hypertensive reaction, and the patient can have a heart attack and stroke as a result, Anello said.
Dangerous reactions can occur if Demerol is administered while a patient is taking other narcotic pain medications, sedatives, tranquilizers, muscle relaxers, or other medications that can make them sleepy or slow respiratory function.
Brian Oxman, Jackson family attorney, confirmed Jackson's use of other medications when he told CNN Thursday that they had gotten in the way of doing rehearsals.
"His injuries, which he had sustained performing, where he had broken a vertebra and he had broken his leg from a fall on the stage, were getting in the way,” Oxman said. “I do not know the extent of the medications that he was taking.”
If he took other medications that are sedating – which pain medications usually are – in conjunction with Demerol, it can definitely cause shallow breathing and decreased oxygen levels, ultimately leading to respiratory arrest or heart attack, Anello said.
What is Demerol?
Demerol is a narcotic analgesic with effects similar to morphine. It’s prescribed for relief of moderate to severe pain, and is sometimes used prior to- or during a surgical procedure to enhance the effects of the anesthesia.
“Demerol is an old drug. It’s been around for some time, but the potency of the drug – pain management-wise — is extremely low,” Annello said.
Unlike some common pain relievers, which block the nerve endings from transmitting messages of pain to the brain, Demerol acts on the central nervous system, basically tricking the brain by replacing the feeling of pain with a “high.”
“Why people think they like it when they take it, is that it provides euphoria — basically makes the patient not care about their pain anymore,” Anello said. “Essentially they get high off the medication.”
People who take Demerol for chronic pain often become addicted to the drug and require more and more of it to get the same effect.
Demerol is being taken off hospital formularies across the board because it’s not a very good pain medication, Anello said.
Some side effects associated with Demerol include:
— Lightheadedness;
— Sedation;
— Nausea/vomiting;
— Sweating;
— Confusion/hallucinations;
— Irritability/anxiety;
— Tremors;
— Depression;
— Seizures;
— Loss of respiratory function;
— Rapid heart rate/arrhythmias.
In the meantime, the world is awaiting autopsy results on the singer, although the Los Angeles County Coroners office said it could take weeks to complete toxicology test that would show exactly what was in Jackson’s system.
“When it comes to testing… the good part about Demerol is that it hangs around in the blood a long time,” Annello said. “So when they check the toxicology levels… it will hopefully be reflective of what Jackson received in the last few days. And if he was given Demerol, the results will clearly show that.”
It’s also the same drug that is rumored to have been given to Michael Jackson in the moments before he “collapsed and stopped breathing,” according to a report in the British newspaper The Sun.
“Demerol has a tremendous amount of side effects,” Dr. Patrick Annello, an anesthesiologist and pain management specialist at St. Francis Hospital on Long Island told FOXNews.com. “It can cause rapid heart rate, arrhythmias — and given in high enough doses — it can cause respiratory depression or shallow breathing.”
That is exactly what a source told The Sun happened shortly after Jackson was administered an injection of the drug.
“After taking the Demerol, he started to experience slow, shallow breathing,” the source told the newspaper. “His breathing gradually got slower and slower until it stopped.”
There are also reports the icon was taking a cocktail of prescription drugs including antidepressants.
If antidepressants are accidentally given in conjunction with Demerol, it can cause a very bad hypertensive reaction, and the patient can have a heart attack and stroke as a result, Anello said.
Dangerous reactions can occur if Demerol is administered while a patient is taking other narcotic pain medications, sedatives, tranquilizers, muscle relaxers, or other medications that can make them sleepy or slow respiratory function.
Brian Oxman, Jackson family attorney, confirmed Jackson's use of other medications when he told CNN Thursday that they had gotten in the way of doing rehearsals.
"His injuries, which he had sustained performing, where he had broken a vertebra and he had broken his leg from a fall on the stage, were getting in the way,” Oxman said. “I do not know the extent of the medications that he was taking.”
If he took other medications that are sedating – which pain medications usually are – in conjunction with Demerol, it can definitely cause shallow breathing and decreased oxygen levels, ultimately leading to respiratory arrest or heart attack, Anello said.
What is Demerol?
Demerol is a narcotic analgesic with effects similar to morphine. It’s prescribed for relief of moderate to severe pain, and is sometimes used prior to- or during a surgical procedure to enhance the effects of the anesthesia.
“Demerol is an old drug. It’s been around for some time, but the potency of the drug – pain management-wise — is extremely low,” Annello said.
Unlike some common pain relievers, which block the nerve endings from transmitting messages of pain to the brain, Demerol acts on the central nervous system, basically tricking the brain by replacing the feeling of pain with a “high.”
“Why people think they like it when they take it, is that it provides euphoria — basically makes the patient not care about their pain anymore,” Anello said. “Essentially they get high off the medication.”
People who take Demerol for chronic pain often become addicted to the drug and require more and more of it to get the same effect.
Demerol is being taken off hospital formularies across the board because it’s not a very good pain medication, Anello said.
Some side effects associated with Demerol include:
— Lightheadedness;
— Sedation;
— Nausea/vomiting;
— Sweating;
— Confusion/hallucinations;
— Irritability/anxiety;
— Tremors;
— Depression;
— Seizures;
— Loss of respiratory function;
— Rapid heart rate/arrhythmias.
In the meantime, the world is awaiting autopsy results on the singer, although the Los Angeles County Coroners office said it could take weeks to complete toxicology test that would show exactly what was in Jackson’s system.
“When it comes to testing… the good part about Demerol is that it hangs around in the blood a long time,” Annello said. “So when they check the toxicology levels… it will hopefully be reflective of what Jackson received in the last few days. And if he was given Demerol, the results will clearly show that.”
Subscribe to:
Posts (Atom)