S | 16 |
32,066 | |
3s²3p4 | |
გოგირდი |
ფიზიკური თვისებები
გოგირდი ყვითელი მყიფე კრისტალური ნივთიერებაა, სითბოსა და ელექტრობის ცუდი გამტარია. წყალში გოგირდი არ იხსნება, კარგად იხსნება გოგირდნახშირბადში CS2 და ეთერში (C2H2)2O.გოგირდის რამდენიმე ალოტროპული სახესხვაობაა ნობილი. ასეთია რომბული, პრიზმული და პლასტიკური.ოთახის ტემპერატურაზე მდგრადია რომბული გოგირდი, 96 °–ზე და უფრო მაღლა მდგრადია პრიზმული გოგირდი. რომბული გოგირდი ლღვება 113°–ზე, ადუღებამდე გაცხელებული გოგირდი რომ ცივ წყალში ჩავასხათ, გაცივებისას მივიღებთ პლასტიკურ გოგირდს, რომელიც რამდენიმე საათში მყიფე ხდება, ყვითლდება და ბოლოს რომბულ გოგირდად იქცევა. რომბული და პლაზმური გოგირდის მოლეკულების შედგენილობა ერთნაირია, თითოეული მოლეკულა 8 ატომისაგან შედგება S8. მაგრამ რომბულ კრისტალებში მოლეკულების წყობა სხვაგვარია ვიდრე პრიზმულში. ეს არის ალოტროპიის ერთ–ერთი სახე, პოლიფორმიზმი ეწოდება. პოლიმორფიზმი არის ზოგიერთი მარტივი და რთული ნივთიერების მიერ სხვადასხვა კრისტალური ფორმის სახესხვაობის წარმოქმნის უნარი.
გოგირდის მიღება
თვითანაბადი გოგირდის მოპოვება საბადოებიდან შედარებით ადვილია. საბადოში მილით ჩაუშვებენ გახურებეულ ორთქლს მაღალი წნევის ქვეშ და მეორე მილით ამოაქვთ გალღობილი გოგირდი.თვითნაბადი გოგირდის გარდა გოგირდს ღებულობდნენ გოგირდწყალბადისა და ჰაერის გატარებით გააქტივებულ ნახშირზე, რომელიც კატალიზატორის როლს ასრულებს:
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- 2H2S + O2 → 2H2O + 2S
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- SO2 + C → CO2 + S
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- FeS2 → FeS + S
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
ქიმიური თვისებები
ქიმიურად გოგირდი აქტიური მეტალოიდია. ის მრავალ ელემენტს უერთდება, ელექტრონული გარე გარსის შევსებამდე გოგირდის ატომს ორი ელექტრონი აკლია. მაშასადამე, გოგირდი უერთდება ისეთ ელემენტებს, რომლებიც ადვილად გასცემენ თავის სავალენტო ელექტრონებს. ასეთია პირველ რიგში მეტალები და წყალბადი. მაშასადამე, გოგირდი ძლიერი მჟანგავია. ამას გარდა გოგირდი მრავალ მეტალოიდსაც უერთდება. ის ადვილად შედის რეაქციაში ჟანგბადთან. ჰაერზე ანთებისას გოგირდი ცისფერი ალით იწვის და წარმოქმნის ძირითადად გოგირდის ორჟანგს:-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- S + O2 → SO2
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
ჟანგბადის არეში გოგირდის წვა ენერგიულად მიმდინარეობს. გოგირდის ორჟანგის დაჟანგვით მიიღება გოგირდის ანჰიდრიდი SO3.
ქლორთან გოგირდი წარმოქმნის S2Cl2, SCl2–ს. ნახშირბადთან – გოგირდნახშირბადს CS2–ს, ფოსფორთან P2S3–ს და ა. შ.
გოგირდის გამოყენება
გოგირდი მრავალგვარ გამოყენებას ჰპოვებს. სოფლის მეურნეობაში დიდი გამოყენება აქვს გოგირდის მტვერს ვაზის მავნებლებთან ბრძოლაში. გოგირდი ხმარდება შავი დენთისა და ასანთის წარმოებას. იხმარება აგრეთვე მედიცინაში, დიდი რაოდენობით ხმარდება გოგირდი გოგირდჟავას და გოგირდის სხვა ნაერთების დამზადებას.ნედლი კაუჩუკის გოგირდთან გაცხელებით მიიღება რეზინი. კაუჩუკის რეზინად გარდაქმნას ვულკანიზაცია ეწოდება. გოგირდის დახმარებით კაუჩუკიდან მზადდება საბურავები, მილები, შლანგები, ჩექმები და სხვ.
გოგირდი ბუნებაში
გოგირდი ბუნებაში გვხვდება თავისუფალ მდგომარებაში (თვითნაბადი გოგირდი) და ნაერთების სახით. თვითნაბად გოგირდს ვხვდებით ჩამქრალი ან მოქმედი ვულკანების ახლოს.გოგირდის საბადოები მოიპოვება თურქმენეთში, ყარაყუმის უდაბნოში, უზბეკეთში, კავკასიაში, ქერჩის ნახევარკუნძულზე და ვოლგისპირეთში.გოგირდის ნაერთებიდან ძლიერ გავრცელებულია სულფიდები (გოგირდის ნაერთები მეტალებთან). ბევრი მათგანი მეტალების მოსაპოვებლად გამოიყენება, ასეთია რკინის ალმადანი FeS2,სპილენძის ალმადანი CuFeS2, სპილენძის კრიალა Cu2S, ტყვიის კრიალა PbS, თუთიის კრიალა ZnS და სხვა.
საკმაოდ გავრცელებულია ბუნებაში გოგირდმჟავას მარილები, მაგალითად თაბაშირი CaSO4 • 2H2O, ბარიტი BaSO4 და სხვა. ყურე ყარა–ბოღაზგოლი ყოველწლიურად იძლევა მილიონობით ტონა მირაბილიტს – ათ მოლეკულა წყალთან დაკრისტალებულ ნატრიუმ–სულფატს NaSO4 • 10H2O, მწარე მარილს MgSO4 • 7H2O.
თვითნაბადი გოგირდის სუბლიმაციით (აქროლებით) მიიღება გოგირდის მტვერი, ხოლო გამოდნობით ღებულობენ კოშტოვან გოგირდს.
გალერეა
გოგირდის გროვა ჩრდილოეთ ვანკუვერში, კანადაში |
ელენე ყოჩაღ, რამდენი გიშრომია
ReplyDelete