თამბაქო რომ მავნებელია, ვფიქრობ, ყველამ ძალიან კარგად იცის. მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზიანდება არამწეველი. არავის არა აქვს უფლება არასწორი მოქმედებით სხვისი ჯანმრთელობა დააყენოს საფრთხის ქვეშ.
თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ადამიანთა სიკვდილის წამყვანი მიზეზია. იგი იწვევს წელიწადში 5 მლნ-ზე მეტი ადამიანის დაღუპვას. ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 200 000 ადამიანი იღუპება სამსახურში თამბაქოს კვამლის ზეგავლენით, ხოლო 700 მლნ ბავშვი ანუ თითქმის პლანეტის ბავშვების ნახევარი სუნთქავს თამბაქოს კვამლით დაბინძურებულ ჰაერს. თამბაქოს კვამლი შეიცავს დაახლოებით 4000-მდე ქიმიკატს. ამათგან 50-ზე მეტი კანცეროგენული ნივთიერებაა. თამბაქოს კვამლის მოქმედება პასიურ მწეველებში იწვევს გულის დაავადებების, სერიოზული რესპირატორული და კარდიოვასკულური დაავადებების განვითარებას, რაც ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება.
ნუ მივცემთ თავს უფლებას, რომ ჩვენს გამო დაზიანდეს სხვა.
ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე და გავუფრთხილდეთ სხვის ჯანმთელობას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment