Friday, February 26, 2010

მოწევა ორსულობის პერიოდში

კვლევამ აჩვენა, რომ პრენატალურ პერიოდში თამბაქოს კვამლის ზემოქმედება ზრდის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ყდჰს) განვითრების რისკს. ყდჰს განვითარების ნევროლოგიურ-ქცევითი დარღვევაა, რომელიც იწყება ბავშვობის ასაკში და ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი, ჰიპერაქტივობა და ცუდად მართვადი იმპულსურობა. კვლევის შედეგებმა, ასევე, გამოავლინა, რომ ტყვიის ზემოქმედებაც იწვევს ბავშვებში ყდჰს-ის განვითარების რისკის მატებას. მევნიერების გამოთვლით, ორივე ფაქტორის ზემოქმედების მოცილებით შესაძლებელია 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ყდჰს-ის შემთხვევათა 35%-ით შემცირება. “მოწევასაც და ტყვიასაც ცალ-ცალკე აღენიშნება მნიშვნელოვანი ნეგატიური ზემოქმედება,” – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ტანია ფროელიხი (Tanya Froehlich) – “მაგრამ, თუ ბავშვებმა განიცადეს ორივე ფაქტორის ზემოქმედება, მაშინ კომბინირებული ეფექტი სინერგიული ხასათისაა”. მკვლევარების თქმით, პრენატალურ პერიოდში მოწევის ზემოქმედებით 2,4-ჯერ მატულობს ყდჰს-ის განვითარების რისკი. სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის შემთხვევაში, რომელიც მოიცავდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დადგენილ ზღვრულ დონესაც (10 მიკროგრამი დეცილიტრზე), ყდჰს-ის განვითარების რისკი მატულობდა 2,3-ჯერ. აღმოჩნდა, რომ ორივე ფაქტორის ზემოქმედებით ბავშვებში ყდჰს-ის განვითარების რისკი 8-ჯერ მეტი იყო იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ ზ.ა. ზემოქმედება.

სამკურნალო საშუალებების ურთიერთდამოკიდებულება თამბაქოს კვამლის კომპონენტებთან

თამბაქოს კვამლი შეიცავს 100–ზე მეტ სხვადასხვა ქიმიურ ნაერთს, რომლებსაც გააჩნიათ ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის შეცვლის უნარი. ამ ფაქტორის გათვალისწინება, აუცილებელია მწეველ პაციენტებში ფარმაკოთერაპიის ჩატარების შემთხვევაში.
– სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ თამბაქოს კვამლის პოლიციკლური არომატული ნახშირწყლები (პან), რომლებიც წარმოადგენენ ციტოქრომ P450 1A1 (ფილტვებში) და 1A2 (ღვიძლში) ფერმენტების ინდუქტორებს. ღვიძლში სამკურნალო საშუალებების და პოლიციკლური არომატული ნახშირწყლების ურთიერთქმედება გამოიხატება აღნიშნული იზოფერმენტის სუბსტრატების, მაგალითად თეოფილინის, კოფეინის, პროპრანოლოლის ზოგიერთი ფსიქოტროპული პრეპარატის (ცხრილი 5–8) მეტაბოლიზმის დაჩქარებით და მათი კონცეტრაციის დაქვეითებით სისხლში და, შესაბამისად, მათი მოქმედების შესუსტებით.
ცხრილი 5–8. ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებები, რომელთა მეტაბოლიზმი ძლიერდება თამბაქოს კვამლის კომპონენტების ზეგავლენით.
ნეიროლეპტიკები
ანტიდეპრესანტები
ტრანკვილიზატორები
ჰალოპერიდოლი კლოზაპინი
ფლუფენაზინი
ქლორპრომაზინი
ქლოპროტიქსენი
იმიპრამინი კლომიპრამინი ალპრაზოლამიდი აზეპამი
ლორაზეპამი
– თამბაქოს კვამლის ყველა კომპონენტიდან, სამკურნალო საშუალებების ფარმაკოდინამიკაზე ყველაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ნიკოტინი. მაგალითად, β–ადრენობლოკატორების ჰიპოტენზიური და ანტიანგინალური ეფექტები სუსტდებიან თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ნ–ქოლინორეცეპტორების და ადრენალინის, ნიკოტინით სტიმულირებადი, გამონთავისუფლების შედეგად.

No comments:

Post a Comment